8 930 ლარი პაატა გულიაშვილს საგარეჯოს ბიუჯეტიდან

საზოგადოება 1685068661    5333

გულიაშვილი

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, საგარეჯოს მერიამ 2023 წლის 6 მაისის - გიორგობის დღესასწაულისთვის მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით პაატა გულიაშვილის "სახელოვნებო მომსახურება" შეიძინა, რომელშიც 8,930 ლარი გადაიხადა.

მათი ცნობით, შესყიდვის დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საგარეჯოს მერიამ, როგორც თავად თვითმმართველობის ორგანო წერს, "ყველასთვის საყვარელი მომღერალი და კომპოზიტორის" პაატა გულიაშვილის მომსახურების შეძენა მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე გადაწყვიტა.

"სოფლის მოსახლეობას სურვილისა და ინტერესებიდან გამომდინარე საგარეჯოს მუნიციპალიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია დაეხმაროს მოსახლეობას ღონისძიების ორგანიზებაში და მათივე თხოვნით მოიწვეულ იქნას პაატა გულიაშვილი", - წერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია.

გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სოფელ გიორგიწმინდაში, 6 მაისს გაიმართა. ღონისძიებები 11:00 საათიდან ჭიდაობით გაიხსნა, შემდეგ კი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და ადგილობრივი წარმოების ღვინოების პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა, საბოლოოდ კი 15:00 საათზე კონცერტით დაიხურა, რომელშიც მონაწილეობა პაატა გულიაშვილმა და ქსოვრელებმა მიიღეს.

"Პაატა გულიაშვილი ამჟამად თელავის თეატრის დირექტორია. ის კიდევ ერთხელ აღნიშნულ თანამდებობაზე 2021 წელს დაინიშნა, რადგან არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო. ეს თეატრის დირექტორის პოსტზე გულიაშვილისთვის მესამე ვადაა - თავდაპირველად 2012 წელს, შემდეგ 2017 წელს.

გარდა ამისა, პაატა გულიაშვილი აქტიურად იყო ჩართული ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სამთავრობო პროპაგანდასა და აქტივობებში. 2022 წლის 28 თებერვალს ის ერთ-ერთი გამომსვლელი იყო ბერძენიშვილის საწინააღმდეგოდ თელავში გამართულ აქციაზე, სადაც იმუქრებოდა და ამბობდა, რომ “ენა უნდა და­ი­მოკ­ლოს (ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა) სა­ნამ მე­ფეს ახ­სე­ნებს, ჭკვი­ა­ნად იყ­ვნენ, სა­ნამ თე­ლა­ვე­ლე­ბი კარ­გად ვლა­პა­რა­კობთ. არ გა­ბე­დონ და ამ ვი­გინ­და­რებ­მა ასე­თი სი­ტყვე­ბი არ წარ­მოს­თქვან”. აქციაში მონაწილეობის შემდეგ, გულიაშვილმა ტელეკომპანია ფორმულაც დატოვა.

Პაატა გულიაშვილს 2019 წლიდან დღემდე გამარტივებული შესყიდვების საშუალებით 60,555 ლარი აქვს მიღებული. Როგორც წესი მის მომსახურებას  სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერიები გასართობი ღონისძიებებისთვის ყიდულობენ. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი ხელშეკრულებები 2022 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და 2023 წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  მერიას აქვთ გაფორმებული - ორივეს 8,930-8,930 ლარი", - ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დემეტრე
1 ლარი და 1 გაზიარებაც მნიშვნელოვანია! პატარა დემეტრე რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაშია, მას თავის ტვინის აუტოვენური სიმსივნე აქვს, მკურნალობის 3 კურსის შემდეგ, უსახსრობის გამო ვერ შესძლო მკურნალობის გაგრძელება და მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა

დემეტრე რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაში არის, ასე მგონია ჩვენმა გულგრილობამ მიიყვანა დემეტრე აქამდე, 9 თვე ვაგროვებდით ფულს და ვერ შეგროვდა და ამის გამო ის ახლა რეანიმაციაშია. ვცდილობთ გადავრჩინოთ, ყ...

საზოგადოება 1685467022

მიხეილ სააკაშვილი
„ვის წარმოადგენთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო“ - იან კელი ღარიბაშვილს

„ცუდი ანალიზია და ამაზე უარესად შეურაცხმყოფელია უკრაინის დადანაშაულება თავისი სუვერენიტეტის ნების გამო შეუერთდეს დასავლეთს. ვის წარმოადგენთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო? “ - საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩ...

პოლიტიკა 1685465201

მიშელი
„ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია“ - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ტვიტს აქვეყნებს და წერს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ....

პოლიტიკა 1685462135

წავკისი
წავკისში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის  შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.   ამ ეტაპზე, წავკისში, დიდგორისა და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩებზე  საგზაო სამუშაოები ხორციელდება. აღნ...

საზოგადოება 1685462057

პრიგოჟინი
„ნუ ცრუობთ“ - პრიგოჟინი რუსულ პროპაგანდას სიცრუეში ამხელს

ვაგნერის ხელმძღვანელი რუსულ პროპაგანდას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებით რუსული ჯარი წინ ვერ წავა. ევგენი პრიგოჟინი ასევე უკრაინულ არმიას აქებს და ამბობს, რომ ისინი ფრონ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1685460921

ხაინდრავა
„გოვორიტ მოსკვა“ - რას წერს გოგა ხაინდარავა რასა იუკნევიჩიენზე

„გოვორიტ მოსკვა! გაიძახის საბჭოური ნოსტალგიის ექსტაზში გორბაჩოვის "ზა პერესტროიკუ"-ს პარტიის აქტივისტი ლяკა ხოშტარიას თანამოაზრე ევროს პარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე! ურაა ტოვარიშჩი! ბანს აძლევენ ფარი...

სოცმედია 1685460818