"სასწრაფოდ დადგინდეს, ვინ იმალება "ნასვამი ჩოჩორის" უკან" - ტარიელ კაკაბაძე სქრინებს აქვეყნებს
სამართალი • 1787245842
12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სიცრუეს უწოდებს შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადვოკატმა და დედამ წინასწარ იცოდნენ, რომ გურამ დადიანიძის ფეისბუკგვერდზე პოსტი გამოქვეყნდებოდა. ტარიელ კაკაბაძის თქმით, ამ საქმის გამოძიების ნება არ არსებობს და ამიტომ მის დისკრედიტაციას ცდილობენ. კაკაბაძე გარკვეულ სქრინებსაც აქვეყნებს, სადაც მისი თქმით, ჩანს, რომ უწყების განცხადება სიცრუეა.
"მოგიყვებით სიმართლეს:
2026 წლის 16 აგვისტოს ჩემს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე — ტარიელ კაკაბაძე/ Tariel Kakabadze — მომწერა ადამიანმა ფეისბუქპროფილით „ნასვამი ჩოჩორი“. მითხრა, რომ ჩართულია გურამ დადიანიძის საქმის პროცესში და სურდა დახმარების გაწევა. მე სერიოზულად არ აღვიქვი მისი ნათქვამი, მაგრამ ვუთხარი, რომ თუ რამე ინფორმაციას მიიღებდა, მოეწოდებინა ჩემთვის და მოეწერა პროფილზე: Tariel Kakabadze. აღნიშნული პროფილის პოვნა გაუჭირდა და თავად ვიპოვე ის.
ამის შემდეგ მომაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კახა გელაშვილის სახელით შექმნილი ფეიკგვერდიდან თავად კახა გელაშვილი იყო შესული და, ასევე, შესული იყო სხვა პიროვნებაც ვლადიკავკაზიდან. მისი თქმით, პოსტი „დედა ცოცხალი ვარ“ დადებულია კახა გელაშვილის მიერ. ჩემმა თანამშრომელმა აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდა გამომძიებელსა და პროკურორს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვფრინდი 10-საათიანი ფრენის შემდეგ. ინტერნეტთან წვდომა არ მქონდა 10 საათის განმავლობაში. ჩამოფრენიდან რამდენიმე საათში მესენჯერში ვკითხულობ ამ ე.წ. ფეიკიდან შემოსულ მესიჯს, სადაც მატყობინებს, რომ მისი დაწერილია ოსურ ენაზე პოსტი: „დადგა ჟამი“.
როგორც ჩანს, ვიღაცამ გამოიყენა ეს ადამიანი ჩემს გასაშავებლად, მაგრამ მე ყველა ჩვენი კომუნიკაცია შენახული მაქვს. ჩემს პოსტს დავურთავ აღნიშნული ანგარიშიდან შემოსული მესიჯის სქრინს და, ასევე, ჩემი პასუხის სქრინს, სადაც ვსაყვედურობ მას, რომ მსგავსი ქმედება დაუშვებელია!
სასწრაფოდ დადგინდეს, ვინ იმალება „ნასვამი ჩოჩორის“ უკან!!!
ეს არის სქრინი, რომელიც აჩვენებს, რომ აღნიშნულ პირს — „ნასვამი ჩოჩორი“ — ვუსაყვედურე, რომ მსგავსი პოსტი არ უნდა დადებულიყო! აქ ნათლად ჩანს, რომ ამ პოსტის დადება ჩემთან შეთანხმებული არ იყო! ვიწინასწარმეტყველე, რომ სოფო ბიბილაშვილის დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენებდნენ ამ ყველაფერს! გული მიგრძნობდა, რომ ასე მოხდებოდა და ასეც მოხდა! ძალიან სწორად მივდივართ და ეს აწუხებთ. არ სურთ ამ საქმის გამოძიება!"- წერს ტარიელ კაკაბაძე.

11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...
ეს საინტერესოა • 1789072649
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...
პოლიტიკა • 1789071801
"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...
პოლიტიკა • 1789070226
სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...
საზოგადოება • 1789067079
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...
პოლიტიკა • 1789060240
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...
საზოგადოება • 1789052172










