სამართალი • 1699129500 485
ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული თაღლითური სქემების ლიდერი, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი კრისტიან კრსტიჩი ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ნომერ 12-ში მდებარე კორპუსში ცხოვრობდა. სწორედ აქ დაადეს სამართალდამცველებმა ხელბორკილები 48 წლის სერბ მამაკაცს, რომელიც 70 მილიონი დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლების ფაქტზეა ბრალდებული.
ასობით ადამიანის მოტყუებასა და ფულის გათეთრებაში ბრალდებული ტრანსნაციონალური დანაშაულის მთავარი ფიგურანტი საქართველოდან ამერიკაში უკვე ექსტრადირებულია. კრისტიან კრსტიჩი ახლა ვერდიქტის მოლოდინშია, თუმცა დანაშაულს არ აღიარებს. სერბი მამაკაცის ქართველი უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა და ბათუმში ორი თვე ცხოვრობდა.
20-ზე მეტი თაღლითური პლატფორმა და ასობით მოტყუებული ადამიანი - ბრალდებულზე საერთაშორისო მედიაც წლებია საუბრობს. სერბეთისა და ავსტრალიის მოქალაქეს ტეხასის ჩრდილოეთ ოლქის ფედერალურმა დიდმა ჟიურიმ ბრალი ინვესტორების მოტყუებისა და ფულის გათეთრებისთვის ჯერ კიდევ 2020 წელს წაუყენა; მას კრიპტოვალუტის თაღლითურ სქემაში მონაწილეობას ედავებიან ნიუ-იორკშიც. ირკვევა, რომ ბრალდებული წლების განმავლობაში, თაღლითურ ონლაინ საინვესტიციო პლატფორმებს ქმნიდა, მათი დახმარებით კი უცხოელ ინვესტორებს ფასიანი ქაღალდების შეძენაში არწმუნებდა და ამ გზით მილიონებს გამოიმუშავებდა. მხოლოდ ბოლო 6 წლის განმავლობაში კრსტიჩმა მოტყუებით 70 მილიონ დოლარზე მეტი მოიპოვა. 2020 წელს კრსტიჩი მეუღლესთან ერთად დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ძებნილის ექსტრადიციის ფაქტს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტიც გამოეხმაურა და საქართველოს პროკურატურას, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს კრისტიან კრსტიჩის ექსტრადირებისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
წითელი ცირკულარით ძებნილის ექსტრადიცია დასაშვებად ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლომ ცნო. ბრალდებულმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა. კრისტიან კრსტიჩის საქართველოდან შტატებში ექსტრადირება 5 დღის წინ მოხდა. ის ახლა განაჩენის მოლოდინშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 48 წლის მამაკაცს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
2022 წლის თიბისის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვების შემდეგ, კომპანია „პოსტრედი“ ბაზარზე ახალი ბრენდინგითა და განახლებული ძალებით შევიდა. რებრენდიგით კომპანიამ უფრო მკაფიოდ გაუსვა ხაზი საკუთარ იდე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701353984
თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის Start-up მარათონს გამართავს. პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობის უნარების განვითარებას, მონაწილეებისთვის ბიზნესისა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701353691
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის ომზე და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა. აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აგვისტოს ომს...
მსოფლიო • 1701351019
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7086 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7129 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701350921
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ: “სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის,...
პოლიტიკა • 1701350729
„ვაშაძე როგორც იყო ნაცურ ხმებზე დამჯდარი და სინამდვილეში, მიშას და „ნაცებს“ ართმევდა ხმებს, ზუსტად ასევე არის „ლელო“, რომელიც აგრეთვე პარაზიტირებს ნაცების ხმებზე,“ – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგ...
პოლიტიკა • 1701348507
ეს საინტერესოა • 1701286500
30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი