"ან პასუხი გაგვცეს, ან პირდაპირ მის კაბინეტში შევალთ" - სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის მინისტრს ვადას ხვალამდე აძლევენ
საზოგადოება • 1643200293 96

სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ. ისინი ჯანდაცვის მინისტრს პასუხის გასაცემად ხვალ, 15:00 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მის კაბინეტში შეჭრით იმუქრებიან.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლების შეთავაზება მათთვის მისაღები არ არის, რადგან შეუძლებელია კვადრატული მეტრი ბინის 550 დოლარად შეძენა. ამასთან, აქციის მონაწილეები სანატორიუმ „ქართლიდან“ ყველა დევნილის გაყვანას მოითხოვენ:
„მინდა მივმართო ჯანდაცვის მინისტრს, რომ ხვალ, 15:00 საათზე ველოდებით პასუხს. 15:00 საათის შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატთან და ჩვენს იურისტთან ერთად, შემოვდივართ პირდაპირ თქვენს კაბინეტში. კმარა სიცრუე, კმარა ჩვენი აგდება და კმარა ჩვენთვის ასეთი სიცრუით საუბარი! ხვალ 3 საათზე გველოდეთ, ჩვენ მოვდივართ ჩვენს იურისტთან და სახალხო დამცველის აპარატთან ერთად. კეთილი ინებეთ, ნუ დაგვიყენებთ აქ დაცვას, თავისუფლად შემოგვიშვით. ჩვენც ისეთივე მოქალაქეები ვართ, როგორიც თქვენ. რა პასუხსაც ჩვენ ველოდებოდით, არ მივიღეთ ის პასუხი, ჩვენი მიზანია, რომ მოხდეს ჩვენი ერთიანი გაყვანა და რასაც ვითხოვდით ამდენი ხნის განმავლობაში, ფართებით დაკმაყოფილება. ნუ მანიპულირებენ ათასი სისულელით", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ესმა ხორავამ.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ კიევში, საელჩოს დასაცავად, სპეცრაზმის გაგზავნის საკითხს განიხილავს. გამოცემას ამის შესახებ ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა. "ბაიდენთან ჯერჯერ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1653251699

დაღესტანში, დასახლება იზბერბაშში, ერთ-ერთ სკოლაში ბოლო ზარის ზეიმზე გოგონამ, რომლის ვინაობაც არ სახელდება გამოსვლა შემდეგი შეძახილით დაასრულა: "არა ომს! თავისუფლება უკრაინას! პუტინი ეშმაკია!" ბუნებრივ...
სოცმედია • 1653250483

Guardian-ის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე კვირაა რუსეთში სირიიდან ჩასული 50 სპეციალისტი იმყოფება, რომლებიც ოკუპანტებს ე.წ. "კასრის ბომბების" დამზადებასა და გამოყენებას ასწავლიან. "კასრის ბომბი" არის გა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1653249501

The Telegraph წერს, რომ უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი მესამე დონის ქვეყანა გახდა, პუტინი კი ყველაზე მარტოსული ადამიანი დედამიწაზე. „პუტინმა საბოლოოდ გააერთიანა მთელი ცივილიზებული სამყარო მი...
მსოფლიო • 1653248011

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, რომელის ფილარმონიაში კონცერტის მსვლელობისას "აიქოსის" გამონაბოლქვით შეწუხდა, ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს: "ფანტასტიკურ კონცერტზე ვარ ფილარმონიაში , გიგაშა, ნინი, ჯ...
სოცმედია • 1653247242

"გირჩი - მეტი თავსუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არანაირი დრაივი ან მოტივაცია, რომ ამ წუთში, რაიმე გააკეთონ ოპოზიციაში, არ არსებობს. მისი განმარტებით, არ ჰგონია, რომ პარლამენტიდან გამოსვლით რ...
პოლიტიკა • 1653244602