„12 ნოემბრიდან მექნება შეხვედრები მოსახლეობასთან, პირისპირ გავესაუბრები თბილისელებს მათ საჭიროებებზე, რათა არ დარჩეს არცერთი მოქალაქე, ვინც ვერ ახერხებს ხმის მოწვდენას“ - კახა კალაძე

კახა კალაძე ააა

„12 ნოემბრიდან, ყოველ ოთხშაბათ დღეს, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, მექნება შეხვედრები მოსახლეობასთან, უკვე თბილისის მერიაში 16:00 საათიდან 18:00 საათამდე, რაც მომცემს შესაძლებლობას პირისპირ გავესაუბრო თბილისელებს, რათა არ დარჩეს არცერთი მოქალაქე, ვინც ვერ ახერხებს ხმის მოწვდენას“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

მანვე ისაუბრა იმ პასუხისმგებლობაზე, რაც მესამე ვადით დედაქალაქის მართვას ნიშნავს.

 

„დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მთავრობა დაამტკიცა. ჩემთვის ძალიან  ემოციური დღეა, რადგან კარგად ვაცნობიერებ, რამხელა პასუხისმგებლობაა,  მესამე ვადით მოიპოვო თბილისელების ნდობა და მხარდაჭერა, რის საფუძველზეც შეგვიძლია, გავაგრძელოთ ყველა დაწყებული რეფორმა და განვახორციელოთ გეგმები, რაც წინასაარჩევნოდ წარმოგიდგინეთ. ეს არის ერთი მხრივ დასტური იმისა, რომ მივდივართ სწორი გზით -  ყველასთვის თვალსაჩინოა ჩვენი ულამაზესი თბილისის სასიკეთო გარდაქმნა და მეორე მხრივ, შესაძლებლობა, მეტი წვლილი შევიტანოთ დედაქალაქის განვითარებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მანვე აღნიშნა, რომ მისი მხრიდან მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

 

„მინდა, თითოეულ ამომრჩეველს, თითოულ მხარდამჭერს მადლობა გადავუხადო ამისთვის. გაძლევთ პირობას, თქვენი ხმა იქცევა კონკრეტულ საქმედ. იმ სიყვარულს, პატივისცემასა და მხარდაჭერას, რასაც ჩემ მიმართ იჩენთ, კარგი გაკეთებული საქმეებით დავაბრუნებ. არ დავიღლებით თქვენს სამსახურში. მზად ვართ, გემსახუროთ თავდაუზოგავად. როგორც იცით, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, ჩემი გუნდის წევრებთან ერთად, ვიმყოფები სხვადასხვა ობიექტზე, სადაც მიმდინარე სამუშაოები გვაქვს. შესაბამისად, მაქვს მუდმივი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. მივდივართ ყველა რაიონში, ყველა უბანზე და უშულოდ იქ მცხოვრები ადამიანებისგან ვიღებთ ინფორმაციას არსებული პრობლემების შესახებ. ამასთან, აქტიურად ვიყენებ სოციალურ ქსელებს მოქალაქეებთან კომუნიკაციისთვის. კიდევ ერთხელ, მადლობა მხარდაჭერისთვის, რასაც წლების მანძილზე ვგრძობ თქვენგან, ეს ჩემთვის ძალიან ემოციურია და მოტივაციას მაძლევს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და მოწესრიგებული იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვარიკოზული გეტრებ
რა სიმპტომების დროს არის საჭირო ვარიკოზული გეტრების გამოყენება?

ვარიკოზის დროს ერთ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისას ქვედა კიდურებში უსიამოვნო შეგრძნება ძლიერდება, ხოლო მოსვენებისას ფეხის აწევის შემთხვევაში მცირდება. მსგავსი სიმპტომები ზაფხულში, ჯდომისა და დგომის დრო...

ჯანმრთელობა 1781261687

საზოგადოება
სენაკში შვილმა მამა დაჭრა

სენაკში შვილმა მამა, სავარაუდოდ, ყელის არეში დანით დაჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პ...

კრიმინალი 1781246672

ზაზა შათირიშვილი
„უკვე კარგა ხანია ფაქტებითა და მაგალითებით ვადასტურებ, რომ დონალდ ტრამპი დამოუკიდებელი ფიგურა არაა და ის და მისი ადმინისტრაციაც ისევე ემსახურებიან „დიფ სთეითს“, როგორც მისი წინამორბედი“ - ზაზა შათირიშვილი

"როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის - „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თ...

პოლიტიკა 1781246237

მერაბ მეტრეველი
“როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს. „იმედმა“ დადო ეს ქარდი, რასაც ხედავთ, საიდანაც რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საწადელს აღწევს, ე...

სოცმედია 1781237494

ლენტიი
სროლა ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარში სროლა იყო | ინფორმაციას გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ გაიგეს რამდენიმე გასროლის ხმა არსებული ინფორმაციით, ახალი ბულვარის ტ...

შემთხვევა 1781236944

პოლიცია ლენტი
13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს - რა მოხდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გუშჩუში

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გუშჩუში 13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს | ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ და წერენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე...

შემთხვევა 1781236840