აღდგენითი სამუშაოების გამო, მდინარე არაგვის ხიდზე თბილისის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება
საზოგადოება • 1746698106
აღდგენითი სამუშაოების გამო, მდინარე არაგვის ხიდზე, ღამის საათებში თბილისის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„მდინარე არაგვის ხიდზე, აღდგენითი სამუშაოების გამო, მოძრაობა ღამის საათებში შეიზღუდება
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება), აღსადგენია ხიდის სავალი ნაწილის ერთ-ერთი ფილა
აღდგენითი სამუშაოებისთვის ტექნოლოგიური პროცესი მოითხოვს გარკვეულ დროს. შესაბამისად, სამუშაოების მიმდინარეობისას, საავტომობილო გზაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. კერძოდ, 8 მაისიდან, 10 დღის განმავლობაში, ხიდის მარცხენა მიმართულების ერთ ზოლზე მოძრაობა შეიზღუდება ღამის საათებში: 22:00 საათიდან - 07:00 საათამდე. დღის საათებში მოძრაობა იქნება ორ ზოლზე
მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი უკვე მომზადებულია და უახლოეს მომავალში დაიწყება ხიდის სამშენებლო სამუშაოები
ხიდის აღდგენის სამუშაოების დასრულებამდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ალტერნატიული გზებითაც. კერძოდ, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტს შეუძლია ისარგებლობს ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურისა და ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზების გამოყენებით
აღნიშნული შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტისთვის ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას“ - ნათქვამია განცხადებაში.
"ფიგურული ცურაობა" - მიხეილ ყაველაშვილი
პოლიტიკა • 1773078330
რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟს, მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა. გავრცელებული ინფორ...
მსოფლიო • 1773078042
მოჯთაბა ხამენეიმ უზენაესი ლიდერის რანგში პირველი მიმართვა გაავრცელა. „მშვიდობა დიდებულ, მამაც და ღირსეულ ირანელ ერს, რომელმაც მტკიცედ გაუძლო ყველა განსაცდელს.დღეს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ერთგულად გავა...
მსოფლიო • 1773077710
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართა. "ივანიშვილი არის დასამხობი" - ახალაიას ამ ფრაზის გამო, რომელიც მან სასამ...
პოლიტიკა • 1773077061
ფარულ ჩანაწერში ქალი, რომელიც მოქალაქეს 60 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ მერიაში გარანტიებს ჰპირდება, რიმა ოთარაშვილია - "ქართული ოცნების" სტაჟიანი გულშემატკივარი და მარნეულის მერიის თანამშრომელი....
კრიმინალი • 1773074848
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...
პოლიტიკა • 1773061331












