დაბა ჩაქვში ზღვა მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირეს და ასხვისებენ

დაბა ჩაქვი

 დაბა ჩაქვში ზღვა მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირეს და ასხვისებენ. საუბარია 5727 კვადრატულ მეტრ ზღვის ფართობზე, რომელიც არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირეს და მის საიჯარო წესით, 15 წლით შპს "დრიმლენდ ოაზისისთვის" გადაცემას გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.

 

აღნიშნული ზღვის ფართობი შპს "დრიმლენდ ოაზისის" გასწვრივ არსებულ პლაჟს ესაზღვრება, რომელიც კომპანიას ათი წლის ვადით, საიჯარო წესით აქვს აღებული და 5 ჰექტარ მიწის ფართობზე მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. შპს "დრიმლენდ ოაზისი" 5727 კვ.მეტრზე ზღვაზე გასასვლელი პირსის მოწყობას გეგმავს.

რეესტრის მონაცემებით, ზღვა მიწის ნაკვეთად 2023 წელს, ანუ მას შემდეგ დაარეგისტრირეს, რაც ინტერესი შპს "დრიმლენდ ოაზისმა" დააფიქსირა. სააგენტოს უფროსის ბრძანების მიხედვით, განისაზღვრა ზღვის ტერიტორიის გასხვისების პირობებიც: 5727 კვ.მეტრ ტერიტორიას ზღვაში, აღნაგობის უფლებით, საიჯარო წესით, 15 წლის ვადით, ელექტრონული აუქციონის ფორმით გაასხვისებენ. აღნაგობის უფლების საზღაურად 307 000 ლარი დაადგინეს.

გამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით, არის რიგი საკითხები, რაც კომპანიას მთავრობასთან ბოლომდე არ ჰქონდა შეთანხმებული, როცა ქონების ეროვნულმა ტერიტორია ზღვაში აუქციონზე გასასხვისებლად გაიტანა, 2024 წლის აგვისტოში. აუქციონი 10 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის არ შედგა. ქონების განმეორებით აუქციონზე გამოსატანად მოლაპარაკება გრძელდება.

ფოტო: "ბათუმელები"

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეგი გოცირიძე
„გამშველებლის დედაც“ - მეგი გოცირიძე ხარებას და შინჯიჯაშვილის სისხლიან „რაზბორკებზე“

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: არ ვგმობ არცერთი მხრიდან ძალადობას!ხარებას ბანდამ  ცეცხლი გაუხსნა შინჯიკას ბანდას გამშველებლის დედაც

სოცმედია 1737309135

უდიპლომო ყაველაშვილი
ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.  „საქართველოს პრეზიდენტის მ...

პოლიტიკა 1737307698

 ჯო უილსონი
"ივანიშვილის ტირანული რეჟიმი ახლა უკვე იტაცებს კიდეც მამაც ქართველებს... ამ სასტიკ რეჟიმს არ შეუძლია დააშინოს ქართველი ხალხი" - უილსონი

"ივანიშვილის ტირანული რეჟიმი ახლა უკვე იტაცებს კიდეც მამაც ქართველებს... ამ სასტიკ რეჟიმს არ შეუძლია დააშინოს ქართველი ხალხი," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონ...

პოლიტიკა 1737306367

ხარება
დაპირისპირება "ხარებასა" და შინჯიკაშვილს შორის გრძელდება - 17 იანვარს "ასპრიასთან" სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი

"ხარებას" და გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება გრძელდება - კერძოდ, დინამოს სტადიონის მიმდებარედ, ფიტნეს დარბაზ "ასპრიასთან" 17 იანვარს სროლა იყო, რა დროსაც ერთი ადამიანი, ჯონი მარიდ...

პოლიტიკა 1737306226

ირმა გიგანი
ახალგაზრდა პიანისტმა ირმა გიგანმა ვატიკანში კონცერტი გამართა

ქართველმა ახალგაზრდა ;პიანისტმა ირმა გიგანმა ვატიკანში კონცერტი გამართა. ამის შესახებ ირმას დედა, თაკო ჩარკვიანი სოცქსელში წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს: დე მიყვარხარ გილოცავ, ბედნიერი ვარ ირმა დე გენაც...

კულტურა 1737300315

თემქის პოლიცია
"არავინ ვართ თავისუფლები, სანამ რეჟიმის ტყვეები ციხეში არიან" - გუშინ, თემქის პოლიციასთან დაკავებული 6 მოქალაქიდან 4 გაათავისუფლეს

გუშინ, თემქის პოლიციასთან საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 ადამიანიდან 4 - მარიამ პაიჭაძე, სონა კალანდაძე, თამარა ჩუმაშვილი და მარიამ გილაშვილი გაათავისუფლეს. "მეგობრებო, გოგოები...

პოლიტიკა 1737297580