დათვი, რომელიც ტყეში ხეზე ჯაჭვით დაბმული ჰყავდათ, თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს

საზოგადოება 1707739497    311

დათვი

ტყეში ხეზე ჯაჭვით დაბმული დათვი თბილისის ზოოპარკში გადმოიყვანეს. ზოოპარკში ამბობენ, რომ მათ დახმარება გორის პოლიციამ სთხოვა.

ირკვევა, რომ ცხოველს კისრის არეში აქვს დაზიანება,  დასტრესილი და შეშინებულია.

"ღამით გორის პოლიციიდან დაგვიკავშირდნენ და დათვის გადმოყვანასთან დაკავშირებით დახმარება გვთხოვეს. ჩვენი ვეტექიმი მათთან ერთად გაემგზავრა გორის რაიონის სოფელ იფნარას მიმდებარე ტყეში, დათვი დააძინა და ამჟამად ცხოველი უკვე ჩვენთანაა, ახალი ზოოპარკის საკარანტინე სივრცეში.

ცხოველს კისრის არეში აქვს დაზიანება, ამასთან ერთად, ძალიან დასტრესილი და შეშინებულია. ვეტექიმებმა ჭრილობა დაუმუშავეს და შესაბამისი პრეპარატებიც მისცეს. ამჟამად მეთვალყურეობის ქვეშაა და სამომავლო მკურნალობის კურსიც განსაზღვრული აქვს.

იმ საკითხს, თუ როგორ, საიდან და რა ვითარებაში მოხვდა ცხოველი იქ, სადაც ჩვენმა ვეტექიმმა პირველად ნახა და დააძინა, შესაბამისი უწყებები დაადგენენ.

დათვის მკურნალობას ზოოპარკში გავაგრძელებთ მის სრულ გამოჯანმრთელებამდე და რეაბილიტაციის შემდეგ ვიმოქმედებთ ცხოველის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე", - ნათქვამია ზოოპარკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის რაიონის სოფელ იფნარას მიმდებარედ ტყეში კერძო პირებს დათვი ჰყავდათ ხელზე მიბმული.

ფოტოების მიხედვით, დათვს ყელზე ჯაჭვი ეკეთა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გორგი
„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ YouTube პლატფორმაზე გრძელდება - პროექტის პარტნიორია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით ბანკი დათო გორგილაძის საავტორო პროექტის, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ YouTube პლატფორმის წარმდგენია. გადაცემა, რომელიც მაყუ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1709557860

ტორპედო
თიბისი ქუთაისის ტორპედოს მხარდამჭერი გახდა

თიბისისა და ქუთაისის საფეხბურთო გუნდის ტორპედოს თანამშრომლობა შედგა. ეს სტრატეგიული პარტნიორობა გუნდის ადგილობრივ, რეგიონალურ პოპულარიზაციაზე იზრუნებს და ხელს შეუწყობს ისტორიული საფეხბურთო კლუბის სამო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1709557800

ლარი
ნახეთ, რა ეღირება ვალუტა 5 მარტს

4 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6590 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6596 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8863 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8745 ლარს შეადგენს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1709557200

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 5 მარტს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 5 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის ქუჩის მოსახლე...

საზოგადოება 1709554500

ფული
ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი", მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუ...

კრიმინალი 1709550645

Tsu
7 მარტს,  16:00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში "ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართება

7 მარტს,  16:00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლეგენდარული  ანსამბლი „ქართული ხმები" წარმოგიდგენთ ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციას - „წუთისოფელი".  კ...

საზოგადოება 1709549225