დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის

დებატები

პროექტში პედაგოგთა შერჩევა და გადამზადება დასრულდა.

2026 წლის სექტემბერ-ოქტომბერში პროექტ „დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობდა პროფესიული კოლეჯებისა და ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების მქონე საჯარო სკოლების პედაგოგთა შესარჩევი კონკურსი. შერჩევის შედეგების საფუძველზე დაკომპლექტდება პედაგოგთა ახალი ჯგუფი, რომელიც დებატების სწავლების მეთოდოლოგიაში სპეციალურ გადამზადებას გაივლის. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონკურსი განსაკუთრებით მაღალი ინტერესითა და მსურველთა აქტიურობით გამოირჩეოდა. პროექტს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახორციელებს დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტი.

შერჩევის ბოლო ეტაპზე პროექტში ჩართვის შესაძლებლობა კიდევ 10 საგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცა, რისთვისაც პედაგოგთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. კონკურსი ორეტაპიანი იყო და მოიცავდა განაცხადების განხილვას, კანდიდატებთან გასაუბრებასა და რეკომენდაციების შეფასებას. შერჩევის პროცესთან დაკავშირებით პროფესიული განათლების წარმომადგენლებისა და დაინტერესებული აპლიკანტებისთვის სასტუმრო „თბილისი ბილტმორში“ საინფორმაციო შეხვედრაც გაიმართა. მონაწილეებს გააცნეს პროექტის პირველი ეტაპის შედეგები, მისი გაფართოების გეგმები, კონკურსის პირობები და პედაგოგთა გადამზადების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დებატების მეთოდოლოგიის მნიშვნელობას პროფესიულ განათლებაში და მის როლს სტუდენტების კრიტიკული აზროვნების, არგუმენტაციის, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაში.

შერჩეული და გადამზადებული პედაგოგები მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე შეძლებენ დებატების სწავლების დანერგვას როგორც ექსტრაკურიკულარული აქტივობის სახით, ისე სხვადასხვა სასწავლო საგანში ინტეგრირების გზით. დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტის სუპერვიზირებით პედაგოგები იმუშავებენ სტუდენტებთან და ხელს შეუწყობენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დებატკლუბების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მერაბ დვალიშვილი
დიდი იმედი მაქვს, რომ ყველას გაათავისუფლებენ, მე საჩივარს არ შევიტან, მსურს მშვიდობა და ყოველივე საუკეთესო ყველასთვის - მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...

სპორტი • 1794602917

ზოდიაქო
14 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...

ეს საინტერესოა • 1794600374

ვასილ მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაიზარდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...

საზოგადოება • 1794598054

ავარია ინდოეთი
ინდოეთში ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...

მსოფლიო • 1794595089

გემები მარმარაში
სტამბოლის სანაპიროსთან ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა

სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...

მსოფლიო • 1794591096

ლუკა ეხვაია ჩინეთი
რადიო თავისუფლება: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისას დაშვებულ პროტოკოლურ ხარვეზს უკავშირდება

როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...

პოლიტიკა • 1794584851