საზოგადოება • 1713266864
თბილისის მუნიციპალიტეტი, დედაქალაქში ურბანული სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარებისთვის, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) დაფინანსებით, პროექტს - „თბილისში მდგრადი ურბანული მობილობა“ ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებას, მათ შორის, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე, მგზავრობისას ქალებისა და გოგონების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, ამსტერდამში, 15-19 აპრილს საერთაშორისო გამოფენა - Intertraffic იმართება.
ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეებთან ერთად ესწრება. გამოფენის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს მოძრაობის მენეჯმენტის, საგზაო უსაფრთხოების, ადმინისტრირების, ასევე, პარკირებისა თუ სხვა სატრანსპორტო მიმართულებების გაუმჯობესების კუთხით.
თბილისის მერის მოადგილემ გერმანიის მთავრობას თანამშრომლობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის დანერგვა შეამცირებს გადაადგილების დროს, როგორც ავტობუსებისთვის, ისე კერძო ავტომობილებისთვის.
„დედაქალაქში მოძრავი ავტომობილების რაოდენობის გათვალისწინებით, „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის დანერგვა და არსებულის მოდერნიზება მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. შესაბამისად, გასული წლის მაისიდან დავიწყეთ ახალი პროექტი, წელს კი მის საბოლოო დიზაინს შევიმუშავებთ და ეტაპობრივ შესყიდვებს განვახორციელებთ. საერთაშორისო გამოფენაზე გავიზიარებთ იმ საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას, რომელიც რეფორმის წარმატებით განხორციელებაში დაგვეხმარება. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გერმანიის განვითარების ბანკს, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, ცოდნის გაუმჯობესებასა და ევროპის საუკეთესო მაგალითების გადმოღებაში გვეხმარება“, - განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ.
ამსტერდამში მიმდინარე გამოფენას ანდრია ბასილაიასთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და პროექტში ჩართული სხვა წარმომადგენლებიც ესწრებიან. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მონაწილეობა ცოდნის ცენტრის სესიებში. ასევე, გაიმართება შეხვედრები ინდუსტრიის ლიდერებთან და დაინტერესებულ მხარეებთან.
„თბილისში მდგრადი ურბანული მობილობა“, რომელსაც ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ხელმძღვანელობს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (DKTI) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტს ექვსი კომპანიის კონსორციუმი, მათ შორის, „გოპა ინფრა“, (GOPA Infra GmbH), „აი ელ ეფი კონსალტინგ ინჟინრები ავსტრია“ (ILF Consulting Engineers Austria GmbH), „ავსტრიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი“ (AIT - GmbH, A+S Consult GmbH), „აი ელ ეფი კონსალტინგ ინჟინრები საქართველო“ (ILF - Consulting Engineers Georgia GmbH) და „კავკასიის საკონსულტაციო ჯგუფი“ (CCG LLC) ახორციელებს.
პროექტი მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს: ერთიანი „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის (ITS) პლატფორმის შექმნა, მოძრაობის მართვისა და კონტროლის ცენტრის ჩათვლით; ეკო-მობილობის (EcoMobility) პროექტების განხორციელება, რომელიც მოიცავს ავტობუსების სისტემის გაუმჯობესებას, მგზავრთა საინფორმაციო სისტემების უზრუნველყოფას, ქვეითებისა და ველოსიპედისტებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას; ტრენინგებსა და შესაძლებლობების განვითარებას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში.
აღსანიშნავია, რომ „ჭკვიანი“ სატრანსპორტო (ITS) სისტემის დანერგვით, დედაქალაქში შეიქმნება ეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა და მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ურბანული გარემო.
ვიდეო - აქციაზე აკრძალული ფეიერვერკებიც დაბრუნდა
პოლიტიკა • 1739215853
ვიდეო - ლევან გოგიჩაშვილის დაკავების კადრები
პოლიტიკა • 1739215484
რეჟისორი დათა თავაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა - მისი განმარტებით, სამართალდამცველები ყოველდღიურად ცდილობენ, რომ დედაქალაქის მთავარი გამზირი მოქალაქეებმა არ გადაკეტონ. რ...
პოლიტიკა • 1739214828
მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს, თუმცა ოლიგარქის პოლიცია მოქალაქეების სავალი გზიდან გაყვანას ისევ ცდილობდა. ამ დროისთვის, ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიც...
პოლიტიკა • 1739214754
ოლიგარქის პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ "ქართული ოცნება" "ჯერჯერობით, წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან". ეს განცხადება კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoch...
პოლიტიკა • 1739204073
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია - წერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის ერთ-ერთი პრორექტში, რომლის ავტორიც ევროპის სახალხო პარტიაა....
პოლიტიკა • 1739202888
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი