სამართალი • 1643398019
ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, ვახო სანაიას საავტორო გადაცემაში გიორგი სანაიას მკვლელობის ოქროს მოწმე, კოტე ციხისთავი , რუსთავი 2-ის ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის დაგეგმვის დღემდე უცნობ დეტალებზე საჯაროდ ალაპარაკდა.
მისი თქმით, საუბარი დუისში შედგა.
"რაც შეეხება თქვენი ძმის მკვლელობას, ერთადერთი, ვინც ამ საქმეში ხელს შეგვიშლის, ეს სანაია იქნება. ეს უკვე შენი პრობლემაა. ამას უკვე თამაზაშვილი ეუბნება [ჭიჭიაშვილს], ხან ბაკურაძე საუბრობს, ხან თამაზაშვილი...
[თამაზაშვილმა] უბრალოდ უთხრა [ჭიჭიაშვილს], შენი გასაკეთებელია. ამაში ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ჭიჭიაშვილი სერიოზული დამგეგმავი იყო...
მანამდე ამბობდნენ, ეგ ყველა ვარიანტში ხელს შეგვიშლის, ეგ უნდა მოშორდეს, ძაან გრძელი ენა აქვს, გადამგდებია, უნდა იცოდნენ, გრძელი ენა სასარგებლო არააო. ზუსტ სიტყვებს ვერ გავიხსენებ, ბაკურაძეც იგივეს ამბობდა, ჭიჭიაშვილს მისცეს დავალება ბაკურაძემ და თამაზაშვილმა და ის დაეთანხმა, უთხრა, გავაკეთებო... მათ არ იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი მე მოვისმინე", - ამბობს ციხისთავი.
როგორც ციხისთავი განმარტავს, თამაზაშვილისთვის საჭირო იყო მოტივი, რატომ უნდა მომხდარიყო გიორგი სანაიას მკვლელობა. ეს მოტივი კი, ამ შემთხვევაში, კასეტა და ვიდეოჩანაწერები გამოდგა...
"მანამდე რაღაც კასეტასთან დაკავშირებით იყო საუბარი, ეს ჭიჭიაშვილმაც არ იცოდა... როდის იყო, დანაშაულს ჩადიოდი და კასეტა გადაუღო იმას, ასეთი არაფერი გამიგია. მაგრამ რაღაც შემთხვევაში, რაღაც დანაშაულის კასეტა მოიტანა იმან, ეს დანაშაული იყო მომხდარი, მოკლედ რომ გითხრათ, მთელი ეს ყველაფერი კონფლიქტის პროვოცირებასა და გაღვივებას ემსახურება. როგორც იქიდან გადმოდევნილ ჩეჩენ ბოევიკებს შორის, ისე ქისტებსა და ქართველებს შორის... ეს კასეტა დაიწუნეს მერე და სხვა კასეტა გადაიღო ჭიჭიაშვილმა. მთავარია ყოფილიყო მოტივი, მულტფილმიც რომ ყოფილიყო ჩაწერილი, მაინც...", - ამბობს ციხისთავი.
ცნობისთვის, პატიმარი კოტე ციხისთავი გიორგი სანაიას მკვლელობაში ღარიბაშვილის სიმამრ თამაზ თამაზაშვილს ჯერ კიდევ 2018 წელს ადანაშაულებდა. მაშინ ის პატიმარი იყო, "რუსთავი 2"-ში ციხიდან დარეკა და ტელევიზიას ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან თქვა ისიც, რომ სანაია შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა. ამის შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, გამოიკითხა ვახო სანაიაც, თუმცა საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.
ცნობისთვის, 2001 წლის 26 ივლისს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი გიორგი სანაია საკუთარ სახლში, გაურკვეველ ვითარებაში, გარდაცვლილი იპოვეს. მისმა მკვლელობამ ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამოიწვია. ამ ფაქტს საზოგადოება პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებდა.
დღეს ქვეყანა ვერ გახდება, დღეს არ ვართ მზად, რომ გავხდეთ [ევროკავშირის] წევრი ქვეყანა, ხომ ასეა, ხომ მეთანხმებით? არ არის კონსენსუსი იმაზე, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა...
პოლიტიკა • 1713614632
მესამე პრეზიდენტი "ქართული ოცნების" 12 წლიანი მმართველობის სხვადასხვა ნაბიჯებე წერს, რომელსაც "ღალატის ქრონიკად" აფასებს: "ღალატის ქრონიკა 2012 წლიდან:2012 წელს საარჩევნო კამპანიისთვის რუსეთმა ივან...
პოლიტიკა • 1713612348
პრემიერმინისტრის მიერ წახალისებული ძალადობა და ფიზიკური ანგარიშსწორება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან - ირაკლი კობახიძის თვალწინ, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" პარტაქტივმა სტუდენტ ნიკო მანაგაძეს ს...
პოლიტიკა • 1713612275
ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,ტესლაში” ზიხარ, შენს “აიფონზე” “ვოტსაფში” მოგწერენ, რომ “ფეისბუქში” უნდა დაპოსტო შენი “მაქბუქით” – “ამერიკის ელჩი აგენტიაო” და შენც შეასრულებ დავალებას,...
სოცმედია • 1713611104
,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს: ,,ჰამელნელი მესტვირის ისტორია გახსოვთ? სტვირით რომ მოაჯადოვა ბავშვები, დაამწკრივა და გაუძღვა ქალაქიდან, წყალში შეიყვანა და ყველა დაახრჩო? და...
სოცმედია • 1713610926
ატარა გადაცდომა და ყველა მკაცრად დაისჯება - ირაკლი ღარიბაშვილი აქციის მონაწილეებს ემუქრება. "ოცნების" თავმჯდომარე რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულებს ურჩევს "რაიმეს მოწყობის" ილუზია არ ჰქონდეთ...
პოლიტიკა • 1713610798
ეს საინტერესოა • 1713555338
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1713468243
19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1713382289
18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1713296400
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი