"ალბათ 30 ვერცხლის კონვერტირება გააკეთეს" - მამა დოროთე ყურაშვილი მღვდლის შვილისთვის მიწის გადაცემაზე
საზოგადოება • 1771154696
მამა დოროთე ყურაშვილი მის მღვდლობიდან განყენების პროცესს "ოცნების" ხელისუფლების მიერ მცხეთაში მიწის გადაცემის საკითხს უკავშირებს. ამის შესახებ სასულიერო პირმა ქადაგებისას ისაუბრა. საქმე ეხება შაბათის ეთერში გასულ რეპორტაჟს.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებები დროში დაემთხვა მის მიმართ გატარებულ საეკლესიო ზომებს და ამ გარემოებებზე საჯაროდ გაამახვილა ყურადღება. ყურაშვილმა ქადაგებაში ასევე ისაუბრა საპატრიარქოში დაბარებისა და საკუთარი პოზიციების შესახებ.
ჩვენს განკვეთაზე, მღვდლობიდან განყენებაზე, კობახიძემ 300 000-იანი მიწა გადასცა მცხეთაში მიქაელ ბოტკოველს. ეს 300 000 ალბათ, 30 ვერცხლის კონვერტირება გააკეთეს და დღეს 300 000-ია. მიწა რომ უყვართ და ფული, რომ უყვართ, ეს კი არ არის უბედურება იმდენად, არამედ უბედურება ის არის, რომ ქრისტე უნდათ გაყიდონ, ყიდიან, თან ქრისტე უნდათ, რომ მათთან იყოს ანუ, მართალი სიტყვა. ეს ერთმანეთთან შეუთავსებელია. პირველად რომ დამიბარეს საპატრიარქოში შიო მუჯირის კურთხევით, ბოტკოველმა და ჯაღმაიძემ, ბოტკოველს ჰქონდა ჩემი ქადაგებები ამოწერილი ერთი იყო ასეთი: შენ ამბობო, რომ მეო ერსო ღვთის სიტყვას ვუცხადებო, ჯაღმაიძემ ჩვენ სამიო ამბობსო, მე ვუთხარი, არც მე და არც ჩვენ სამნი არ მითქვამს, არამედ ჩვენ რამდენიმე-მეთქი და ჩვენ რას ვაკეთებ აქო, ბუმბულს ვარჩევთო? ჩვენ არ ვუცხადებთო? ბუმბული არა, მაგრამ მიწებს არჩევენ, დოლარებს ითვლიან ... ისე მადლობლები მაინც უნდა იყვნენ, რომ მთავრობა ასე დაინტერესდა ჩემი განკვეთით. ასე, რომ არ დაინტერესებულიყო მთავრობა ჩემი განკვეთით, ვინ მისცემდა მაგათ ამდენ ფულს?, - თქვა ქადაგებისას მამა დოროთე ყურაშვილმა.
მცხეთაში, ისტორიულ ტყე-პარკთან ახლოს, სამხედრო ქალაქის №3-ში მდებარე 827 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი საქართველოს საპატრიარქოს მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის შვილის — პაპუნა ბოტკოველის საკუთრება გახდა.
ტერიტორია მას საქართველოს მთავრობის 2026 წლის 23 იანვრის განკარგულებით, 1 ლარად გადაეცა. დოკუმენტის მიხედვით, სანაცვლოდ ბოტკოველმა სახელმწიფოს მცხეთაში მდებარე საკუთარი 600 კვადრატული მეტრი მიწა უნდა გადასცეს.
„შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, მამა მიქაელ ბოტკოველის ვაჟმა, პაპუნა ბოტკოველმა, მცხეთაში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე 600 კვადრატული მეტრი მიწა 2025 წლის 26 ივნისს შეიძინა და 285 ათასი ლარი გადაიხადა. გავრცელებული ინფორმაციით, შესყიდვისთვის სესხი არ გამოუყენებია.
ყოფილი მფლობელის განცხადებით, გარიგების მომენტში ნაკვეთზე უკვე მოქმედებდა შეზღუდვა. შესაბამისად, მყიდველს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ტერიტორიაზე მშენებლობა შეუძლებელი იყო, მიუხედავად ამისა, ქონება მაინც შეიძინა.
"ფიგურული ცურაობა" - მიხეილ ყაველაშვილი
პოლიტიკა • 1773078330
რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟს, მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა. გავრცელებული ინფორ...
მსოფლიო • 1773078042
მოჯთაბა ხამენეიმ უზენაესი ლიდერის რანგში პირველი მიმართვა გაავრცელა. „მშვიდობა დიდებულ, მამაც და ღირსეულ ირანელ ერს, რომელმაც მტკიცედ გაუძლო ყველა განსაცდელს.დღეს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ერთგულად გავა...
მსოფლიო • 1773077710
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართა. "ივანიშვილი არის დასამხობი" - ახალაიას ამ ფრაზის გამო, რომელიც მან სასამ...
პოლიტიკა • 1773077061
ფარულ ჩანაწერში ქალი, რომელიც მოქალაქეს 60 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ მერიაში გარანტიებს ჰპირდება, რიმა ოთარაშვილია - "ქართული ოცნების" სტაჟიანი გულშემატკივარი და მარნეულის მერიის თანამშრომელი....
კრიმინალი • 1773074848
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...
პოლიტიკა • 1773061331












