თამაზ ელიზბარაშვილს ჩხრეკენ - შსს გამოძიებას მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით აწარმოებს

თამაზ ელიზბარაშვილი

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს პირად ჩხრეკას უტარებენ. ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვება თუ არა აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებს მისი დაკავება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს:

151-ე მუხლი - მუქარა;

236-ე მუხლი - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.

ძაღლების თავშესაფრის „ფეისბუკ“ გვერდზე გავრცელებულ პირდაპირ ეთერში ისმის, როგორ უხსნის გამომძიებელი ელიზბარაშვილს, რომ მიმდინარეობს მისი პირადი ჩხრეკა, რაც 30 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

თავად თამაზ ელიზბარაშვილი განმარტავს, რომ მას ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებმა უჩივლეს, რომლებთანაც სიტყვიერი დაპირისპირება 30 აგვისტოს, ლისზე მდებარე რესტორან „სხვაში“ მოუვიდა. ბიზნესმენის მტკიცებით, მას თავს პოლიტიკური შეხედულებების გამო დაესხნენ:

„30-ში რესტორან 'სხვაში' ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, ტუალეტში ხელის დასაბანად ჩავედით, 8 კაცი მოვიდა, გადაკეტა კორიდორი და მეუბნებიან, ფეხს არ მოვიცვლით აქედან, სანამ ბოდიშს არ მოგვიხდიო. რატომ უნდა მოგიხადოთ ბოდიში, ვინ ხართ, არ გიცნობთ-მეთქი. ჩვენ TV 'იმედის' თანამშრომლები ვართო, შენი პოზიცია არ მოგვწონს, უკრაინას მხარს რომ უჭერ და რუსებს რომ აგინებო, არ 'გვევასებიო' და ბოდიში უნდა მოგვიხადოო. ვუთხარი, ცოლს დავტოვებ სახლში, ნახევარ საათში ჩამოვალ და დაგელაპარაკებით-მეთქი. მეუღლე დავტოვე, არც დამჭირდა ნახევარი საათი, 20 წუთში ჩამოვედი და ესენი გაიქცნენ, არცერთი არ დამხვდა და ახლა ესენი მიჩივიან მე?!“ — აცხადებს ელიზბარაშვილი გავრცელებულ ვიდეოში.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, 31 აგვისტოს, თამაზ ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა:

„ტვ 'იმედის' თანამშრომლებო, წუხელ ლისზე, რესტორან 'სხვაში' ჩემთან ძალიან შეგეშალათ. დღის ბოლომდე გაძლევთ დროს ბოდიშის მოსახდელად“.

საქმეზე საგამოძიებო პროცედურები გრძელდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
11 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...

ეს საინტერესოა 1789072649

გვარამია და იაგო
„გირჩი“ არის „ქოცების“ პარტია, ხვიჩია - მათი აგენტი“ - ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...

პოლიტიკა 1789071801

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამიამ ენმ-ს ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...

პოლიტიკა 1789070226

ამაღლობელი
„უსინდისობის დემონსტრირება იყო“ - მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ციხიდან პასუხობს

სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...

საზოგადოება 1789067079

თორნიკე რაზმაძე სიმონიანი
შსს ბლოგერს რუსი პროპაგანდისტის, სიმონიანის გინებას ედავება - მოგვიანებით საქმეში კობახიძის შეურაცხყოფაც გამოჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...

პოლიტიკა 1789060240

დავით ნარიმანიძე
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, გამთენიისას მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა

არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...

საზოგადოება 1789052172