(ვიდეო) პენიტენციური სამსახური, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საკანში გადაყვანის კადრებს ასაჯაროებს

დავითაძე ციხე

სპეციალური პენიტენციური სამსახური, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს. უწყების განცხადებით, დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება - დათვალიერებას, რაზეც მსჯავრდებულმა დავითაძემ კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა. კადრებშიც ჩანს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით. 


"სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ასაჯაროებს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს, რა დროსაც, მსჯავრდებულის განცხადებით, მოხდა მასზე სექსუალური ძალადობა, რაც არის სრული სიცრუე.

აქვე განვმარტავთ პროცედურას, როგორ ხდება მსჯავრდებულის განთავსება დეესკალაციის ოთახში. პენიტენციური დაწესებულების დებულებისა და პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება - დათვალიერებას, რაზეც მსჯავრდებულმა დავითაძემ კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა. კადრებშიც ჩანს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით. კადრების გასაჯაროებისგან აქამდე თავს ვიკავებდით ერთადერთი მიზეზით – საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და არ გვინდოდა, ჩვენი ქმედება ვინმეს მიერ გამოძიებაზე ზეწოლის მცდელობად ყოფილიყო აღქმული. თუმცა, საკითხის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, საქმის განსაკუთრებული სენსიტიურობის და მსჯავრდებულის ოჯახის მხრიდან უწყების დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობის გათვალისწინებით, პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.

გარდა ამისა, როგორც მიმდინარე წლის 23 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებით, 2026 წლის 3 მარტიდან დღემდე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ნებისმიერი გადაადგილების ამსახველი უწყვეტი ვიდეომასალა დაარქივებულია და სპეციალური პენიტენციური სამსახური მზად არის, აღნიშნული მასალებიც, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და მოთხოვნების შესაბამისად, გადასცეს ყველა დაინტერესებულ მხარეს." - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნატა ვიბლიანი
ნატა ვიბლიანის საქმე: ბაჩუკი ჩხვიმიანის აღიარება და გახმაურებული სვანური დავის ახალი დეტალები - "სანდო წყაროს“ ექსკლუზივი

ჟურნალისტმა სალომე ბოკუჩავამ YouTube-არხ „სანდო წყაროსთვის“ მოამზადა რეპორტაჟი, რომელიც ნატა ვიბლიანისა და სვანეთში წლების წინ მომხდარი მოვლენების გარშემო განვითარებულ გახმაურებულ საქმეს ეხება. ნატა ვ...

სამართალი • 1791396248

საქბანკი
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა

საქართველოს ბანკმა, საცალო მომხმარებლებისთვის შექმნილი ახალი Subscription ნაკრების, SUPER-ის ფარგლებში, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი გამოუშვა. ბარათი საერთაშორისო საგადახდო სისტემა Visa-სთან პარტნიორო...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388713

საქბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, WIMA Europe-ისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პარტნიორობით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორში დასაქმებული ქალ...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388587

თბილისი ენერჯი
„თბილისი ენერჯი" მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, შპს „ყამარი მ"-ის 4 572 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას იწყებს

სემეკის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯი" მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, შპს „ყამარი მ"-ის 4 572 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას იწყებს, რომლებიც ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩნენ.„თბილისი ენერჯ...

საზოგადოება • 1791379800

პოლიცია
არასრულწლოვანმა ბასრი საგნის გამოყენებით ერთ პირს დაზიანებები მიაყენა - ბრალდებული პოლიციამ დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს.გამოძ...

კრიმინალი • 1791369982

მერია Yellow box
თბილისის გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვა იგეგმება

თბილისის მერის დავალებით, დედაქალაქის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, იწყებს მუშაობას ქალაქში  არსებულ  გზაჯვარედინებზე საგზაო კვადრატების ქსელის...

საზოგადოება • 1791368400