75 წლის პენსიონერი ოზურგეთის პოლიციამ "ვაშლის გათლის" გამო 200 ლარით დააჯარიმა

ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 75 წლის პენსიონერი, ნოე მეხრიშვილი, ამბობს, რომ პოლიციამ 200 ლარით მაშინ დააჯარიმა, როცა ქუჩაში ნაჩუქარ ვაშლს პატარა დანით თლიდა. შემთხვევა გუშინ, დღისით, ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე მოხდა.

პოლიციამ მეხრიშვილს დანა ცივ იარაღად ჩაუთვალა, განყოფილებაში გადაიყვანა და რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ ბრალი წაუყენა. პოლიციამ შეადგინა ადმინისტრაციული ოქმიც:

"ვიდექი ქალაქ ოზურგეთში, "ვასაძის პურის" შენობის წინ, იქვე ხილბოსტნეულით მოვაჭრემ ვაშლი მაჩუქა, პატარა, მაღაზიაში წლების წინ ნაყიდი დანით, ვინაიდან ასაკის გამო კბილები მაწუხებს, ვაშლს ვთლიდი და მივირთმევდი, ამ დროს ჩემთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანი მოვიდა, მითხრა როგორ ვბედავდი ვაშლის ჭამას, სადღაც დარეკა, მოვარდნენ პოლიციელები და სასწრაფოდ დამაკავეს, მიმიყვანეს პოლიციის შენობაში, მითხრეს არაფერია გაგაფრთხილებთო, დამისვეს კითხვები, ბოლოს კი დააყოლეს რომ 200 ლარით მაჯარიმებდნენ და ჯარიმას 10 დღეში თუ არ გადავიხდი უარესი მელოდა. რა არ ვეხვეწე – არ მაქვს ფული, ეს ძველი დანაა, არაფერში არ გამოდგება ვაშლის დაჭრის გარდა მეთქი, მაგრამ არაფერმა გაჭრა", - ყვება პენსიონერი "მთავარ არხთან" საუბრისას.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლენტიი
სისხლიანი ანგარიშსწორება ვაკეში: რა გახდა ტაბიძის ქუჩაზე 3 ადამიანის ლიკვიდაციის მცდელობის მოტივი - ახალი დეტალები)

ორმხრივი სროლა თბილისის ცენტრში - ვაკეში მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებაზე "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია.   წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გა...

კრიმინალი 1713448620

ევრო დოლარი
ვალუტის კურსი შეიცვალა - რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6728 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6753 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1713448495

ტრანსპერენსი
„მოვუწოდებთ მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი, შეწყვიტოს თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე“ - Transparency International

 "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ეხმაურება "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელალხა ინიცირებასა და 17 აპრილს მისი პირველი მოსმენით მიღებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა...

პოლიტიკა 1713448419

არა
"ქალები ვირჩევთ ევროპას" - შაბათს ქალთა მარში იქნება

"ქალები ვირჩევთ ევროპას" - შაბათს ქალთა მარში იქნება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბაია პატარაია წერს. ბაია პატარაიას ინფორმაციით, მსვლელობა რესპუბლიკის მოედანზე 17:00 საათზე დაიწყება და პარლამენტთან...

პოლიტიკა 1713448318

გოცირიძე
„ნებისმიერ უცხოელს, ბინ ლადენის ბიძაშვილიც რომ იყოს, თავისუფლად შეეძლება ოფშორიდან საქართველოში აქციების შემოტანა, შეეძლება შპს 2 ლარად დააფუძნოს“ - რომან გოცირიძე

 2028 წლამდე, ნებისმიერ პირს ოფშორიდან საქართველოში წილის, აქციების შემოტანა შეეძლება, შეეძლება შპს 2 ლარად დააფუძნოს და ამ შპს-ში წილის 100% გადმოიტანოს - ამაზე საშინელი ფულის გარეცხვის მექანიზმის გა...

პოლიტიკა 1713447802

ევროკავშირის
საქართველოს საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ – დეტალები

საქართველოს საკითხს ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ. ევროპული საბჭოს ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე ლიდერები საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და რუსულ კანონზე იმსჯელებენ. ცნობი...

პოლიტიკა 1713447716