არ ვაპირებთ არანაირი თანხის გადახდას, გავასაჩივრებთ სასამართლოში - გვარამიას საგანგებო განცხადება

ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს,  რომ ტელეკომპანია ჯარიმას არ გადაიხდის და გაასაჩივრებს.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი მიიჩნევს,  დღევანდელი გადაწყვეტილება უკანონოა და ის "ივანიშვილის პირადმა ცენზორებმა" მიიღეს.

როგორც გვარამიამ გამართულ ბრიფინგზე დაანონსა, ხვალიდან, "მთავარი არხის" ეთერში გავა კლიპი მარეგულირებელი კომისიის თანამშრომლებზე, სახელწოდებით: "იცნობდეთ თავისუფალი სიტყვის ჯალათებს და ბიძინა ივანიშვილის პირად ცენზორებს".

"გვინდა განცხადება გავაკეთოთ ჩვენი მედიის პრაქტიკულად დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. დღეს, მარეგულირებელმა კომისიამ ჩათვალა და მიიღო უპრეცედენტო ოდენობის ჯარიმის გადაწყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის 112 ათასი ლარი. აქამდე რეკორდი იყო 58 ათასი ლარი და ეგეც ჩვენ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება იყო, თუ გახსოვთ, მაშინ შალვა რამიშვილის და ლაშა ნაცვლიშვილის საუბარი იყო, ახლა უკვე ამ ორ კლიპთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება. უფრო სწორად, მანამდე მიიღეს, "გაათავისუფლე მიშას" გამო გადაწყვეტილება, მიმართეს სასამართლოს და სასამართლომ უარი თქვა. ხვალ 14:00 საათზე პროცესია ჩანიშნული ამ მიშას კლიპებთან დაკავშირებით.

დღეს აბსოლუტურად უკანონოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილება... გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2 კლიპის გამო. პირველი - "სირცხვილიას" კლიპი, არ არის ჩვენი პროდუქტი, მოტანილ იქნა როგორც სოციალური რეკლამა და აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის ყველა პარამეტრს. ამით შეიზღუდა არამხოლოდ მედიის უფლება, არამედ შეიზღუდა არასამთავრობო სექტორის გამოხატვის უფლებაც. მეორე კლიპი იყო, გახსოვთ ალბათ, "კლავს". ერთი იყო პოლიტიკოსებზე, რომლებიც სააკაშვილზე საუბრობდნენ, მეორე იყო ციხის ადმინისტრაციაზე.

აღნიშნული კლიპები ხელისუფლებამ ჩათვალა და კომისიამ ჩათვალა პოლიტიკურ, წინასაარჩევნო კლიპებად. ვაცხადებ პირდაპირ, წინასაარჩევნო რეკლამა ემსახურება სხვისი არჩევის მიზნით მეორე პოლიტიკური ძალის ანტირეკლამას. ესეც შეიძლება ჩაითვალოს. მე ვკითხულობ - ვისი არჩევის ან რომელი არჩევნები მიმდინარეობს ახლა საერთოდ. ან ვისი არჩევის მოტივაციით იყო ახლა ეს. მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოს საარჩევნო სუბიექტი. შესაბამისად, ფორმალურადაც და მატერიალურადაც, აბსოლუტურად მცდარია ეს გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს ერთადერთს, ჩვენი სამოქალაქო და სარედაქციო პოზიციის გამოხატვის უმკაცრეს შეზღუდვას.

ეს არის ცენზურის გადაწყვეტილება და მინდა იცნობდეთ ივანიშვილის პირად ცენზორებს და თავისუფალი სიტყვის ჯალათებს, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს და ეს არ არის პირველი შემთხვევა. მთავარი ჯალათი არის ეს კაცი, რა თქმა უნდა, თავისი კორუფციული სქემებით და არაერთხელ ვამხილეთ, ეს არის კახა ბექაური, შემდეგი, ეს არის ვახტანგ აბაშიძე, რომელიც ვითომ გვიღიმის და არაფრით არ განსხვავდება ამ შავბნელი ხალხისგან და მესამე არის ეკატერინე იმედაშვილი... ესეც არის ჯალათი თავისუფალი სიტყვის და ცენზორი.

ახლა მე ვკითხულობ - ხვალიდან ჩვენთან გავა კლიპი ამ ადამიანებზე, "იცნობდეთ თავისუფალი სიტყვის ჯალათებს და ბიძინა ივანიშვილის პირად ცენზორებს". ესეც პოლიტიკურ რეკლამად ჩაითვლება? ძალიან მაინტერესებს, ეს სამი ადამიანი გამოიტანს საკუთარ თავზე გადაწყვეტილებას, რომ ეს პოლიტიკური რეკლამაა?

გარწმუნებთ, რომ ჩვენ ამას გავუშვებთ ხვალ ყველა შემთხვევაში. ისევეე როგორც არ ვაპირებთ არანაირი თანხის გადახდას, გავასაჩივრებთ სასამართლოში და ვნახოთ სასამართლო გაუძლებს თუ არა ამ ტესტს", - ამბობს ნიკა გვარამია. 

გვარამია ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს, ასევე აშშ-ის საელჩოს, ოპოზიციასა და მედიასაშუალებებს მიმართავს და ამ საკითხთან დაკავშირებით რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"ეს არის არასამთავრობო სექტორის მედია კასტრაცია" - აცხადებს ნიკა გვარამია და ამბობს, რომ ეს პირდაპირი დარტყმაა არასამთავრობო სექტორზე. ის განმარტავს იმასაც, რა პრობლემები შეექმნება ოპოზიციას ასეთი პრეცედენტით:

თქვენი შეზღუდვაა, მედიაში პრაქტიკულად ვეღარ გამოჩნდება ვერაფერი, სადაც რომელიმე პირს ან კორუფციაზე, ან სასამართლო კლანზე, ან ხელისუფლების მითვისებაზე, ან არჩევნების გაყალბებაზე საუბრებით, ვერაფერი ვერსად განთავსდება ვერც ერთ არხზე... "მაგალითად, ოპოზიციური პარტიის მიტინგის დაანონსება და დროის განმარტება, როდის იქნება, რა ლოკაციაზე და ა.შ. რაც აბსოლუტურად არ წარმოადგენ პოლიტიკურ რეკლამას, არამედ საინფორმაციო დატვირთვა აქვს, ესეც აკრძალული გვაქვს. ანუ, თქვენი ამომრჩეველი ვერ გაიგებს თქვენი შეკრების დროის, ლოკაციის და ა.შ. რაც აბსოლუტურად ნორმალური პრაქტიკაა და არ წარმოადგენს წინასაარჩევნო რეკლამას, მით უმეტეს არასაარჩევნო პერიოდში" - ამბობს ნიკა გვარამია.

მან სხვა ტელევიზიებსაც მიმართავს:

"ჩვენ გვაქვს თქვენი გვერდში დგომის იმედი. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ეს აქლემი თქვენს კარებთანაც დაიჩოქებს და ვიცით, რომ არაერთხელ გამხდარხართ მსხვერპლი ამ ყველაფრის, მაგრამ ეს უკვე უპრეცედენტო მასშტაბებს იღებს მთავრი არხის წინააღმდეგ" - ამბობს ნიკა გვარამია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო

სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტმა მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. საძაგლიშვილის განმარტებით, სააკაშვილმა პროტესტის ამ ფორმას პენიტენციური სამსახ...

პოლიტიკა 1638952958

ივანე ჩხაიძე
რა სიმპტომები ახასიათებს ახალ "ომიკრონ" შტამს - ივანე ჩხაიძის განმარტება

კორონავირუსის ახალ, ომიკრონ შტამზე იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორ ივანე ჩხაიძე საუბრობს...

Covid 19 1638952557

პოლიცია
ყაჩაღობა "ლუკოილის" ავტოგასამართ სადგურზე - პოლიციამ ოზურგეთში ერთი პირი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, ოზურგეთში, ლუკიოილის ავტოგასამართ სადგურზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებული თავს დაესხა ოპერატორის და იარაღის გამოყენებით თანხა გასტაცა: "შინა...

კრიმინალი 1638952539

ჩხაიძე
„ომიკრონი“ სერიოზულ საფრთხედ უნდა განვიხილოთ - დეკემბერ-იანვარი ორწლიანი პანდემიისას ქვეყანაში ყველაზე მძიმე და სერიოზული გამოცდა იქნება -ჩხაიძე

კორონავირუსის ახალ, ომიკრონ შტამზე იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორ ივანე ჩხაიძე საუბრობს...

Covid 19 1638952457

ფხაკაძე.jpg
ამ ოთახში ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა თქვენ მიერ მიღებული - სოსო ფხაკაძე ღარიბაშვილს

ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა. ფხაკაძემ თქვა, რომ პრემიერმინისტრის მიერ ბევრ...

პოლიტიკა 1638951870

წულუკიანი
თეა წულუკიანმა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელად ისევ რობერტ სტურუა დანიშნა

კულტურის მინისტრმა  რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ისევ რობერტ სტურუა დანიშნა. თეა წულუკიანმა, რეზო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა რეჟისორი და მსახიობი ლევან გაბრიაძე,...

პოლიტიკა 1638951176