9 ივლისიდან მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების ტრანსლირება პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება
საზოგადოება • 1783506469
9 ივლისიდან, თბილისის მერიის ორგანიზებითა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების საჯარო ჩვენება მოეწყობა.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტერიტორიაზე მისულ გულშემატკივრებს მატჩების ჩვენებამდე სხვადასხვა აქტივობა დახვდება.
„სასიამოვნო სიახლე გვაქვს ფეხბურთის მოყვარულებისთვის. ჩვენ რამდენიმე მთავრობის სხდომის წინ უკვე ვთქვით, რომ პირველი რესპუბლიკის მოედანზე დავამონტაჟებდით დიდ ეკრანს, სადაც გულშემატკივრებს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ნახვა შეეძლებოდათ. თბილისის მერიის ორგანიზებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მატჩების საჯარო ჩვენება 9-დან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ასევე დაგეგმილია ფანზონის მოწყობა. 9 ივლისს, საღამოს 9 საათიდან ტერიტორიაზე მისულ გულშემატკივრებს მატჩების ჩვენებამდე სხვადასხვა აქტივობა დახვდება, რომელიც დანარჩენ დღეებში სტარტს თამაშის დაწყებამდე ოთხი საათით ადრე აიღებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, 10 დღის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქართული ფეხბურთის ლეგენდების მონაწილეობით ღია საუბრებიც გაიმართება.
„იმ თარიღებში, როდესაც შეხვედრის ტრანსლირება არ იქნება, მოქალაქეებს 19:00 საათიდან, ტერიტორიაზე განთავსებული მრავალფეროვანი სასმლისა და კვების ობიექტები, მოსასვენებელი სივრცეები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფანშოპი, საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციის ინტერაქციული ზონა დახვდება, პატარა გულშემატკივრებისთვის კი ცალკე გამოყოფილ ზონაში ყოველდღიურად საბავშვო-თემატური აქტივობები და გათამაშებები გაიმართება, სადაც პატარები ასევე შეძლებენ სამახსოვრო ფოტოების გადაღებას და სახეზე მოხატვას. გარდა ამისა, ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობით, 10 დღის განმავლობაში, ქართული ფეხბურთის ლეგენდები ესტუმრებიან პირველი რესპუბლიკის მოედანს, სადაც გაიმართება ღია საუბრები მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის და ფეხბურთის შესახებ.
ყველას გეპატიჟებით. წინ ძალიან საინტერესო სანახაობა გველოდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...
კრიმინალი • 1784282118
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...
კრიმინალი • 1784281815
ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...
საზოგადოება • 1784275999
თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...
საზოგადოება • 1784275014
ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები ფიზიოთერაპევტს ან რეაბილიტაციის სპეციალისტს მიმართავენ. ქრონიკული თუ მწვავე ტკივილი მნიშვნელოვნად ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას, ამცი...
საზოგადოება • 1784273697
17 ივლისის ასტროლოგიური ფონი ინტენსიური, დინამიკური და გარდამტეხი ენერგიებით ხასიათდება. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ძველი, მუშაობის არმქონე მოდელების მსხვრევას და გზას უხსნის სრულიად...
ეს საინტერესოა • 1784234560











