12 მეტროსადგურის კონცეპტუალური დიზაინის შემუშავებისა და სამუშაოების შესყიდვის მხარდამჭერი საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად ტენდერი მიმდინარეობს

მერტო

12 მეტროსადგურის რეაბილიტაციის მიზნით, კონცეპტუალური დიზაინის შემუშავებისა და სამუშაოების შესყიდვის მხარდამჭერი საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად ტენდერი მიმდინარეობს.

 

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერში მონაწილეობის სურვილი 11-მა საერთაშორისო კომპანიამ და კომპანიათა გაერთიანებამ დააფიქსირა.

 

„არაერთხელ გვისაუბრია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით დაგეგმილია 12 მეტროსადგურის განახლება-რეაბილიტაცია. ამ პროექტის განსახორციელებლად, ჯამში, დაახლოებით, 55  მლნ ევრო გამოიყოფა. სრულად განახლდება 12 მეტროსადგურის ინტერიერი; შეიცვლება სამი და მოდერნიზდება 30 ესკალატორი; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გაუმჯობესდება მეტროსადგურების ხელმისაწვდომობა; განახლდება სადრენაჟე, ვენტილაციის, ხანძარსაწინააღმდეგო, მგზავრთა საინფორმაციო და სატელეფონო კავშირის სისტემები; შეიცვლება ესკალატორებისა და ელექტრომექანიკური დანადგარების საკონტროლო და მართვის პანელები; მომზადდება პროექტები დანარჩენი მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, მიმდინარე ტენდერის ამ ეტაპზე ფასდება ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები, რათა შედგეს ე.წ. მოკლე სია (Short list) და ტენდერი მომდევნო ეტაპზე გადავიდეს, რომელიც ფინანსური წინადადებების განხილვასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას გულისხმობს.

 

„გამარჯვებული კომპანიის მიერ კონცეპტუალური დიზაინის შემუშავებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, გამოცხადდება კიდევ ერთი ტენდერი დეტალურ პროექტირებასა და სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებზე. ამ ტენდერის გამოცხადებას წლის ბოლოსთვის ვვარაუდობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ცისანა
ცისანა სეფიაშვილი ბებია გახდა

ცისანა სეფიაშვილი ახლახან ბებია გახდა. მის ვაჟს – დადას, შვილი შეეძინა, რომელსაც ნიკო დაარქვეს. "სამწუხაროდ, ჩემს ემოციებს ჩემთვის დავიტოვებ და გაზიარება არ მინდა. ინტერნეტსივრცეში დღეს რაც ხდება, ძალ...

საზოგადოება 1712983320

პოლიტიკოსები
ოცნების კანონს არაფერი აქვს საერთო FARA-სთან და ყველაფერი აქვს საერთო რუსულ კანონთან - გია ნოდია

"გასაგებია, რომ ქოცთან კამათს იმაზე, თუ რატომაა ეს კანონი რუსული და რომ მისი მსგავსება ამერიკულთან წმინდად გარეგნულია, არავითარი აზრი არა აქვს. მათი კანონპროექტის რუსული ხასიათი მათთვის პრობლემა არც ა...

სოცმედია 1712982600

კავალი
იტალიელი დიზაინერი რობერტო კავალი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიელი მოდის დიზაინერი, ამავე სახელწოდების ბრენდის დამფუძნებელი, რობერტო კავალი, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება გაზეთი Corriere della Sera. მოდის ცნობილი დიზაინერი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგ...

მსოფლიო 1712981580

ხმალაძე
"გადმოთარგმნილი ტექსტი სიტყვა-სიტყვით დაემთხვა „ოცნების“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს - ვახტანგ ხმალაძე

"დღეს მეგობარმა მითხრა, რომ რუსეთის დუმის ვებგვერდიდან აიღო 2012 წელს მიღებული ე.წ. „უცხოური აგენტების კანონი“ (ეს კანონი შემდეგ გავრცელდა ფიზიკურ პირებზეც და დაწესდა მკაცრი სანქციებიც), ინტერნეტ-ტრან...

სოცმედია 1712980500

ირანი
ირანმა, შესაძლოა, უახლოეს 24 საათში ისრაელზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელოს - CBS

ირანმა, შესაძლოა, უახლოეს 24 საათში ისრაელზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელოს, იუწყება CBS აშშ-ის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით. მათი თქმით, თავდასხმა ისრაელის სამხედრო ობიექტებზე იქნება მიმართუ...

მსოფლიო 1712962500

თეთრი სახლი
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმის საფრთხე რეალურია

ისრაელზე ირანის თავდასხმის საფრთხე რეალურია, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, შეერთებ...

მსოფლიო 1712960940