1-ელი დეკემბრიდან მუნიციპალიტეტი მოქალაქეებს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაჩქარებული მომსახურების მიღებას შესთავაზებს

kalaZe

მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან შესაძლებელი იქნება თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაჩქარებული მომსახურების მიღება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაჩქარებული სერვისის ღირებულება რიგ შემთხვევებში ფიქსირებული იქნება, რიგ შემთხვევებში კი საპროექტო ტერიტორიის ფართობის სიდიდიდან გამომდინარე დადგინდება.

„დაჩქარებული მომსახურება შეეხება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ ზოგიერთ საკითხს და მისი ღირებულება რიგ შემთხვევებში დადგინდება საპროექტო ტერიტორიის ფართობის სიდიდიდან გამომდინარე, ხოლო ზოგ შემთხვევაში იქნება ფიქსირებული, საპროექტო მიწის ნაკვეთის ფართობის მიუხედავად. დაინტერესებულ მოქალაქეებს, რასაკვირველია, შეეძლებათ უფასო მომსახურების მიღებაც სტანდარტულ ვადებში, თუმცა იმ ადამიანებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ კონკრეტულ ვადებში მიიღონ შესაბამისი მომსახურება, ამის შეთავაზებასაც ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, ეს მომსახურება იქნება ფასიანი.  ვფიქრობ, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან მოქალაქეს უნდა ჰქონდეს არჩევანი და თავად  გადაწყვიტოს, ფასიანი მომსახურება სჭირდება თუ უფასო. არის შემთხვევები, როცა არ ეჩქარებათ და ელოდებიან დადგენილ ვადებს, თუმცა არის შემთხვევები, როცა დრო არ ითმენს და ამ ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება, დაჩქარებული სერვისი მიიღოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ეპისტოლე
ქრისტე აღდგა! - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: "საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წ...

რელიგია 1745094180

აღდგომა
ქრისტე აღდგა! "ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

"ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღსდგა!

საზოგადოება 1745092500

ქაშ
გმირთა მოედნიდან მსვლელობის მონაწილეები ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად აღდგომის დღესასწაულს შეხვდებიან

გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც მათ აქციის მონაწილეების ნაწილი დროშებით, ტაშითა და ანთებული ფანრებით დახვდნენ. ასევე, მათ ქაშვეთის ტაძართან საქართველოს...

პოლიტიკა 1745092200

წმინდა ცეცხლი
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა (ვიდეო)

19 აპრილს, 15 საათსა და 36 წუთზე, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარ...

რელიგია 1745063098

ცესკო
ვერიფიკაციის აპარატების შეძენა-შემოწმებაში ცესკო $2.8 მილიონს ხარჯავს

საარჩევნო ელექტრონული აპარატურის შემოწმებაში, ასევე დამატებით ტექნიკისა და სხვა საჭირო საქონლის შესაძენად ცესკო  2 853 928 აშშ დოლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ამის შესახებ "ბათუმელები" წერს. „საარჩე...

პოლიტიკა 1745062061

გელა ხასაია
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი მისი გათავისუფლებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი...

პოლიტიკა 1745061853