ბაგების დასახლებაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდება
საზოგადოება • 1759396973
ბაგების დასახლებაში საერთაშორისო სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდება, - ამის შესახებ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძეს შესაბამისი დავალება მისცა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, პრობლემური საკითხების განხილვისას, გამოიკვეთა, რომ ბაგების დასახლებაში, რომელიც სწრაფი ტემპით იზრდება, საბავშვო ბაგა-ბაღი არ არსებობს.
„ბაგების დასახლება ძალიან იზრდება. როდესაც პრობლემურ საკითხებს განვიხილავდით, გამოიკვეთა ერთი პრობლემა, რომ იქ არ არსებობს საბავშვო ბაგა-ბაღი. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, გიორგი ტყემალაძეს, რომ დავიწყოთ ამ პროექტზე მუშაობა, რათა ბაგებში აშენდეს საერთაშორისო, ევროპული სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ვაკის რაიონისთვის და კონკრეტულად, ბაგებში მცხოვრები ოჯახებისთვის. მომავალი წლიდან დავიწყოთ აღნიშნული პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა ბაგების დასახლებაში დაანონსებული საზოგადოებრივი მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობის შესახებაც.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის ყველა რაიონში, მინიმუმ ერთი მრავალფუნქციური ცენტრი არსებობდეს.
„ბაგების დასახლებაში საზოგადოებრივი მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია ტერიტორია, სადაც ეს მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი პროექტი განხორციელდება. ეს იქნება პირველი საზოგადოებრივი მრავალფუნქციური ცენტრი ღია საცურაო აუზით, რაც მისასალმებელია. ჩვენ გვინდა, რომ ყველა რაიონში, მინიმუმ ერთი ასეთი მრავალფუნქციური ცენტრი არსებობდეს საცურაო აუზებით, საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნებით, საჭიდაო დარბაზებით, სატრენაჟორო სივრცეებით, მედიათეკითა და კაფე-ბარებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
19 მაისი, საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდუ...
საზოგადოება • 1779211757
"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენოთ, გუშინ დარტყმამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, როდესაც გადაწყვეტილება შევცვალე. ისინი ითხოვენ შეთანხმების დადებას, მაგრამ შესაძლოა, კიდევ ერთი ძლიერი და...
მსოფლიო • 1779211622
თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნას, რომელიც სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის წინააღმდეგ იმუშავებს. კახა კ...
პოლიტიკა • 1779211556
„რაში სჭირდება ხელისუფლებას, ისედაც განულებულ ოპოზიციას რამე დაუგეგმოს და აქტივობებში ხელი შეუშალოს?“ - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებ...
პოლიტიკა • 1779211414
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა მიმართულებით გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპ...
პოლიტიკა • 1779211364
„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, რომ ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურა...
პოლიტიკა • 1779211308












