საზოგადოება • 1725428106
"საქართველოს რკინიგზის" ცნობით, 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისებს არა შტადლერის მატარებელი, არამედ "ჯრტ"-ის ტიპის მატარებელი შეასრულებს.
ამ ორ მატარებელს სხვადასხვა რაოდენობის მზგავრების გადაყვანა შეუძლია, რის გამოც რკინიგზა ამბობს, რომ მზგავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი ავტობუსიც.
გარდა ამისა, რკინიგზა ამბობს, რომ 6 სეტემბრიდან გაუქმდება შტადლერის №806/805 მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით.
"გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, მიმდინარე წლის 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი №806/805 „ჯრს“ (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს შეასრულებს „ჯრტ“-ს ტიპის მატარებლი.
სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო, მგზავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი კომფორტული ავტობუსი.
იგივე ტექნიკური მიზეზით, 2024 წლის 6 სეტემბრიდან გაუქმდება №806/805 მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით.
გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს აუნაზღაურდებათ 100%-ით, ეტაპობრივად 30 დღის განმავლობაში", - წერია განცხადებაში.შეგახსენებთ, რომ 3 სექტემბერს, თბილისში, სარკინიგზო ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ორივე დაღუპული რკინიგზის თანამშრომელი იყო. არსებული ინფორმაციით, ფეიქრების ქუჩასთან სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა.
აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება კესარია აბრამიძის მკვლელობას და მისი ქველმოქმედების ისტორიას იხსენებს. „არ მეგონა თუ მომიწევდა ამის დაწერა, მაგრამ კესო აღარაა და ვთვლი, რომ უნდა ი...
სოცმედია • 1726760721
"გარკვეულწილად, ეს [სანქციები] გაფრთხილებაა, რომ თუ ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებენ, მაშინ მეტი საპასუხო ქმედებაც იქნება", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ...
პოლიტიკა • 1726759785
იყო თუ არა შესაძლებელი კიდევ ერთი ტრაგედიის თავიდან აცილება? - "უფლებები საქართველოს" ადვოკატი სახელმწიფოს მხრიდან გულგრილობაზე საუბრობს და ამბობს, რომ როდესაც ტრანსგენდერი ქალი ჯერ კიდევ თვეების წინ...
კრიმინალი • 1726758652
ექსპერტი, გია ხუხაშვილი გახარია-ხაზარაძეს შორის მოლაპარაკებების ჩაშლაში დრამატულს ვერაფერს ხედავს და ამბობს, რომ შესაძლოა, მათ გაერთიანება პოსტ-საარჩევნოდ შეძლონ. ხუხაშვილი აცხადებს, რომ “ახლა მთავარ...
პოლიტიკა • 1726758559
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-21 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, შავი ზღვის სანაპიროსა და მიმდებარე რაიონებში, ასევე, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან ნა...
საზოგადოება • 1726756248
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 20-26 სექტემბერს ქუთაისში საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ ეროვნული სასახლის, ასევე კულტურისა და განათლების ფონდის ორგანიზებით გაიმართება. ფესტივალზე 31...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1726755930
ეს საინტერესოა • 1723665143
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723232218
10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723146000
9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1722973739
7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი