შეიქმნას საგამოძიებო კომისია სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური დანაშაულების და სხვა კანონდარღვევების გამოკვლევისა და მათზე რეაგირების  მიზნით - სამოქალაქო სექტორი

სამართალი 1663837120    141

სასამართლო

ბოლო რამდენიმე დღეა საზოგადოების ყურადღება მიიქცია ყოფილი მოსამართლეების განცხადებებმა, რომლებიც მოსამართლეებზე ზეწოლის და მართლმსაჯულების სისტემაში არაჯეროვანი ჩარევის ფაქტებზე საჯაროდ საუბრობენ.

მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა "საქართველოს სასამართლოს გუშაგის" მიერ გამოქვეყნებული ინტერვიუები ყოფილ მოსამართლეებთან - ნათია ქუთათელაძესა და ანა ღელეყვასთან და ბესარიონ ალავიძის საჯარო განცხადებები.

ამ საკითხთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ:

"არასამთავრობო სექტორი ბოლო რამდენიმე წელია  ღიად საუბრობს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის - კლანის არსებობაზე, რომლითაც მოქმედი და წინა ხელისუფლებები სასამართლო სისტემას აკონტროლებდნენ. აღნიშნული ჯგუფი უკვე 15 წელია თანამშრომლობს პოლიტიკურ ხელისუფლებებთან და იყენებს მოსამართლეზე უკანონო ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდებს.

ყოფილი მოსამართლეების საჯარო განცხადებები წარმოშობს კითხვებს, რომლებზეც სათანადო რეაგირება აუცილებელია სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის აღდგენის მიზნით. კერძოდ, შეკითხვები ეხება:

- სასამართლო საქმეთა განხილვაში შესაძლო უკანონო ჩარევებს

- საქმეთა განაწილების სისტემით შესაძლო  მანიპულირებას

- კორუფციის და ნეპოტიზმის ნიშნებს სასამართლო სისტემაში

- მოსამართლეთა დანიშვნების დროს შესაძლო არაჯეროვან გარიგებებს და ზეწოლას

ეფექტიან გამოძიებას საჭიროებს მედიაში გახმაურებული და ამ დრომდე გამოუძიებელი გარემოებები:

- 2015 წელს, სამოსამართლო გამოცდის ტესტებისა და კაზუსების სავარაუდოდ წინასწარი გავრცელება; ყოფილი მოსამართლეების - ლალი ლაზარაშვილის, თამაზ ჯალიაშვილის, ნუნუ ნემსიწვერიძის,  ნათია ქუთათელაძის, ანა ღელეყვას, ბესარიონ ალავიძის განცხადებები მათ საქმიანობაში უკანონო ჩარევების თაობაზე;

- სტუდია მონიტორის  სიუჟეტი მოსამართლეთა მიერ ქონების და შემოსავლების სავარაუდო გადამალვის თაობაზე;

- აღძრული და "თაროზე შემოდებული" საქმეების მეშვეობით მოსამართლეების დაშანტაჟება;

- სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის განცხადება ხელისუფლების მხრიდან ბესარიონ ალავიძის საქმიანობაში უკანონო ჩარევის თაობაზე.

საჯაროდ, მათ შორის, მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, წლების განმავლობაში, სამართალდამცავი სისტემის უმოქმედობისა  და მმართველი პოლიტიკური გუნდის სათანადო პოლიტიკური ნების არარსებობის გათვალისწინებით, საზოგადოებაში დასმულ კითხვებზე სიმართლის დადგენის ეფექტიან მექანიზმად  პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა გვესახება, რომლის შექმნისთვის ხმათა საჭირო რაოდენობა საპარლამენტო ოპოზიციას გააჩნია. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთ-ერთ  საფუძველს სწორედ  სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ სამართლიანი სასამართლოს გარეშე შეუძლებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და სტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნა. გარდა ამისა, მართლმსაჯულების სისტემური რეფორმა ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ერთ ერთი ფუნდამენტური წინაპირობაა.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საპარლამენტო ოპოზიციას:

შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური დანაშაულების და სხვა კანონდარღვევების გამოკვლევისა და მათზე რეაგირების  მიზნით."

 

განცხადებას უერთდებიან

- დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი

- საქართველოს სასამართლოს გუშაგი

- დემოკრატიის ინდექსი - საქართველო

- სოციალური სამართლიანობის ცენტრი

- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

- უფლებები საქართველო

- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

- ადამიანის უფლებათა ცენტრი

- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

- ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)

- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ავარია გორი
გორში, ავარიის ადგილზე მისულ პატრულს მანქანა დაეჯახა

გორთან ავტობანზე ორი ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს დაეჯახა, რა დროსაც მას უკნიდან მანქანა შეეჯახა. მომხდარის შესახებ formulanews.ge წერს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლები ადმ...

შემთხვევა 1696271460

ასოს
რა მოხდა ათენში - ქართველი ემიგრანტის მკვლელობის ახალი დეტალები (ვიდეო)

ქართველი ემიგრანტის სასტიკი მკვლელობა. საბერძნეთში 50 წლის ქართველი მამაკაცი ადგილობრივმა ცეცხლსასრული იარაღით მოკლა. დანაშული მოკლულის შვილის და მეგობრების თვალწინ მოხდა. როგორც ირკვევა, სავარაუდო და...

კრიმინალი 1696270347

სააკაშვილი
"რაღაც ძალამ ჩამომიყვანა საქართველოში, ამავე ძალამ გადამარჩინა 50 დღიანი შიმშილობის და განსაკუთრებით კი მოწამვლის დროს" - მიხეილ სააკაშვილი

"ჩვენს გარშემო მიმდინარეობს ბოროტებისა და სიკეთის დაპირისპირება. აზერბაიჯანმა დააკავა რუბენ ვარდანიანი - რუსი მილიარდერი, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ასევე ე.წ. არცახის ს...

პოლიტიკა 1696269540

სალომე ზურაბიშვილი
1 დღე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვამდე - რა პროცედურებით ჩატარდება საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული სხდომა

საკონსტიტუციო სასამართლო უპრეცედენტო სხდომისთვის ემზადება. ზუსტად დღის 12 საათზე პალატის 9 მოსამართლე დაიწყებს საჯარო მსჯელობას "ქართული ოცნების" საკითხზე, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის...

პოლიტიკა 1696267866

ასოს
საბერძნეთში მოკლული ქართველი ემიგრანტი კობა აშოთიაა - მის ცოლს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება

საბერძნეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე  კობა აშოთიაა - არსებული ინფორმაციით, 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდა ამისა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც,...

კრიმინალი 1696267694

კარავი
"ეს კანონპროექტი სახიფათოა, იწვევს პროტესტის მშვიდობიანი ფორმების შეზღუდვას და არღვევს კონსტიტუციას" - საია "კარვების კანონზე"

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ეხმიანება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მიაჩნია, რომ  მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილებების მ...

პოლიტიკა 1696266481