22 სექტემბრიდან დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელში 90 მიკროავტობუსი და 20 ავტობუსი გაეშვება

კალაძე

თბილისში, 22 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელში 90 მიკროავტობუსი და 20 ავტობუსი გაეშვება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებების მიზანია, მუნიციპალური ტრანსპორტი უფრო სწრაფი და კომფორტული გახდეს, ასევე, მასზე ხელმისაწვდომობა ყველა უბანში გაიზარდოს.

„ავტობუსების განახლება-ჩანაცვლების პროგრამა ფაქტობრივად დავასრულეთ. თუმცა, ჯერ კიდევ რჩება უბნები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქალაქში დამატებით 380 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვიყვანოთ. აქედან 180 ერთეული იქნება რვამეტრიანი, ხოლო 200 - 18-მეტრიანი, რომელსაც მომავალ წელს შევისყიდით. აღსანიშნავია, რომ 20 ავტობუსი უკვე დედაქალაქშია და 22 სექტემბრიდან ხაზზე გაეშვება.

ჩვენ ასევე, მიკროავტობუსების განახლება-ჩანაცვლების პროგრამა დავიწყეთ. ჩამოსულია 90 ახალი მიკროავტობუსი და 22 სექტემბრიდან გავა ხაზებზე. ცვლილებები ხორციელდება იმისთვის, რომ არ დავტოვოთ არცერთი ქუჩა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ივლის. ის უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

აღნიშნული მიკროავტობუსები ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს სპეციალისტების მიერ შემუშავებულ 21 მარშრუტზე იმოძრავებს,  რომელთაგან 13 ძველი მარშრუტების ნაცვლად ამოქმედდა, ხუთი - ახალია, ხოლო სამი მათგანის გზასავალი კორექტირებულია. უფრო ზუსტად, ძველი მარშრუტების ნაცვლად ამოქმედდა: N403, N406, N407, N417, N418, N422, N435, N451, N473, N490, N493, N516, N529; ახალი მარშრუტებია - N412, N427, N433, N468, N478; ხოლო დაკორექტირდა - N409, N410, N411.  რაც შეეხება ავტობუსებს, ისინი ხუთ მარშრუტზე განაწილდება. კერძოდ, N101, N102, N60, N42, N7. ავტობუსები მგზავრებს 15-წუთიანი ინტერვალით მოემსახურება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბუდუ
ემოციური ვიდეო - როგორ დახვდნენ ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეს“ ფეხბურთელები

„კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს. ვიდეო გერმანული კლუბის სოციალურ ქსელებში გავრცელდა.    

სოცმედია 1711719038

ტუსკი
„ევროპა ომის წინა პერიოდშია“ - ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროპა ომის წინა პერიოდში შევიდა და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დამარცხდება, კონტინენტზე თავს დაცულად ვერავინ იგრძნობს. ის ევროპელ ლიდერებს უკრაინ...

მსოფლიო 1711718903

კალააშოვი
შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი თავისუფალია - კალაშოვი, იგივე შაქრო მალადოი რუსული ციხიდან გაათავისუფლეს. ის გამოძალვის საქმეზე იყო გასამართლებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კალაშოვი საპატიმროდან...

კრიმინალი 1711718316

თსუ-სტუდენტებთან შეხვედრა
ჯაბა სამუშია თსუ სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ შვიდივე ფაკულტეტის, სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე თსუ რექტორმა სტუდენტებს   საუნივერსიტეტო სიახლეები მოკლედ...

განათლება 1711718172

ევრო დოლარი
ნახეთ, რამდენად იყიდით დოლარს და ევროს შაბათ-კვირას

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6953 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6978 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1711717915

პენიტენციური
ცოლზე ფიზიკურად იძალადა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და წამლები დაალევინა - დაკავებულია პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი  

ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი პ.გ., - ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ 202...

კრიმინალი 1711717863