დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა

საზოგადოება 1669301151    149

კალაძე ბურთი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. კახა კალაძის განცხადებით, თბილისში უკვე მეხუთე საფეხბურთო ცენტრი აშენდა.

 

„თქვენ იცით, ზოგადად სპორტი რამდენად პოპულარულია საქართველოში, განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან ფეხბურთის მიმართ. ასეა მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ძალიან უყვართ სპორტის ეს სახეობა. ძალიან მიხარია, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით, ასეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. დიდ დიღომში საბავშვო სპორტული ცენტრი გაიხსნა, თანამედროვე მოედნით, გასახდელებით, საშხაპეებით. ასევე, დამონტაჟდა სკამები გულშემატკივრებისთვის. ძალიან მიხარია, რომ აქ მცხოვრებ მრავალრიცხოვან პატარებს შესაძლებლობა ექნებათ, მათსავე რაიონში, უბანში ივარჯიშონ და გააგრძელონ სპორტული საქმიანობა. მათ უწევდათ სხვადასხვა რაიონებში სიარული, რაც გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენდა და ეკონომიკური თვალსაზრისითაც სერიოზული პრობლემა იყო მათი ოჯახებისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას. ეს არის გრანტით განხორციელებული პროექტი, ამ ტიპის ხუთი პროექტი განვახორციელეთ თბილისში. რა თქმა უნდა, გაგრძელდება ის  მიდგომა და დამოკიდებულება, რომ ბევრი ასეთი სივრცე შეიქმნას ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სპორტი და ფეხბურთი უყვარს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ახალ საფეხბურთო ცენტრში საფეხბურთო სკოლის მოსწავლეების ღია ვარჯიში გაიმართა.

 

პროექტის ფარგლებში მოეწყო სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედანი

განათებით, ტრიბუნით, ადმინისტრაციული შენობითა და გასახდელებით.

საფეხბურთო ცენტრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შენების ვალდებულებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აშენდა. კომპლექსის მოვლა-პატრონობას ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრის გამოყენებას ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები უსასყიდლოდ შეძლებენ. მსგავსი საფეხბურთო ცენტრები უკვე ფუნქციონირებს ვაკეში, ნუცუბიძის პლატოზე, გლდანში და ვარკეთილში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნონა მამულაშვილი
"ის ამ ქვეყნის, მისი ხალხის და მისი ისტორიის სირცხვილია" - რას წერს ნონა მამულაშვილი

პარლამენტის ყოფილი წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ნონა მამულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "მინდა გამოვეხმაურო ზნედაცემული ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადებას. მას შემდეგ, რაც დაღუპულ ქართველ მ...

სოცმედია 1670441700

მეტრეველი
"ეს უკვე არაფრის ჩარჩოებში აღარ ჯდება" - რას წერს მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ღარიბაშვილი კითხვაზე, ვის მხარეს ხართ ამ ომში - უკრაინის, თუ რუსეთის? - პასუხობს, რომ არის საქართველოს მხარეს. ანუ საქართველოს პრემიერ-მინ...

სოცმედია 1670441580

უგულავა
"როგორ მოვახერხეთ, რომ ამ მსოფლიო სატანაზე ქვევით დავეცით" - რას წერს გიგი უგულავა

გიგი უგულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:  "პუტინმა მოწამლა ნავალნი და როცა ის არ მოკვდა, სამკურნალოდ გერმანიაში გაუშვა. ივანიშვილის ციხეში სააკაშვილი ჯერ იწამლება და მომაკვდავს სამკურნალოდ არ უშვ...

სოცმედია 1670441520

ნინო ჟვანია
"ამაზონის ჯუნგლების მადლი შეეწიოს ორივეს, მაგრამ" - რას წერს ჟურნალისტი ნინო ჟვანია

ჟურნალისტი ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: „გიგა მაქარაშვილმა დაპოსტა - ვიღაც ქართველმა ბიზნესმენმა უკრაინაში გენერატორების გასაგზავნად 100 000$ ჩაგვირიცხაო. სხვადასხვა ვერსიები იწერება,...

სოცმედია 1670441520

ასტროპროგნოზი
8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი შესაძლოა, ამ დღეს ვიღაცის ჭორის მსხვერპლი გახდეთ. შეეცადეთ, ამას იუმორით შეხედოთ, მაგრამ აუცილებლად გაარკვიეთ, ვინ დგას ჭორების გავრცელების უკან. სავარაუდოდ, მტერი გყავთ. თუ მის კვალს მიაგენით,...

ეს საინტერესოა 1670440740

ელექტროენერგია
ქუჩები სადაც 8 დეკემბერს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 8 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნა...

საზოგადოება 1670436420