"ვიცი, ვის შეხვდით სახელმწიფო დაწესებულებაში საშვის გარეშე" - მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მოზარდის დედის სკანდალური განცხადება

გიგა ავალიანი

მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მოზარდის დედა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში სკანდალურ განცხადებას აკეთებს - სოფო ძნელაძე ამბობს, რომ 12 იანვარს საშვების გარეშე სახელმწიფო დაწესებულებაში კონსპირაციულ შეხვედრას ჰქონდა ადგილი, რის შემდეგაც გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე მკვლელობების დეპარტამენტს გადაეცა.

სოფო ძნელაძე კონკრეტულ გვარ-სახელებს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ამის დრო როცა მოვა,  დეტალებზე პირველად "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრებს.

 

დაკავებული არასრულწლოვანის მშობელის განცხადებით, სწორედ მკვლელობების დეპარტამენტმა დაუმძიმა მის შვილს ბრალი - დ.ჩ-ს ახლა მასწავლებლის მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან.

 

13 იანვარს გენერალურმა პროკურორმა, უსამართლო ადამიანმა, სასწრაფო წესით ეს საქმე გადასცა მკვლელობების დეპარტამენტს.  14 იანვარს უკვე დემეტრეს შეუცვალეს ბრალი და წაუყენეს ჯგუფურად დანაშაულის მომზადება. დაზარალებულის ოჯახი 2 არასრულწლოვანის მიმართ რომელიც დაკავებულია, მათთვის ითხოვდა ჯგუფურ კვალიფიკაციას. რაკი გამოძიებამ მათ ჯგუფური კვალიფიკაცია ვერ მიანიჭა და მათი საქმე უკვე სასამართლოშია, დემეტრეს წაუყენეს ეს ბრალი. ეს გაკეთდა ამიტომ. 12 იანვარს ვინ ვის რომელ სახელმწიფო დაწესებულებაში შეხვდა საშვის გარეშე, რა დაპირებები მიიღო და რის გამო გადაეცა საქმე მკვლელობების დეპარტამენტს და 14 იანვარს ჩემს შვილს მუხლი შეუცვალეს, ამის თქმას ახლა არ ვაპირებ. გენერალურ პროკურორს ვეუბნები, თქვენ გადაყვებით ამ საქმეს.

 

გენერალურ პროკურატურას მივმართავ, თუ პირველივე ბრალი სამართლიანი იყო ჩემს შვილთან მიმართებაში, რატომ არ მაკავებთ მე? საქმეში ხომ დევს, რომ მე 17-ში და 18-ში ეს ამბავი ვიცოდი? იმიტომ შეუცვალეთ ჩემს შვილს ბრალდება, რომ პრიველად რაც წაუყენეთ ის უსუსტესი იყო? იქ არაფერი არ გამოგივიდოდათ", - ამბობს სოფო ძნელაძე. 
ძნელაძე ასევე "ტვ პირველის" პირდაპირი ეთერიდან მოუწოდებს პატიმრობაში მყოფ შვილს შეწყვიტოს შიმშილობა.

ცოტა ხნის წინ. "პირველებმა" მოიპოვა დ.ჩ.-ს მიერ პროკურორისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი წერს, რომ შიმშილობას იწყებს. 
ჩემს შვილს მინდა ვუთხრა, დემეტრე შეწყვიტე შიმშილობა. რადგან პროკურატურამ გადაწყვიტა ჩემი შვილისგან მსვერპლშეწირვა საკუთარი სკამის გამო აწარმოოს, საკუთარ თანამდებობას რომ გაუფრთხილდეს, ამიტომ დაწერა ბრალი, რომელიც არის ყველაზე უსამართლო, რადგან მან გადაწყვიტა, რომ უდანაშაულო ადამიანები უნდა შეიწიროს. დემეტრეს ვეუბნები, შეწყვიტე შიმშილობა, მე ვიშიმშილებ, ოღონდ შენ ეს არ გააკეთო. ამათ მსხვერპლი სჭირდებათ.

დემეტრე უსამართლოდ ზის ციხის კედელებში, ის არის უდანაშაულო, მას არავიტარი დანაშაული არ მოუმზადებია. მივმართავ საზოგადეოაბს, რომლებმაც გადაწყვიტეს ფბ-ზე სოციალურ ქსელებში გამოგვიტანონ განაჩენი, სამართალი ასე არ არის. უდანაშაულო ადამიანი ციხეში არ გინახავთ ხალხო? - ამბობს სოფო ძნელაძე. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნანა ყეინიშვილი
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის (სებ) საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე აღძრულია სისხლის სამ...

სამართალი • 1791533406

მარნეული ბებია დაკავება
ბებია, რომელმაც არასრულწლოვანი შვილიშვილი იძულებით დააქორწინა, პოლიციამ დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.გამოძიებ...

კრიმინალი • 1791531978

ევროპარლამენტი
ევროპარლამენტმა საქართველოში ოპოზიციის აკრძალვის მცდელობაზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, 8 ოქტომბერს, მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია — „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ”. ხუთი პო...

პოლიტიკა • 1791484975

შოთა მუსაევი იცხაკ ჰერცოგი
"შოთა არის რუსთაველის სახელი, ერთ-ერთი უდიდესი პოეტის, რომელიც კაცობრიობას ჰყოლია... მე მის პოეზიაზე გავიზარდე" - ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი შოთა მუსაევის დაჯილდოებისას

ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა ქართული წარმოშობის ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. დაჯილდოებისას ჰერცოგმა შოთა მუსაევის სახელზე გაამახვილა ყურადღება. „მათთვის,...

მსოფლიო • 1791479273

მარკო რუბიო აკროპოლისი
გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია გაიღვიძოს ხანგრძლივი ძილისგან და ხელახლა დაანთოს ის ცეცხლი, რომელიც აქვე, ათასწლეულების წინ აინთო - მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ

საბერძნეთში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 7 ოქტომბერს აკროპოლისის ფონზე ევროპისადმი მიმართვა გაავრცელა:მთელ მსოფლიოში უამრავი დიადი ნანგრევია. უმეტესწილად, ეს ისეთი ადგილებია,...

მსოფლიო • 1791474039

სპეცფორმა პანდემია
„როსპოტრებნადზორი“ ირკუტსკში შავი ჭირით ინფიცირების მეორე შემთხვევას უარყოფს

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური („როსპოტრებნადზორი“) აცხადებს, რომ ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომლის საეჭვო ვ...

მსოფლიო • 1791470502