„არის საქართველო და არის მეორე მხარე – ისინი, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ აქტებს იღებენ. ეს არც მეგობრობის აქტია. ეს ჩემთვის საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ მიღებული აქტია“ – მეუფე იაკობი
საზოგადოება • 1745762220
შევინარჩუნოთ მშვიდობა. ქვეყანაში ბევრი კარგი ხდება. ბევრი კარგი გასაკეთებელია და მოდით, დავსხდეთ ახალგაზრდები და სხვებიც, როგორი საქართველო გინდათ, – განაცხადა კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა.
მისივე თქმით, გარკვეული კანონების მიღება ამერიკასა და ევროპაში შეიძლება, თუმცა საქართველოში – არა.
„ჩატარდა არჩევნები, ვიღაცას მოეწონა შედეგები, ვიღაცას – არა და დავრბივართ ქუჩებში – პირველი დღე, მეორე დღე, მეათე დღე, მე-100 დღე… მემილიონე დღეც ხომ არ უნდა იძახონ?! აქეთ ხალხია და ის ხალხია, რომელიც რომ ფიქრობდეს, რომ შენ მართალი ხარ, შენ თავს არავის დააჩაგვრინებს. ხომ უნდა იყოს თქვენთან ის ადამიანები, რომ უცხოელების პირით არ მელაპარაკებოდნენ. არავის საქმე არ არის, ჩემთან რა კანონი მექნება. თურმე, ამერიკაში შეიძლება რაღაცების მიღება – ეს ისეთი ქვეყანაა ან ევროპაში. საქართველოში არ შეიძლება.
შევინარჩუნოთ მშვიდობა. ქვეყანაში ბევრი კარგი ხდება. ბევრი კარგი გასაკეთებელია და მოდით, დავსხდეთ ახალგაზრდები და სხვებიც, როგორი საქართველო გინდათ. არის საქართველო და არის მეორე მხარე – ისინი, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ აქტებს იღებენ. ეს არც მეგობრობის აქტია. ეს ჩემთვის საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ მიღებული აქტია“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.
"ფიგურული ცურაობა" - მიხეილ ყაველაშვილი
პოლიტიკა • 1773078330
რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟს, მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა. გავრცელებული ინფორ...
მსოფლიო • 1773078042
მოჯთაბა ხამენეიმ უზენაესი ლიდერის რანგში პირველი მიმართვა გაავრცელა. „მშვიდობა დიდებულ, მამაც და ღირსეულ ირანელ ერს, რომელმაც მტკიცედ გაუძლო ყველა განსაცდელს.დღეს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ერთგულად გავა...
მსოფლიო • 1773077710
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართა. "ივანიშვილი არის დასამხობი" - ახალაიას ამ ფრაზის გამო, რომელიც მან სასამ...
პოლიტიკა • 1773077061
ფარულ ჩანაწერში ქალი, რომელიც მოქალაქეს 60 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ მერიაში გარანტიებს ჰპირდება, რიმა ოთარაშვილია - "ქართული ოცნების" სტაჟიანი გულშემატკივარი და მარნეულის მერიის თანამშრომელი....
კრიმინალი • 1773074848
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...
პოლიტიკა • 1773061331












