12 წელი ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდან - "ოცნების" მიერ არჩევნებისთვის გამოყენებული ტრაგედია და დღემდე გამოუძიებელი საქმე
საზოგადოება • 1727753210
ტრაგედია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გამოიყენა - 10 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდან 12 წლის შემდეგაც, დღემდე არ არსებობს პასუხი კითხვაზე - რა მოხდა 2012 წლის 30 სექტემბერს.
მივყვეთ ქრონოლოგიას:
შემთხვევა გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, 2012 წლის 30 სექტემბერს მოხდა - 10 თვის ბარბარე რაფალიანცი წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. მაშინ, ბავშვის დეიდა, დალი მექერიშვილი, მომხდარს პირველ ოქტომბერს ჩანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებდა. ამბობდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები შვილების მოკვლით ემუქრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ დროს, დალი მექერიშვილი, საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო.
ანალოგიურს ამბობდა იმ დროს "ქართული ოცნების" წევრი და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი, რომელიც ხელს პირდაპირ საკუთარი ოპონენტის, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ, გიორგი ღვინიაშვილისკენ იშვერდა და მის დაკავებასაც ითხოვდა.
მაშინ, ჯერ კიდევ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ დანაშაულის გასახსნელად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა. თუმცა, ფაქტები სხვაზე მეტყველებდა - ბავშვის დაღუპვიდან შვიდი თვის შემდეგ გაირკვა, რომ პოლიციას ტრაგედიის ადგილი საფუძვლიანად შესწავლილიც კი არ ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ოჯახმა წყლით სავსე ქვევრი სწორედ შვიდი თვის შემდეგ დაცალა.
2012 წლის 30 სექტემბრის შემდეგ, ამ საქმის ირგვლივ, არაერთი განცხადება გაკეთდა, საგამოძიებო უწყებას, გამოძიების დაჩქარებისა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით, სახალხო დამცველმაც მიმართა, თუმცა პროკურატურას საქმე ცხრა წლის შემდეგაც, ანუ ამ დრომდე არ გამოუძიებია.
ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირი დღემდე დაუდგენელია.
თბილისში, ანჯაფარიძს ქუჩაძე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობაში ბრალდებულებისა და დამკვეთების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, პირველი კომენტარი იზა ომაძემ "პირველებთან"...
საზოგადოება • 1771315236
ხატია დეკანოიძე: პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ნიშნავს, რომ მკვლელობიდან რამდენიმე საათში ყველაფერი იცოდნენ. უბრალოდ, სახელმწიფოს თანამდებობის პირები მფარველობდნენ მკვლელებს...
სოცმედია • 1771314890
ივანიშვილის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ რუსთავი 2-ის ეთერში დებატებისას, უპასუხა კითხვას თუ როგორ დარდობს შვედეთში ცხოვრების დონეზე, მაშინ როცა საქართველოს უამრავი პრობლემა აქვ...
პოლიტიკა • 1771314236
მადლობა ღმერთს და თქვენ ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამაა ვითხოვ!!!! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!! | წერს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე
სოცმედია • 1771312977
პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნა - მკვლელობის დამკვეთად ბუსა ჟვანია და ძმები დავით და გურამ კაკულიები დასახელდნენ. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა გიორგი მიქაიამ განა...
კრიმინალი • 1771312899
ნიკო კვრაცახელიას მკვლელობა მამაზე ე.წ. კანონიერ ქურდ გია კვარაცხცელიაზე შურისძიებას უკავშირდება | პროკურატურის განცხადებით, საქმე გახსნილია: "ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობი...
კრიმინალი • 1771312340











