უნებართვოდ შეაღწია კომპანიის ანგარიშზე და 345,303.07 ამერიკული დოლარი მის მიერ შექმნილ გუგლის ანგარიშებზე გადარიცხა - ყოფილ სარეკლამო მენეჯერს პროკურატურამ ბრალი წაუყენა
სამართალი • 1679157000 692

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთი სარეკლამო კომპანიის ყოფილმა სარეკლამო მენეჯერმა კომპანიის ანგარიშიდან 345,303.07 დოლარი მის მიერ შექმნილ ანგარიშებზე გადარიცხა.
სამართალდამცველებმა ის 2023 წლის 17 მარტს დააკავეს.
"საქართველოს პროკურატურამ, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სარეკლამო კომპანია შპს ,,პრო მედიას“ ყოფილმა სარეკლამო მენეჯერმა უნებართვოდ შეაღწია კომპანიის ანგარიშზე და „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათიდან 345,303.07 ამერიკული დოლარი მის მიერ შექმნილ გუგლის ანგარიშებზე გადარიცხა. აღნიშნული ქმედებით კომპანია შპს ,,პრო მედიას“ დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი მიადგა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2023 წლის 17 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თავისთვის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - წერია განცხადებაში
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. დანაშაული 6 -დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დემეტრე რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაში არის, ასე მგონია ჩვენმა გულგრილობამ მიიყვანა დემეტრე აქამდე, 9 თვე ვაგროვებდით ფულს და ვერ შეგროვდა და ამის გამო ის ახლა რეანიმაციაშია. ვცდილობთ გადავრჩინოთ, ყ...
საზოგადოება • 1685467022

„ცუდი ანალიზია და ამაზე უარესად შეურაცხმყოფელია უკრაინის დადანაშაულება თავისი სუვერენიტეტის ნების გამო შეუერთდეს დასავლეთს. ვის წარმოადგენთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო? “ - საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩ...
პოლიტიკა • 1685465201

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ტვიტს აქვეყნებს და წერს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ....
პოლიტიკა • 1685462135

მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, წავკისში, დიდგორისა და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები ხორციელდება. აღნ...
საზოგადოება • 1685462057

ვაგნერის ხელმძღვანელი რუსულ პროპაგანდას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებით რუსული ჯარი წინ ვერ წავა. ევგენი პრიგოჟინი ასევე უკრაინულ არმიას აქებს და ამბობს, რომ ისინი ფრონ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1685460921

„გოვორიტ მოსკვა! გაიძახის საბჭოური ნოსტალგიის ექსტაზში გორბაჩოვის "ზა პერესტროიკუ"-ს პარტიის აქტივისტი ლяკა ხოშტარიას თანამოაზრე ევროს პარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე! ურაა ტოვარიშჩი! ბანს აძლევენ ფარი...
სოცმედია • 1685460818