ალექსიძის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საზოგადოება • 1751558083

საბურთალოს რაიონში მერაბ ალექსიძის, ბერბუკისა და ტყვარჩელის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 4 ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, ნაწილობრივ შეიზღუდება.
სამუშაოების პირველ ეტაპზე, ბერბუკის ქუჩის N1 საცხოვრებელი კორპუსიდან (მაღაზია „მადაგონის“ მიმდებარედ) აფაქიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ზონალურ-საათობრივი პარკირება (A700, A699) დროებით გაუქმდება და საავტომობილო მოძრაობა სრულად აიკრძალება.
ზონალურ-საათობრივი პარკირება (A1444, A1443) დროებით გაუქმდება ბერბუკის ქუჩის N7-შიც (სკვერის მოპირდაპირედ), საავტომობილო მოძრაობა კი სავალი ნაწილის მხოლოდ ერთ ზოლში შეიზღუდება.
რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე სამუშაოებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აწარმოებს, რის შემდეგაც საბურთალოს რაიონის გამგეობა სანიაღვრე ქსელს მოაწყობს და საგზაო სამუშაოებს განახორციელებს.
სამუშაოების დანარჩენ ეტაპებთან დაკავშირებით, მოსახლეობას ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდება.

ირაკლი კუორაძე: ჩვენს 3 თანამებრძოლს (ლელოს ლიდერებს) მოუწყვეს ჩასაფრება და გადაიყვანეს ნარკოლოგიურში.ოთო ფარულავა - გენერალური მდივნის მოადგილელევან ჯორბენაძე - კოალიციის კომუნიკაციების ხელმძღვანელიბ...
პოლიტიკა • 1751994677

ალექსანდრე ახვლედიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება ეკა ბარბაქაძემ ადგილზე თათბირის შემდეგ გამოაცხადა. ახვლედიანს 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. გირაოს გადასახდელად მოსამართლემ...
კრიმინალი • 1751993466

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი:,,გაწამდა ტვ–პირველი იმის მტკიცებით,რომ ადგილობრივი არჩევნებია ჩვენი გადარჩენა. ამიტომ მაქვს წინადადება ხაზარაძესთან, აყრევინე კენჭი თბილისის მერად გია ხ...
სოცმედია • 1751986272

საქართველოში ლოიალურობის ყველაზე მასშტაბური პროგრამა PLUS წელს 8 წლის გახდა. ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოს ბანკის გუნდმა ლოიალურ მომხმარებლებს შოპინგის ნამდვილი დღესასწაული მოუწყო და 100,000-მდე ა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1751984728

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სინდისის პატიმრის, დავით ხომერიკის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ერთ-ერთი დამკავებელი პოლიციელი, ნიკა კიზირია იკითხება. სწორედ კიზირია იყო ერთ-ერთი, ვინც ხელბორკილები...
პოლიტიკა • 1751984405

ჟურნალისტი ვიკა ბუკია:„ყველაზე შემზარავი მაინც იმის გააზრებაა, რომ ივანიშვილმა ცხოველებად გადააქცია ადამიანები. რუხაძე რომ გააგორონ ხვალ და წერილი “დააწერინონ”, ან მართლაც თვითმკვლელობამდე მიიყვანონ –...
სოცმედია • 1751984249