„დავასრულეთ მუშევანის ძეგლების გაწმენდითი სამუშაოები“ - ნინო ბურჭულაძე
საზოგადოება • 1720599157

მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" (საყდრისის კომიტეტი) აგრძელებს დმანისის,ბოლნისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში სამთოწარმოების არეალსა და მის მიმდებარედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მცენარეული საფარისგან გაწმენდის საზაფხულო კამპანიას. მუშევანში დასრულდა X და XV-XVII საუკუნეების ძეგლების გაწმენდითი სამუშაოები.
,, მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე აცხადებს, რომ მუშევანის X საუკუნის ეკლესია 2022 წელს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. პირველად, სწორედ მაშინ, მისი ჯაგნარისგან გაწმენდის დროს,აღმოვაჩინეთ ცნობილი ქართული წარწერა "ქრისტე შეიწყალე კრავაი დედოფალი", მეცნიერებს დაკარგული ეგონათ. ,,მუშევანის ეკლესია ცნობილია თავისი მნიშვნელოვანი ქართული წარწერებით რომლებიდანაც რამდენიმე, ჯერ კიდევ იკითხება ეკლესიის შემორჩენილ ერთადერთ კედელზე. გადარჩენილი კიდევ ერთი წარწერა კედლის მიმდებარედ მიწაზე დევს.
მეორე კი დაკარგული ეგონათ. ასეთივე მძიმე მდგომარეობაში დაგხვდა იმ დროს სოფლის ბოლოში მდებარე გვიანი შუასაუკუნეების ეკლესიაც. მუშევანის ორივე ძეგლი 2022 წელს ჩვენი ინიციატივით შემოიღობა და შესაბამისი გამაფრთხილებელი წარწერებიც გაკეთდა." - აცხადებს ნინო ბურჭულაძე. ორგანიზაცია "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" ძეგლების გაწმენდა-დასუფთავების სეზონურ კამპანიებს უკვე მეოთხე წელია ატარებს და ის ტრადიციულად წელიწადში ორჯერ გაზაფხულსა და გვიან შემოდგომით მიმდინარეობს. მუშევანის ეკლესიები რიგით მეხუთე და მეექვსე ძეგლებია აბულმუგის სპარსული აბანოს(XVIIIს). სათხის მონასტრის(XIIIს). ხულუტის ციხე-დარბაზის(XVIIIს) და ფიტარეთის მონასტრის(XIIIს) შემდეგ რომლებიც საზაფხულო კამპანიის ფარგლებში გაიწმინდა. მუშევანში გაწმენდით სამუშაოებში აქტივისტებთან ერთად მონაწილეობას კომპანია" RMG" ის გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლებიც იღებდნენ. ,,მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" ძეგლების გაწმენდა - დასუფთავების კამპანიას ივლისის ბოლოს დმანისის მუნიციპალიტეტში დაასრულებს.

ვენეციის კომისიამ გადაწყვიტა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მესამე მხარის სახით ჩარევის ნებართვა მოეთხოვა საქმეზე „საია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. საქმე ეხება რუსულ კანონად წოდებულ „...
პოლიტიკა • 1751970853

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ ვიდეოს გადაღების გამო Albi Kordzaia 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს!! ვიზრუნებ რომ ამ 5 დღის მანძილზე ეს ვიდეო ათასჯერ მეტმა ადამიანმა ნახოს!!ალბი
სოცმედია • 1751970241

,ნაცმოძრაობის” წევრის ანა წითლიძის შემდეგ ,,ლელოს” ფულის სანაცვლოდ გაჩუმებაში ხელს ადებს გია ბარამიძეც და აცხადებს: ,,ვადასტურებ, იყო შემოთავაზება, რომ ჩვენ გვექნებოდა გარკვეული სარგებელი, თუ უბრალოდ...
პოლიტიკა • 1751970049

“ბიძინამ “რაზბორკები” დაიწყო და “აკაჩავებს” თავისიანებს” – ამის შესახებ “პირველებთან” “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ახლა ყოფილი...
პოლიტიკა • 1751968932

საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. პლატფორმა ბიზნეს 360° ფარგლებში, 9 ივლისს, 17:00 საათზე, ბანკი კვლავ უმასპინძლებს ვორკშოპს თემ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1751968732

თუ მეორადი ავტომობილის ყიდვას გეგმავ და საკმარისი თანხა არ გაქვს ავტო სესხი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარება. საქართველოში ბევრ ფინანსურ ორგანიზაციას აქვს მოქნილი და მორგებული პირობები ავტო სესხებზე, მ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1751968641