1-ელი ოქტომბრიდან ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაკის რაიონებში არსებულ ქუჩებში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

კალაძე

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი ოქტომბრიდან ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაკის რაიონების გარკვეულ ქუჩებზე ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის  მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ადგილობრივ მოსახლეობას კუთვნილი ავტომობილების საცხოვრებელ სახლთან უფასოდ გასაჩერებლად, მისამართის მიხედვით რეგისტრაციისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ფასიანი პარკირება ამოქმედდება: ჩუღურეთის რაიონში - ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, ზაარბრიუკენის მოედანზე, ნინოშვილისა და უზნაძის ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; მთაწმინდის რაიონში - ლაპიაშვილის ქუჩაზე, ჭოველიძისა და ჯანაშიას ქუჩებზე და მიმდებარე ტერიტორია; ვაკის რაიონში - კუს ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე.

„რამდენიმე წელია ამოქმედდა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც ეტაპობრივად ყველა რაიონში ინერგება. როგორც იცით, ეს სისტემა პრიორიტეტს ანიჭებს წინასწარ რეგისტრირებულ ადგილობრივ მცხოვრებლებს, შშმ პირებს, ელექტრომობილების მფლობელებსა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს - ამ კატეგორიებისთვის პარკირება უფასოა. სხვა შემთხვევაში კი, სტანდარტული ტარიფი შეადგენს ერთ ლარს ერთი საათის განმავლობაში. გარდა ამისა, მოქალაქეს შეუძლია, დღე-ღამის განმავლობაში, ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე, პირველი 15 წუთი ისარგებლოს უფასოდ. კიდევ ერთხელმოვუწოდებ ჩამოთვლილი ქუჩების მცხოვრებლებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ გაუვლიათ რეგისტრაცია მისამართის მიხედვით, დარეგისტრირდნენ, რათა კუთვნილი ავტომანქანები სახლთან ახლოს, უფასოდ გააჩერონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, გამოყოფილია შესაბამისი ჯგუფები იმისთვის, რომ მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცესში დაეხმარონ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აქცია ფოიერვერკი
ვიდეო - აქციაზე აკრძალული ფეიერვერკებიც დაბრუნდა

ვიდეო - აქციაზე აკრძალული ფეიერვერკებიც დაბრუნდა 

პოლიტიკა 1739215853

ლევან გოგიჩაიშვილი დაკავება
ვიდეო - ლევან გოგიჩაშვილის დაკავების კადრები

ვიდეო - ლევან გოგიჩაშვილის დაკავების კადრები  

პოლიტიკა 1739215484

დათა თავაძე
„ყველაფერი ჩვენი დაშინებისთვის და გატეხვისთვის ხდება" - დათა თავაძე

რეჟისორი დათა თავაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა - მისი განმარტებით, სამართალდამცველები ყოველდღიურად ცდილობენ, რომ დედაქალაქის მთავარი გამზირი მოქალაქეებმა არ გადაკეტონ. რ...

პოლიტიკა 1739214828

აქცია
მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს

მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს, თუმცა ოლიგარქის პოლიცია მოქალაქეების სავალი გზიდან გაყვანას ისევ ცდილობდა. ამ დროისთვის, ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიც...

პოლიტიკა 1739214754

ირაკლი კობახიძე
"ოცნება" "ჯერჯერობით წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან" - ირაკლი კობახიძე

ოლიგარქის პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ "ქართული ოცნება" "ჯერჯერობით, წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან". ეს განცხადება კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoch...

პოლიტიკა 1739204073

ევროპარლამენტის რეზოლუცია - დოკუმენტის სრული ტექსტი
ცნობილია, ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტი, რომელიც საქართველოს შესახებ უნდა მიიღოს

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია - წერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის ერთ-ერთი პრორექტში, რომლის ავტორიც ევროპის სახალხო პარტიაა....

პოლიტიკა 1739202888