ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულმა დავით კუტალაძემ და თორნიკე დავლაშერიძემ საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა
სამართალი • 1731755800
ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულმა დავით კუტალაძემ და თორნიკე დავლაშერიძემ საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვეს.
არსებული ინფორმაციით, ისინი „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე გათავისუფლდნენ.
როგორც თორნიკე დავლაშერიძის ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ქნის მე-15 პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა.
„მას ამნისტიის საფუძველზე 1/6 მოაკლდა. საპატიმრო უკვე დატოვა“,- განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
არსებული ინფორმაციით, საპატიმრო 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებულმა კიდევ რამდენიმე პირმა დატოვა, თუმცა ვინ, ამ ეტაპზე უცნობია.
ცნობისთვის, 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულებს აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს და გია გიგუაშვილს 4-4-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.
რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით სულ 27 პირი იყო დაკავებული მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე მუხლით (დევნა), 225-ეს მე-2 ნაწილი (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მუხლებით წაუყენეს. ნაწილს ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილს ჯგუფურად. რამდენიმე პირს ასევე ბრალი წაუყენეს 117 მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილითაც, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ჯგუფურად გენდერის ნიშნით, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილს გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე 27 პირი დააკავეს, საქმეს კი 56 დაზარალებული ჰყავს, მათ შორის, 47 ჟურნალისტია.
საქართველო სწრაფად მიექანება ერთპარტიულ მმართველობისკენ - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Economist წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 6 ნოემბერს პროკურატურამ რვა ოპოზიციონერი ლიდერი, მათ შორის ყოფ...
პოლიტიკა • 1762755863
"ეხა რას ებრძვიან ეს მავნებლები, ამათ ესე არ დავტოვებთ. შეტევა რომ მიდის 6.5 მილიარდიან პროექტზე. 300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არ...
პოლიტიკა • 1762753789
"ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ან ღვთივსათნო, სწორი ცხო...
საზოგადოება • 1762749519
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას მისი "სისხლის სამართლის პოლიტიკის ჟურნალის" (KriPoz) საერთაშორისო რედაქტორების...
სოცმედია • 1762749345
„ძირითადი, ახლა რაც ხდება საქართველოში, წინააღმდეგობის მოძრაობაა, რაც ნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ან უკვე სულ ჩამოყალიბებულია, ან ჩვენ თვალწინ ყალიბდება. მართლა რასაც ჰქვია ის, რომ მოქალაქეები...
პოლიტიკა • 1762748914
"SOS ქოცების ქუჩური გარჩევის ამბებს გიყვებით ამ პოსტში. გუშინ ილიაობა იყო ყვარელში, იმ წმინდანი კაცის დღე, რომელმაც საკუთარი მიწები გლეხებს უსასყიდლოდ გადასცა და ამ ქვეყნის განვითარებას სიცოცხლეც კი შ...
სოცმედია • 1762748745











