1 სექტემბრიდან ავტომობილების ხმაურს სპეციალური აპარატებით შეამოწმებენ - რა ჯარიმებს ითვალისწინებს დარღვევა

ხმაურის საზომი

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმების წესი და პირობები შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა.

მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის  შემოწმებას, უწყების მიერ შეძენილ, საერთაშორისო -  ISO 5130:2019 სტანდარტთან შესაბამისობაში არსებულ, ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის კომპლექტის მეშვეობით განახორციელებენ.

სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი  დადგენილებით არის რეგულირებული.

დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში  - 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბალს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირებას, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 20 ქულით შემცირებას, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა  300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 30 ქულით შემცირებას.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მურთაზ ზოდელავა
მურთაზ ზოდელავა სასწრაფოდ გადაიყვანეს "ვივამედში", გაირკვა, რომ ორჯერ გადაიტანა ინსულტი - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი თანაგუნდელი, ასევე პატიმრობაში მყოფი მურთაზ ზოდელავა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაშია გადაყვ...

პოლიტიკა 1784286900

ულტრაბგერითი თერაპია
ულტრაბგერითი თერაპია: როგორ აჩქარებს ქსოვილების აღდგენას?

ულტრაბგერითი თერაპია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება რბილი ქსოვილების დაზიანებების, ტკივილისა და ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. მისი მოქმედება ეფუძნება მაღალი სიხში...

საზოგადოება 1784286000

მარნეული პოლიცია
მარნეულში შვილმა მამა მოკლა

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...

კრიმინალი 1784282118

შსს დაკავება
ბათუმში ბინის შეძენისა და რემონტის საბაბით, მოქალაქეს 171 000 ლარამდე გამოსძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...

კრიმინალი 1784281815

ელექტრო სტიმულაცია
რომელი დაავადებების დროს ინიშნება ელექტრო სტიმულაცია?

ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...

საზოგადოება 1784275999

გაზი
გაზსადენის დაზიანების გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...

საზოგადოება 1784275014