თავდასხმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე - მოსამართლემ მოძალადე გაათავისუფლა
სამართალი • 1679396487 803

"ტვ პირველის" ჟურნალისტზე თავდამსხმელი მამუკა ანდღულაძე სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღიო. მოძალადე 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს.
შეგახსენებთ, რომ როდესაც "ტვ პირველის" ჟურნალისტი ნატო გოგელია მასთან კითხვების დასასმელად სახლში მივიდა, მამაკაცი მას ფიზიკურად გაუსწორდა და ის მობილური ტელეფონი დაუმტვრია, რომლითაც გადაღებას აწარმოებდა.
მამუკა ანდღულაძე "ალტ ინფოს" რადიკალური მოძრაობის წევრია. სწორედ მან ჩამოგლიჯა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა და შემდეგ თანამოაზრეებს დასაწვავად გადასცა.
ანდღულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა), 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით) და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დემეტრე რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაში არის, ასე მგონია ჩვენმა გულგრილობამ მიიყვანა დემეტრე აქამდე, 9 თვე ვაგროვებდით ფულს და ვერ შეგროვდა და ამის გამო ის ახლა რეანიმაციაშია. ვცდილობთ გადავრჩინოთ, ყ...
საზოგადოება • 1685467022

„ცუდი ანალიზია და ამაზე უარესად შეურაცხმყოფელია უკრაინის დადანაშაულება თავისი სუვერენიტეტის ნების გამო შეუერთდეს დასავლეთს. ვის წარმოადგენთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო? “ - საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩ...
პოლიტიკა • 1685465201

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ტვიტს აქვეყნებს და წერს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ....
პოლიტიკა • 1685462135

მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, წავკისში, დიდგორისა და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები ხორციელდება. აღნ...
საზოგადოება • 1685462057

ვაგნერის ხელმძღვანელი რუსულ პროპაგანდას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებით რუსული ჯარი წინ ვერ წავა. ევგენი პრიგოჟინი ასევე უკრაინულ არმიას აქებს და ამბობს, რომ ისინი ფრონ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1685460921

„გოვორიტ მოსკვა! გაიძახის საბჭოური ნოსტალგიის ექსტაზში გორბაჩოვის "ზა პერესტროიკუ"-ს პარტიის აქტივისტი ლяკა ხოშტარიას თანამოაზრე ევროს პარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე! ურაა ტოვარიშჩი! ბანს აძლევენ ფარი...
სოცმედია • 1685460818