"13 სექტემბერი, 19:00 საათი - სახალხო ზეიმი ორბელიანების სასახლეში" - პრეზიდენტმა ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიება ოფიციალურად ჩანიშნა
საზოგადოება • 1725892228

საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიება ოფიციალურად ჩანიშნა. როგორც მისმა წარმომადგენელმა მედიასთან ისაუბრა, ღონისძიება 13 სექტემბერს, 19:00 საათზე დაიწყება, გაიმართება ლელა წურწუმიასა და "ჩვენი ბენდის" სოლო-კონცერტიც.
13 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ათონელის ქუჩის მიმდებარედ, ორბელიანების სასახლის წინ, გაიმართება სახალხო ზეიმი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი გადასცემს ოლიმპიელებს და პარაოლიმპიელებს ჯილდოებს. ჩვენ ვიმედოვნებთ და ვეპატიჟებით ყველას, იმედი გვაქვს, რომ მოვა ბევრი ხალხი, სადაც მოსულ საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ მიულოცოს ოლიმპიელებს გამარჯვება, იზეიმოს მათთან ერთად, გადაიღონ ფოტოები, ნახონ მათი კუმირები. ღონისძიებას ექნება მუსიკალური ნაწილიც, დაჯილდოების შემდეგ იქნება ლელა წურწუმიას და "ჩვენი ბენდის" სოლო-კონცერტი და ამით დასრულდება ეს ღონისძიება. კიდევ ერთხელ ვეპატიჟებით ყველას 13-ში, საღამოს 7 საათზე, ერთად ვიზეიმოთ ჩვენი ოლიმპიელების გამარჯვება, - ამბობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ვლადიმერ ონოფრიშვილი.მანამდე, სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელებისა და პარაოლიმპიელების დაჯილდოების შესახებ საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ ისაუბრა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: "საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წ...
რელიგია • 1745094180

"ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღსდგა!
საზოგადოება • 1745092500

გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც მათ აქციის მონაწილეების ნაწილი დროშებით, ტაშითა და ანთებული ფანრებით დახვდნენ. ასევე, მათ ქაშვეთის ტაძართან საქართველოს...
პოლიტიკა • 1745092200

19 აპრილს, 15 საათსა და 36 წუთზე, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარ...
რელიგია • 1745063098

საარჩევნო ელექტრონული აპარატურის შემოწმებაში, ასევე დამატებით ტექნიკისა და სხვა საჭირო საქონლის შესაძენად ცესკო 2 853 928 აშშ დოლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ამის შესახებ "ბათუმელები" წერს. „საარჩე...
პოლიტიკა • 1745062061

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი მისი გათავისუფლებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი...
პოლიტიკა • 1745061853