დედაქალაქში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ალტერნატიული პოლიგონისთვის ტერიტორიის შერჩევა გრძელდება

ნაგავი

საყოფაცხოვრებო ნარჩენების ალტერნატიული პოლიგონის მოწყობისთვის კვლევების პირველი ეტაპი დასრულდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ ეტაპზე, პოლიგონის მოსაწყობად თბილისის შემოგარენში უკვე შერჩეულია რამდენიმე ლოკაცია და მათი დეტალური შესწავლა მიმდინარეობს.

 

„დედაქალაქის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ალტერნატიული პოლიგონისთვის ტერიტორიის მოძიება გრძელდება. იცით, რომ რსებული პოლიგონი დიდ პრობლემას წარმოადგენს, პირველ რიგში,  მიმდებარედ მცხოვრები ადამიანებისთვის - არის საკმაოდ მძიმე ვითარება, გაუსაძლისი სუნი. სადაც მოსახლეობა ცხოვრობს და დაშორება მცირეა, პოლიგონის არსებობა დიდ პრობლემას წარმოადგენს. ადგილობრივებს შექმნილი აქვთ საინიციატივო ჯგუფი, ჩვენ მათთან არაერთი შეხვედრა გვქონდა. ჯერ კიდევ გასულ წელს დავპირდით, რომ ამ საკითხზე მუშაობას დავიწყებდით. ყველა საერთაშორისო სტანდარტს ვიცავთ. დავიწყეთ შესაბამისი კვლევები. შერჩეულია უკვე რამდენიმე ლოკაცია თბილისის შემოგარენში, 50 კმ რადიუსში და დეტალურ შესწავლას ვიწყებთ, თუ სად შეიძლება აღნიშნული პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

რაც შეეხება არსებულ პოლიგონს და იმ პრობლემებს, რომლებიც მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს, დედაქალაქის მერის თქმით, დაპირებისამებრ ყველაფერი მოწესრიგდება.

 

„ჩვენ, ასევე, ვმუშაობთ ევროპისა რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად, მათი სპეციალისტები ჩართულნი არიან პროცესში. პირველ რიგში, ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას გამოვასწორებთ. ნაჟური წყლები, რომელიც ერთ-ერთ არხში ჩაედინება და მოსახლეობას ძალიან აწუხებს, უნდა მოწესრიგდეს. აღნიშნულ საკითხზე გვქონდა კომუნიკაცია „თბილსერვის ჯგუფთან“. პირველ რიგში, ადგილზე ყველა პრობლემას გადავჭრით, რაც მოსახლეობას აწუხებს. სამწუხაროდ, 15 წლის წინ, როცა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი დიდ ლილოში მოწყობილიყო, არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. უბრალოდ მივიდნენ, დაიწყეს ამოთხრა და ამდენი წელია პრობლემა არსებობს, მოსახლეობას კი ეს ყოველივე ძალიან აწუხებს. ჩვენ მათ დავპირდით და ყველაფერს მოვაწესრიგებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოპერატორი გატაცება
„გვჭირდება ყველა მოქალაქის დახმარება! თბილისის ყველა განყოფილებაში მისვლა და ტვ პირველის ოპერატორის ადგილზე მოძებნა. ადამიანი გააქრეს და მოსაძებნია“ - ადვოკატი

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი: გვჭირდება ყველა მოქალაქის დახმარება!თბილისის ყველა განყოფილებაში მისვლა და ტვ პირველის ოპერატორის ადგილზე მოძებნა.ადამიანი გააქრეს და მოსაძებნია!

პოლიტიკა 1739916169

ტვ პირველი
შსს: "ტვ პირველის" ოპერატორი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ტვ პირველის" ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით. “ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია 173-ე მუხლით, რაც გული...

პოლიტიკა 1739914256

ტვ პირველის ოპერატორი პლაკატი
პლაკატი, რომლის გამოც პოლიციამ „ტვ პირველის“ ოპერატორი გაიტაცა

რამდენიმე წუთის წინ, ჯავახიშვილის ქუჩაზე (ელბაქიძის დაღმართი) ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი სამოქალაქო ტანსაცმლიანმა, ნიღბიანმა ადამიანებმა ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გა...

პოლიტიკა 1739911865

ნოდარ მელაძე
„იზოლატორებში არსად არააა“ - ნოდარ მელაძე „ტვ პირველის“ ოპერატორის გატაცებაზე

ნოდარ მელაძე: კრიმინალური პოლიციის უფროსი არც ზარებს და არც მესიჯებს არ პასუხობს. არ ვიცით სად არის ტვ პირველის ოპერატორი - ლაშა ჯიოშვილი. ადვოკატი რეკავს, იზოლატორებში არსად არააა!სპეციალური საგამოძი...

პოლიტიკა 1739911337

ოპერატორი გატაცება
ვიდეო: „პიროვნება, ვისაც იჭერდნენ ყვიროდა ოპერატორი ვარო და ჯიბეში ჩამიდეს რაღაცო" - ტვ პირველის ოპერატორის კატაცების კადრები

ტვ პირველის ოპერატორის გატაცების კადრები  "პიროვნება ვისაც იჭერდნენ ყვიროდა ოპერატორი ვარო და ჯიბეში ჩამიდეს რაღაცო"  წერს Natia JIvotnikova და ვიდეოს აქვეყნებს  

პოლიტიკა 1739910946

ნოდარ მელაძე
„ტვ პირველის“ ოპერატორის გატაცება - ნოდარ მელაძე განცხადებას ავრცელებს

ნოდარ მელაძე: თბილისში ელბაქიძის აღმართის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, ტელეკომპანია პირველის ახალი ამბების სამსახურის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი. ლაშა საპროტესტო აქციის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, რა დ...

პოლიტიკა 1739910320