დიდი დაპირისპირება პირველი პრეზიდენტის ოჯახში - რა წერია ზვიად გამსახურდიას 1988 წელს დაწერილ ანდერძში
საზოგადოება • 1659759346 2442

ცოტნე გამსახურდია, რომელიც დღეს 46 წლის გახდა, საკუთარ დაბადების დღეს, უკვე მეორე წელია, წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში ხვდება. მას მშობლიურ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა კვლავაც არ ეძლევა, რადგან კოლხური კოშკის კარი, მანანა არჩვაძეს აქვს დაკეტილი და შიგნით არავის უშვებს.
პირველი პრეზიდენტის მეუღლე არ აღიარებს რამდენიმე დღის წინ, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც პირველი ინსტანციის მსგავსად, კოლხურ კოშკზე საკუთრების სრული უფლება გიორგი გამსახურდიას მიანიჭა.
კოლხური კოშკის გარდა, მანანა არჩვაძე უარს ამბობს ფინანსური დახმარების შვილისთვის გაყოფაზეც. პირველი პრეზიდენტის მეუღლე, სახელმწიფო პენსიის სახით, ყოველთვიურად 7000 ლარს იღებს, სარგებლობს წყნეთის სამთავრობო აგარაკით და ემსახურება ავტომობილიც.
თავად ირწმუნება, რომ ცოტნეს მეუღლეს, ანა ჯაბაურს გამსახურდიების ქონების ხელში ჩაგდება სურს, თუმცა თავად ანა ჯაბაურმა სასამართლოს გზით ოფიციალურად თქვა უარი ყოველგვარ ქონებრივ და ფინანსურ სარგებელზე. მანანა არჩვაძის და მისი მომხრეების მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებების გამო, ანა ჯაბაური არ გამორიცხავს, რომ სამართალდამცველებს შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით მიმართოს.
ცოტნეს კოლხურ კოშკში გადაყვანას ითხოვს კონსტანტინე გამსახურდიაც, რადგან ქართველი და უცხოელი ექიმების კატეგორიული მოთხოვნით, პაციენტს სრული რეაბილიტაციისთვის ახლა მხოლოდ მშობლიური გარემო სჭირდება.
ანდერძი, რომელზეც კონსტანტინე გამსახურდია საუბრობს, 1988 წლით არის დათარიღებული. ნოტარიუსით დამოწმებული დოკუმენტით ირკვევა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ყველა თავის ქონებას გიორგი და ცოტნე გამსახურდიებს უტოვებს. ანდერძში მანანა არჩვაძე არსადაა ნახსენები.
გალის ქუჩის მაცხოვრებლები "კურიერს" უყვებიან, რომ მანანა არჩვაძე საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად კოლხურ კოშკში ხშირად ჩნდება. მეზობლები იმასაც ამბობენ, რომ პირველი პრეზიდენტის მეუღლე, შვილებთან ქონებრივი დავის პარალელურად, ისტორიული მნიშვნელობის სახლს საფრთხეს უქმნის.
"კურიერის" გადამღებ ჯგუფს კოლხური კოშკის კარი დღესაც დაკეტილი დახვდა. თავად მანანა არჩვაძე მედიასთან არ კონტაქტობს. ის რძლის წინააღმდეგ მიმართვებს, ძირითადად სოციალური ქსელით ავრცელებს და ცოტნე გამსახურდიაზე მეურვეობის მოპოვებას ითხოვს.
კოლხური კოშკის კუთვნილებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრებას მანანა არჩვაძე ახლა მესამე ინსტანციაში გეგმავს, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, უზენაეს სასამართლოში სარჩელი ჯერ არ შესულა.

8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ სოფელ გომიდან გაუჩინარებული ახალგაზრდის ცხედარი მდინარე მტკვარში ნახეს. დ...
შემთხვევა • 1660508280

მარნეულში, 13 წლის გოგო გათხოვების მიზნით გაიპარა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა ავრცელებს. "პრობლემის გარეშე მინდა სულ ერთი დღე… მარნეულის სოფელ თაზაქენდიდან (ალგ...
საზოგადოება • 1660506867

როგორც ირკვევა, 17 წლის მოზარდი, რომელსაც ბრალად დედის, 34 წლის ჟანა ხალილოვას მკვლელობა ედება, გარდაბანში მცხოვრები ნორუს ხალილოვია. მთავარი არხის ინფორმაციით, გამოძიების...
კრიმინალი • 1660505880

მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა. ინფორმაციას Countrymeters-ის სერვისის მონაცემები ადასტურებს, რომელიც პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობას რეალურ დროში ითვლის. მისივე მონაცემებით, დედ...
ეს საინტერესოა • 1660505671

ვერძი ამ დღეს ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა სიამოვნებას მოგანიჭებთ – ამ გზით დაგროვილი სტრესისგან გათავისუფლდებით. დროა, საკუთარი შრომისმოყვარეობის ნაყოფი მიიღოთ. შეთავაზებაზე დათანხმებას ნუ იჩქარებთ,...
ეს საინტერესოა • 1660505460

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე აფხაზეთში ომის დაწყების 30 წლისთავს ეხმაურება: "აფხაზეთის ომიდან, უკრაინის ომამდე... 30 წელი გავიდა.... მე 52 წლის ვარ. სამწუხაროდ ჯერ არ მქვია ომში გამარჯვებ...
სოცმედია • 1660505280