„დღეს ვერავინ გაბედავს, ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად, კორპუსები წამოჭიმოს - აბა გაბედოს ვინმემ“ - კახა კალაძე

კახა კალაძე 2

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქალაქი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საფუძველზე ურბანულად სწორად ვითარდება.

 

ამის შესახებ მან გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა და ურბანულ პოლიტიკასთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა.

 

„ძირითადად, ოპონენტების მხრიდან მოდის საუბარი ამასთან დაკავშირებით. არანაირი მტკიცებულება, ფაქტი, რომ რამე არასწორად კეთდება, არ არსებობს. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირველი, რაც გავაკეთეთ, ეს იყო გენერალური გეგმის მიღება - დოკუმენტის, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს და ხდება ქალაქის ურბანული განვითარება. სანამ გენერალურ გეგმაზე მიდიოდა მუშაობა, გვქონდა  გარკვეული შენიშვნები, გვახსოვს, რა დღეში იყვნენ ოპონენტები, რა ამბავში იყვნენ, როდესაც ამ შენიშვნებზე ვსაუბრობდით და ღიად ვამბობდით, რომ რაღაცები უნდა შეცვლილიყო. გარკვეული ბრძოლის, უამრავი შეურაცხყოფის შემდეგ, მაინც მოვახერხეთ, რომ გენერალური გეგმა გაკეთილშობილებულიყო. მივიღეთ ისეთი გეგმა, რომლითაც ხდება ქალაქის სწორი ურბანული განვითარება და არა ქაოსური“, -

 

განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტმა არაერთი გასხვისებული ტერიტორია დაიბრუნა და საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ნაცვლად, მათ ადგილას რეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედნები მოაწყო.

 

„ხომ გახსოვთ, სპორტული მოედნები, რეკრეაციული სივრცეები სხვისდებოდა იმისთვის, რომ იქ კორპუსები აეშენებინათ. ვაკის პარკში ცხრასართულიანი კორპუსის აშენება ჰქონდათ დაგეგმილი, რომ არ დაგვებრუნებინა ეს ტერიტორია. რამდენიმე კვირის წინ გავხსენით „ავაზას“ სტადიონი, რომელიც გახსვისებული იყო იმისთვის, რომ კორპუსები აეშენებინათ. ასეთი უამრავი ფაქტი, მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. დღეს ვერავინ გაბედავს, ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად, კორპუსები წამოჭიმოს. აბა გაბედოს ვინმემ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საბაშვო ველოდისიპედები - საუკეთესო საჩუქარი პატარებისთვის
საბავშვო ველოსიპედები – საუკეთესო საჩუქარი პატარებისთვის

რატომ არის ველოსიპედით სეირნობა ბავშვისთვის სასარგებლო ველოსიპედით სეირნობა ბავშვებისთვის არა მხოლოდ გართობის, არამედ განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს კუნთების...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781262175

ორთოპედიული პროდუქტები
ორთოპედიული პროდუქტების ფართო არჩევანი “ახალი ხედვის” მაღაზიებში

კომპანია ,,ახალი ხედვა” მომხმარებლებს ორთოპედიული პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში სამკურნალო,  საპროფილაქტიკო  და  სარეაბილიტაციო დანიშნულების მქონე პროდუქციაა წარმოდ...

ჯანმრთელობა 1781261876

ვარიკოზული გეტრებ
რა სიმპტომების დროს არის საჭირო ვარიკოზული გეტრების გამოყენება?

ვარიკოზის დროს ერთ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისას ქვედა კიდურებში უსიამოვნო შეგრძნება ძლიერდება, ხოლო მოსვენებისას ფეხის აწევის შემთხვევაში მცირდება. მსგავსი სიმპტომები ზაფხულში, ჯდომისა და დგომის დრო...

ჯანმრთელობა 1781261687

საზოგადოება
სენაკში შვილმა მამა დაჭრა

სენაკში შვილმა მამა, სავარაუდოდ, ყელის არეში დანით დაჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პ...

კრიმინალი 1781246672

ზაზა შათირიშვილი
„უკვე კარგა ხანია ფაქტებითა და მაგალითებით ვადასტურებ, რომ დონალდ ტრამპი დამოუკიდებელი ფიგურა არაა და ის და მისი ადმინისტრაციაც ისევე ემსახურებიან „დიფ სთეითს“, როგორც მისი წინამორბედი“ - ზაზა შათირიშვილი

"როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის - „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თ...

პოლიტიკა 1781246237

მერაბ მეტრეველი
“როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს. „იმედმა“ დადო ეს ქარდი, რასაც ხედავთ, საიდანაც რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საწადელს აღწევს, ე...

სოცმედია 1781237494