შსს-მ გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაყვანის საქმეზე ერთი პირი დააკავა - მედია

ბაჩიაშვილი

"ტვ პირველის" ინფორმაციით, შს სამინისტროს კრიმინალურმა პოლიციამ გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაყვანის საქმეზე ერთი პირი დააკავა.

 

წყარო "პირველებს" უყვება, რომ მას "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის ქვეყნიდან გაყვანის ორგანიზებას ედავებიან.

აღნიშნულის გარკვევა "ტვ პირველმა" ბაჩიაშვილის საქმის პროკურორთან სცადა, თუმცა მიხეილ სადრაძემ, გამომდინარე იქიდან, რომ საზღვრის კვეთის საქმის პროკურორი არ არის, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

 

4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა.  მოგვიანებით თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელსაც პასპორტი ჩამორთმეული აქვს, "ტვ პირველის" გადაცემა “რეაქციაში“ ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყნიდან წასასვლელად "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც" გამოიყენა.
ბაჩიაშვილი არ ასახელებს, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება. 
პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. პროცესი საქალაქო სასამართლოში გუშინ  გაიმართება.

ასევე ცოტა ხნის წინ მოსამართლე გიორგი გელაშვილმა კრიპტოვალუტის საქმეზე გირაო პატიმრობით შეუცვალა, ბიზნესმენს კი სასამართლოზე დისტანცირუად ჩართვის უფლება არ მისცა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რიჟვაძე და მამა
„შესაძლებელია, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში გასროლის დროს რიჟვაძის მამაც ყოფილიყო“ - ადვოკატი

თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მომენტში, საგარეჯოში, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში, შესაძლოა აჭარის ყოფილი მეთაურის მამა, დავით რიჟვაძეც ყოფილიყო - ამის შესახებ იზოლატორში შესვლის წინ საზღვ...

კრიმინალი 1751974909

7-ქალა
7-ქალას ევროპული თავგადასავალი - ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად

წელს, ისტორიაში პირველად, საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა.   ხორვატიასა და გერმანიაში, ორ ეტაპად გამართულ ტურნირზე, ჩვენმა გუნდმა ერთი, სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა იტა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1751974746

საქბანკიიიიიი
საქართველოს ბანკსა და პარტნიორ ბანკებს შორის მომენტალური გადარიცხვების მეთოდის  დასანერგად თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბანკი ციფრული სერვისების განვითარებას და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსურ ინსტიტუტსა და სამ  ბანკს -  კრედო ბანკს, ბაზისბანკსა და პროკრედიტ ბანკს  შ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1751973057

გია ხუხაშვილი
“რიჟვაძის წერილი ადასტურებს, რომ ხელისუფლება მასთან აწარმოებდა კრიმინალურ გარჩევას, რასაც ტრაგიკული შედეგი მოჰყვა” – გია ხუხაშვილი

რიჟ­ვა­ძის წე­რი­ლი ადას­ტუ­რებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მას­თან აწარ­მო­ებ­და კრი­მი­ნა­ლურ გარ­ჩე­ვას, ანუ კა­ნონს მიღ­მა გარ­ჩე­ვას, რა­საც ასე­თი ტრა­გი­კუ­ლი შე­დე­გი მოჰ­ყვა, – ამის შე­სა­ხებ პო­ლი...

პოლიტიკა 1751972944

ვენეციის კომისია
ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის დავაში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს

ვენეციის კომისიამ გადაწყვიტა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მესამე მხარის სახით ჩარევის ნებართვა მოეთხოვა საქმეზე „საია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. საქმე ეხება რუსულ კანონად წოდებულ „...

პოლიტიკა 1751970853

ალბი კორძაია
„ამ ვიდეოს გადაღების გამო ალბი კორძაიას 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს“

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ ვიდეოს გადაღების გამო Albi Kordzaia 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს!! ვიზრუნებ რომ ამ 5 დღის მანძილზე ეს ვიდეო ათასჯერ მეტმა ადამიანმა ნახოს!!ალბი   

სოცმედია 1751970241