366 საარჩევნო უბნიდან კენჭისყრის შედეგები უცვლელი დარჩა 334 საარჩევნო უბანზე, რაც გადათვლილი საარჩევნო უბნების 91,25%-ს შეადგენს - ცესკო

ცესკო

„საოლქო საარჩევნო კომისიებმა 29 ოქტომბერს, კანონმდებლობის შესაბამისად, წილისყრით გამოვლენილი 366 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს. 366 საარჩევნო უბნიდან კენჭისყრის შედეგები უცვლელი დარჩა 334 საარჩევნო უბანზე, რაც გადათვლილი საარჩევნო უბნების 91,25%-ს შეადგენს. დანარჩენ, 32 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმში მონაცემები მცირედით შეიცვალა“, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც გადათვლის შედეგების და შემაჯამებელი ოქმების შესახებ ისაუბრა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, შედეგების გადათვლის პროცესს აკვირდებოდა ადგილობრივი ორგანიზაციების 121 დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციების 70 დამკვირვებელი, მედიის 21 წარმომადგენელი და პოლიტიკური პარტიების 104 წარმომადგენელი:

„ცესკოს დადგენილების შესაბამისად, საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლის პროცესში მონაწილეობდნენ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების როგორც პარტიების მიერ დანიშნული, ისე პროფესიული ნიშნით არჩეული წევრები.

აღსანიშნავია, რომ მთვლელების გამოსავლენი წილისყრის პროცედურებში მონაწილეობა არ მიიღო, ან უარი განაცხადა ფუნქციის შესრულებაზე, კომისიების პარტიული ნიშნით დანიშნული 732 წევრიდან, 271-მა, (მათ შორის ოლქის წევრი იყო - 171, უბნის-100). ზოგიერთმა პარტიის მიერ დანიშნულმა წევრმა, მიუხედავად იმისა, რომ თავად დათვალა კენჭისყრის შედეგები და ეს შედეგები შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების იდენტური იყო, უარი განაცხადა გადათვლის აქტებზე ხელმოწერაზე და ასევე, არ დაუჭირა მხარი კომისიის განკარგულებას სხდომებზე.

გადათვლის პროცესს აკვირდებოდა ადგილობრივი ორგანიზაციების 121 დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციების 70 დამკვირვებელი, მედიის 21 წარმომადგენელი და პოლიტიკური პარტიების 104 წარმომადგენელი.

ცესკომ ჩართული მხარეების ინფორმირებისა და შემდგომი ანალიზის მიზნით ასევე დაამუშავა შესწორების ოქმებისა და ახსნა-განმარტებების სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც ახლა გაგაცნობთ.

პარლამენტის არჩევნებზე შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით შესწორების ოქმი დაიწერა 264 საარჩევნო უბანზე, რაც უბნების საერთო რაოდენობის 8.49%-ია. 188 (6.04%) შესწორების ოქმი შეეხებოდა ხმებს, 104 (3.34%) დანარჩენ მონაცემებს.

347 (11,15%) საარჩევნო უბანზე დაიწერა 419 (11.15%) ახსნა-განმარტება. მათგან 105 (3.38%) შეეხებოდა შემაჯამებელ ოქმს, 10 (0.32%) - შესწორების ოქმს, 304 (5.75%) - დანარჩენ მონაცემებს.

ასევე გაგაცნობთ ინფორმაციას შემაჯამებელ ოქმში კომისიის წევრების ხელმოწერების შესახებ. პროპორციული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში კომისიის 17-ვე წევრის ხელმოწერა არის 1 241 შემაჯამებელ ოქმზე, 16-ის 862-ზე, 15-ის 553-ზე, 14-ის 221-ზე, 13-ის 135-ზე, 12-ის 48-ზე, 11-ის 19-ზე 10-ის 16-ზე, 9-ის 6-ზე, 8-ის 8-ზე და 7-ის 5-ზე. აღნიშნული ადასტურებს, რომ კომისიების როგორც პარტიული, ისე პროფესიული ნიშნით არჩეული წევრები ინფორმირებული იყვნენ უბანზე მისული ამომრჩევლების რაოდენობის შესახებ, ასევე თუ რა სახის ბიულეტენი გაიცემოდა, და მთლიანად ხმის დათვლის პროცესზე, რაც, შესაბამისად დადასტურდა მათი ხელმოწერებით შემაჯამებელ ოქმში.

ასევე დამუშავდა ინფორმაცია, თუ რამდენი განსხვავებული აზრი და რამდენი ტექნიკური შეცდომა დაფიქსირდა შემაჯამებელ ოქმებში. აღსანიშნავია რომ შედგენილი 3114 შემაჯამებელი ოქმიდან განსხვავებული აზრი დაფიქსირდა მხოლოდ 9-ში რაც წარმოადგენს 0.02%-ს. არ არის ან არასწორად არის მითითებული დრო ან/და თარიღი 99 შემაჯამებელ ოქმზე, რაც წარმოადგენს 3.18%-ს, არ აქვს ბეჭედი 5-ს (0.16%).

აღსანიშნავია ისიც, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს აქვს უფლება დააფიქსიროს განსხვავებული აზრი იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს. როგორც ზემოთ მოყვანილი სტატისტიკიდან იკვეთება, განსხვავებული აზრი დააფიქსირა საუბნო საარჩევნო კომისიების 53000-მდე მეტი წევრიდან მხოლოდ 9-მ.

ამასთან აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის დღეს, ნაკადის მომწესრიგებელი 309 საარჩევნო უბანზე იყო მმართველი პარტიის მიერ დანიშნული წევრი, ხოლო სხვა პარტიების მიერ დანიშნული 1414. ისინი გამოვლინდნენ წილისყრით“, - აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ეპისტოლე
ქრისტე აღდგა! - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: "საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წ...

რელიგია 1745094180

აღდგომა
ქრისტე აღდგა! "ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

"ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღსდგა!

საზოგადოება 1745092500

ქაშ
გმირთა მოედნიდან მსვლელობის მონაწილეები ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად აღდგომის დღესასწაულს შეხვდებიან

გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც მათ აქციის მონაწილეების ნაწილი დროშებით, ტაშითა და ანთებული ფანრებით დახვდნენ. ასევე, მათ ქაშვეთის ტაძართან საქართველოს...

პოლიტიკა 1745092200

წმინდა ცეცხლი
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა (ვიდეო)

19 აპრილს, 15 საათსა და 36 წუთზე, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარ...

რელიგია 1745063098

ცესკო
ვერიფიკაციის აპარატების შეძენა-შემოწმებაში ცესკო $2.8 მილიონს ხარჯავს

საარჩევნო ელექტრონული აპარატურის შემოწმებაში, ასევე დამატებით ტექნიკისა და სხვა საჭირო საქონლის შესაძენად ცესკო  2 853 928 აშშ დოლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ამის შესახებ "ბათუმელები" წერს. „საარჩე...

პოლიტიკა 1745062061

გელა ხასაია
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი მისი გათავისუფლებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი...

პოლიტიკა 1745061853