სამართალი • 1732086257
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული, 1997 წელს დაბადებული პირი, დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
"რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 22 მაისს, ქ. რუსთავში, ბრალდებულმა მეუღლის და სიდედრის მიმართულებით, რომლებიც ჩვილ ბავშვთან ერთად ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, სანადირო თოფიდან არაერთხელ გაისროლა. აღნიშნულის შედეგად, მათ გულ-მკერდის არეში მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს. ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ 2023 წლის აპრილიდან 2024 წლის 22 მაისამდე პერიოდში, ბრალდებული დაზარალებულ მეუღლეს, გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ამცირებდა, აკონტროლებდა, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა მასზე.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2024 წლის 22 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის ,,ბ’’, ,,თ’’, ,,კ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრი ორი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა) წარედგინა.
სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," - წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მკვლელობა დუმბაძის ქუჩაზე 2024 წლის 22 მაისს შუადღის საათებში მოხდა. კაცმა ცოლს და სიდედრს მაშინ ესროლა, როდესაც ისინი ჩვილ ბავშვთან ერთად, ეტლით გადაადგილდებოდნენ. ბავშვს დაზიანება არ მიუღია.
სანდრო ბუკია თავისუფალია, თუმცა ოჯახის თქმით, მას მრავლობითი დაზიანებები აქვს, თავის, სახისა და სხეულის არეში. დაკავებულის დედა ამბობს, რომ სანდროს ეპილეფსია აქვს და ამის შესახებ ნიღბიანებს უთხრა, თ...
პოლიტიკა • 1733559568
"მთავარი არხი" განცხადებას ავრცელებს და ივანიშვილის რეჟიმს, არხის ჟურნალისტისა და წამყვანის ბექა ყორშიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამასთან "მთავარი არხი" სოლიდარობას უცხადებს აქციის დარბევისას დაზა...
პოლიტიკა • 1733559368
"ქართულ ოცნებას" ნიღბები ჩამოეხსნა. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სამმა ქვეყანამ დავუწესეთ სანქციები იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგ...
პოლიტიკა • 1733559172
მსოფლიო ქალი ლიდერები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ღია წერილით ეხმაურებიან და ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. ქალი ლიდერები აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო საზოგ...
პოლიტიკა • 1733557838
ირაკლი ტაბლიაშვილი: დაუსრულებელ 9 აპრილამდე მიჰყავს ქვეყანა!დაუსრულებელ და სამარადოსო ამოთხრას მიიღებს!
სოცმედია • 1733555854
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტით გაემგზავრა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
პოლიტიკა • 1733555653
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი