აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა

წერეთლის გამზირი

აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი, რომელიც ძირითადად კეთილმოწყობის სამუშაოებს მოიცავდა,  დასრულდა.

 

რეაბილიტაციის შედეგებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

 

„წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. საზოგადოებას ვუთხარით, რომ დარჩენილი სამუშაოები მარტის ბოლოსთვის დასრულდებოდა. ძალიან მიხარია, რომ აღნიშნული გამზირი მთლიანად მოწესრიგდა.  გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დამონტაჟდა განათების ახალი ბოძები და განთავსდა ნარჩენების მიწისქვეშა ურნები. ამჟამად მიმდინარეობს .საგაზაფხულო გამწვანების სამუშაოები, რომელიც კიდევ უფრო ალამაზებს გამზირს. მიხარია, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, რომ კიდევ ერთი მოწესრიგებული, რეაბილიტირებული გამზირი შეემატა ჩვენს დედაქალქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

წერეთლის გამზირზე ჩატარებული რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები მოიცავდა მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებას, საჰაერო სადენების მიწისქვეშ განთავსებას, ტროტუარების, უსაფრთხოების კუნძულების, გარე განათების ქსელისა და ასფალტის საფარის მოწყობას,  ლედ ლამპიონების მონტაჟს, მოსაცდელებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლების მოწყობას, მიწისქვეშა ურნების განთავსებას.  რამდენიმე დღეში დასრულდება გამწვანების სამუშაოებიც.

 

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი  დავით  ფაჩულია, დიდუბის რაიონის გამგებელი  ვლადიმერ ძნელაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის  უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კავალი
იტალიელი დიზაინერი რობერტო კავალი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიელი მოდის დიზაინერი, ამავე სახელწოდების ბრენდის დამფუძნებელი, რობერტო კავალი, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება გაზეთი Corriere della Sera. მოდის ცნობილი დიზაინერი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგ...

მსოფლიო 1712981580

ხმალაძე
"გადმოთარგმნილი ტექსტი სიტყვა-სიტყვით დაემთხვა „ოცნების“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს - ვახტანგ ხმალაძე

"დღეს მეგობარმა მითხრა, რომ რუსეთის დუმის ვებგვერდიდან აიღო 2012 წელს მიღებული ე.წ. „უცხოური აგენტების კანონი“ (ეს კანონი შემდეგ გავრცელდა ფიზიკურ პირებზეც და დაწესდა მკაცრი სანქციებიც), ინტერნეტ-ტრან...

სოცმედია 1712980500

ირანი
ირანმა, შესაძლოა, უახლოეს 24 საათში ისრაელზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელოს - CBS

ირანმა, შესაძლოა, უახლოეს 24 საათში ისრაელზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელოს, იუწყება CBS აშშ-ის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით. მათი თქმით, თავდასხმა ისრაელის სამხედრო ობიექტებზე იქნება მიმართუ...

მსოფლიო 1712962500

თეთრი სახლი
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმის საფრთხე რეალურია

ისრაელზე ირანის თავდასხმის საფრთხე რეალურია, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, შეერთებ...

მსოფლიო 1712960940

ჯანგირაშვილი
"ჩემი აზრით ოცნებამ ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა რუსული კანონის ინიცირებით" - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

"ჩემი აზრით ოცნებამ ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა რუსული კანონის ინიცირებით. ახალგაზრდები ბოლოს და ბოლოს ზუსტად მიხვდებიან, რატომ უნდა მიბრძანდნენ აუცილებლად არჩევნებზე და რატომ უნდა გამოდღლიზონ თავი...

სოცმედია 1712954100

გოგოტიშვილი
"აუცილებლად დაიწყებს სულ მალე. ვიყოთ რეალისტები..." - თენგო გოგოტიშვილი

"საქართველოში ათობით ათასი ლაზარეა - ვის დასაჭერადაც ბორიას ხელები ექავება. და აუცილებლად დაიწყებს სულ მალე. ვიყოთ რეალისტები" წერს თენგო გოგოტიშვილი.

სოცმედია 1712953680