დიდი ნაწილი სიცრუეზეა აგებული, ზოგიერთი სიმართლესაც შეიცავს - საპატრიარქო ჩანაწერებზე

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ, ფარული მიყურადების მეშვეობით მოპოვებული მასალების გავრცელებას პირველად ეხმაურება და აცხადებს, რომ ფაილებში დიდი ნაწილი, სიცრუეზეა აგებული, ნაწილში სიცრუე და სიმართლე არის აღრეული, ზოგიერთი კი სიმართლესაც შეიცავს. ამასთან, საპატრიარქოში ამბობენ, რომ ჩანაწერების გავრცელება ემსახურება იმას, რომ ხალხს ეჭვის საფუძველი გაუჩინონ.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ჩანაწერების ავთენტურობაც აუცილებლად დასადგენი იქნება. საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება სათანადოდ არ რეაგირებს.

"ა.წ. 14 სექტემბერს, საეკლესიო ახალი წლის დღეს, ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ფიზიკურად შეეხნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მხარდამჭერებმა, გარკვეული დანაშაულის გამო რამდენიმე თვის წინ საეკლესიო წესით სასჯელდადებულმა სასულიერო პირებმა, რომლებმაც სცადეს, არ შეეშვათ მღვდელმთავარი სასწავლებელში იმ მოტივით, რომ ბოლო დროს გავრცელებული ფაილების მიხედვით, თითქოს მას აქვს ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, რაც უსაფუძვლო, ცრუ ბრალდებაა.

საზოგადოებამ მათი სახით იხილა ძალადობის, უტიფრობისა და კადნიერების მაგალითი, რომელიც სჯულის კანონით მკაცრად ისჯება. ამასთან დაკავშირებით და განვითარებულ მოვლენებზეც გვინდა ვთქვათ შემდეგი:

გავრცელებულ ფაილებში დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, სიცრუეზეა აგებული, ნაწილში სიცრუე და სიმართლე არის აღრეული (სავარაუდოდ შეგნებულად), ზოგიერთი კი სიმართლესაც შეიცავს. სწორედ ეს სიმართლე არის ის საშუალება, რომლითაც მავანთ სურთ, მტყუან-მართალიც და სრული სიცრუეც სიმართლის სახით შესთავაზონ საზოგადოებას. ან, ყოველ შემთხვევაში, ხალხს ეჭვის საფუძველი მაინც გაუჩინონ.

როგორც აცხადებენ, თუ ფაილები არასანქცირებული მოსმენებით არის შექმნილი და თანაც მათში სიმართლე მხოლოდ ნაწილობრივია, მათი გამამყარებელი დოკუმენტური მასალის წარმოდგენის შემთხვევაშიც დიდია ალბათობა იმისა, რომ ფაბრიკაციას ჰქონდეს ადგილი, მით უმეტეს, თანამედროვე  ტექნოლოგიების  პირობებში  და  იმ დაპირისპირების  გათვალისწინებით, რასაც წლებია ეკლესიის წინააღმდეგ  ახორციელებენ გარკვეული ძალები. ამიტომაც, ასეთი ჩანაწერების ავთენტურობაც აუცილებლად დასადგენი იქნება.

ნიშანდობლივია ისიც, რომ სწორედ ეკლესიისადმი უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ტელევიზიები ახდენენ ფარული, არასანქცირებული მოსმენების ტირაჟირებას, რითაც ხელს უწყობენ უსაფუძვლო ეჭვების გაჩენასა და  მოსახლეობაში უნდობლობის დათესვას, არ ერიდებიან ადამიანებისთვის დიდი ტკივილისა და შეურაცხყოფის მიყენებას.

სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცეში  ასეთი მასალის გავრცელება, თანაც საკუთარი ინტერპრეტაციით, არც ეთიკურია და არც კანონიერი, მიუხედავად იმისა, ავთენტურია თუ არა ფაილები.

ყველას კარგად გვახსოვს, როგორი მწვავე რეაქცია ჰქონდათ ტელევიზიებისა და არასამთავრობო სექტორის  წარმომადგენლებს მათი მისამართით განხორციელებულ ფარულ ჩანაწერებზე, ახლა კი  როდესაც თვითონვე ავრცელებენ უკანონო ინფორმაციებს, ამის თაობაზე არ იღებს ხმას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია,  სახალხო დამცველი, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობები... სათანადოდ არ რეაგირებს არც ხელისუფლება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს გაცემა,  აგრეთვე, პერსონალური მონაცემების უკანონოდ შენახვა, გამოყენება, გავრცელება არის დასჯადი; ასევე დასჯადია კერძო კომუნიკაციის, პირადი მიმოწერის, სატელეფონო საუბრის გასაჯაროება (მუხლი 157, 1571, 158,159);

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული, წესით კარგად უნდა იცოდნენ მედიასაშუალებების ხელმძღვანელებმა, მაინც აგრძელებენ გაურკვეველი წარმომავლობის, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებას.

ეს არის, როგორც წინა საარჩევნო პროცესში ეკლესიის ჩართვის, ასევე არეულობის გამოწვევისა და ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემების შექმნის მცდელობა.

უმნიშვნელოვანესია მომხდარი დანაშაულის დროულად გამოძიება. ეს, უპირველესყოვლისა,  სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისა და ღირსების საქმეა.

 

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს და გვექნება შესაბამისი რეაგირება მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში.

საქართველოს და საქართველოს ეკლესიას მრავალი განსაცდელისთვის გაუძლია და, ღვთის წყალობით,  ამასაც გადავიტანთ. ჩვენი ხალხი გონიერია და არჩევს, სად არის სიკეთე და სად,  - შეფარული ბოროტება. ამასთან, სიმართლე ბოლოს ყოველთვის იმარჯვებს და სხვისთვის ორმოს მთხრელი ხშირად თვითონვე ვარდება მასში.

"უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით", ამინ!", - წერია განცხადებაში.

 

13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა.

ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს.

ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც.

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება.

ჩანაწერის ავთენტიკურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სუსი
„2023 წელს, ხელისუფლების შესაცვლელად სამოქალაქო არეულობის მოწყობა იგეგმებოდა, მათ შორის, ქვეყნის გარედან“ - სუსის ანგარიში

 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში გარკვეული ჯგუფი, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ, ხელისუფლების შესაცვლელად დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთ...

პოლიტიკა 1713523372

კალაძე
„შეიძლება რაღაცაში ვცდებით, ადამიანები ვართ, მაგრამ მეგობარი რომ ხარ, უნდა მითხრა კონკრეტული არგუმენტები, სად ვუშვებ შეცდომას“ - კახა კალაძე

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვეყანას 2012 წლიდან მართავს და ვერავინ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ ხელისუფლებას ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადაედგას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახ...

პოლიტიკა 1713523321

სალომე ზურაბიშვილი
"ამ კანონს დადებითად აფასებენ მხოლოდ რუსეთის წარმომადგენლები - ძალიან ნათელია, რა არის ეს, საიდან მოდის" - სალომე ზურაბიშვილი

"ამ კანონს დადებითად აფასებენ მხოლოდ რუსეთის წარმომადგენლები - ძალიან ნათელია, რა არის ეს, საიდან მოდის", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Sky News-თან ინტერვიუში საუბრობს. შარ...

პოლიტიკა 1713523268

შეხვედრაა
მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის ახალგაზრდებთან შეხვედრას გააგრძელებს

 მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ,,მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" (საყდრისის კომიტეტი) ხელმძღვანელმა ნინო ბურჭულაძემ დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული სათათბირო...

საზოგადოება 1713523219

ნაძალადევი სკვერი
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე შეემატება

 ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე, მეტროსადგურ „ღრმაღელის“ მიმდებარედ არსებულ სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი...

საზოგადოება 1713523073

ზურაბიშვილი აქციის მონაწილე
"იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს" - სალომე ზურაბიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გადაღებულ ერთ-ერთი ვიდეოს აზიარებს, სადაც ჩანს გოგონა, საქართველოს დროშით. პრეზიდენტი წერს: "მომავლის და საკუთა...

პოლიტიკა 1713522970