დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის დასაწყისში პარკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

საზოგადოება 1657092849    148

პარკი დიღომში

დედაქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა - დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის დასაწყისში პარკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერმა საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

„წლების განმავლობაში, დიდი დიღმის მოსახლეობა მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის, ე.წ. წრესთან მდებარე ტერიტორიაზე, სადაც ძველი სპორტული მოედანი იყო,  პარკის გაშენებას ითხოვდა, თუმცა, ტერიტორია გასხვისებული იყო. წლების წინ, იყო მავნე პრაქტიკა, როდესაც რეკრეაციული სივრცეების და სპორტული მოედნების ხარჯზე, მშენებლობების განხორციელება და კორპუსების ჩადგმა ხდებოდა, რაც ძალიან ცუდი იყო და არავის მოსწონდა. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მშენებლობას, განვითარებას, აღმშენებლობასა და წინსვლას არავითარ შემთხვევაში არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს სწორად. დედაქალაქს ძალიან სჭირდება რეკრეაციული სივრცეები, რათა ჩვენმა შვილებმა სუფთა ჰაერი ისუნთქონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოხდა მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა და აღნიშნული ტერიტორია ქალაქს  დაუბრუნდა.

„ულამაზესი პარკი გაშენდა 14 700 კვ.მ ფართობზე. გაკეთდა ყველაფერი, ველობილიკებით, განათებით, სარწყავი სისტემითა და ატრაქციონებით. ყველაფერი არის გათვალისწინებული, რაც საჭიროა პარკში. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება და დედაქალაქს ძალიან ბევრ პარკს ვაჩუქებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ასევე, მოეწყო შადრევანი, ამფითეატრი, საბავშვო ზონა, სავარჯიშო და ძაღლების გასასეირნებელი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, რომელიც მოიცავდა სარწყავი სისტემის მოწყობას, რულონური ბალახის დაგებას და სხვადასხვა სახეობის 735 ძირი ხე-მცენარის დარგვას.

აღნიშნული პროექტი საბურთალოს გამგეობამ განახორციელა და მისი ხარჯი 2 000 000 ლარს შეადგენს. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჭაჭუა
სალომე ჭაჭუა ზღვის ტალღებში ნებივრობს - სუპერსექსუალური ვიდეო

            View this post on Instagram                       A post shared by Salome Chachua (@salome_chachuaa)             View this post on Instagram                       A post shared by Salome C...

სოცმედია 1660941626

ასტროპროგნოზი
20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ახალი ნაცნობობა კარიერული კუთხით დიდ წარმატებას მოგიტანთ. ფინანსურად სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. საინტერესო გარიგებას გააფორმებთ და თქვენი ბიზნესი გაიზრდება. ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგ...

ეს საინტერესოა 1660937656

ერეკლე საღლიანი
ერეკლე საღლიანი 31 აგვისტოს საოპერაციოდ თურქეთში გაემგზავრება

პოეტი ერეკლე საღლიანი 31 აგვისტოს საოპერაციოდ თურქეთში გაემგზავრება. „ერეკლე 31-ში ქალაქ სამსუნში მიემგზავრება. ოპერაციისთვის საჭირო თანხა სრულად არ შეგროვილა, თუმცა უკვე ოპერაციაზე ფიქრი შეიძლება. გა...

საზოგადოება 1660935891

ბორ
ბორჯომის ხეობაში ხანძარია (ვიდეო)

ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბორჯომის ხეობაში, სავარაუდოდ, სოფელ ქვაბისხევთან ხანძარია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.  

შემთხვევა 1660935571

პუტინი
პუტინი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების დაშვებას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების გაგზავნას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში - ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს. მათი ცნობით, დღეს საფრა...

მსოფლიო 1660935241

აშშ საელჩო
"ISFED-ის არდაშვება საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს" - აშშ-ს საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება პარლამენტის საარჩევნო რეფორმების თემაზე მომუშავე ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" არდაშვებას და მიიჩნევს, რომ ასეთი კომპეტენტური...

პოლიტიკა 1660934919