დიდი სკანდალი - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი მის ლიკვიდაციას გეგმავდა

მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მის მკვლელობას ამზადებდნენ და ამისთვის გადაბირებული ჰყავდათ ერთ-ერთი მონაზონი. ამის შესახებ მეუფე გიორგი ჯამდელიანმა ამბიონიდან ისაუბრა.

სასულიერო პირმა თქვა ისიც, რა გზით გეგმავდნენ მის ლიკვიდაციას  - ეკლესიის მონაზონს მაღალი იერარქისთვის საწამლავი საკვებში უნდა ჩაეყარა.

სასულიერო პირი ხელს მთავრობის მოქმედ წევრს ადებს და ამბობს, რომ ის უშიშროების უწყების წარმომადგენელია.

 

დღეს ეს ადამიანი დაბარებული იქნა, წაეყენა ბრალი, იქნა მოსმენილი ეს ყოველივე და მე, როგორც ეპარქიის მწყემსმა და მსაჯულმა, გამოვიტანე განაჩენი, რომ ის არის გამყიდველი, ვითარცა იუდა და გამცემი, რომელიც ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას. ჰყავდა გადაბირებული ერთი წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი, რომელიც ცხოვრობდა რეზიდენციაში, რომელსაც ავალებდნენ. ეს კაცი არის მაღალჩინოსანი და კონკრეტულად უშიშროების უწყების წარმომადგენელი. ეს პიროვნება, არ არის დასამალი, გაილახა, თავისი დაცვიანად გაიქცა აქედან კუდამოძუებული. რა თქმა უნდა, მე ხელი არ დამიკარებია, მე მაღალი თმენის ვალდებულება მაქვს როგორც მღვდელმთავარს და ახლა მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ყველანაირი პროვოკაცია. მე ვფიქრობ, რომ მის უკან დგანან ძალები. ეს პიროვნება არის მთავრობის წევრი, დღევანდელი მოქმედი წევრია მთავრობის. თუ ხელისუფლება მას არ გაემიჯნება, მაშინ ჩემთვის კიდევ ბევრი რაღაც ცხადი გახდება, - თქვა ეპისკოპოსმა. 
სასულიერო პირი ამბობს, რომ მონაზონმა მასთან ყველაფერი აღიარადა ამხილა მათ შორის ის პიროვნებაც, ვინც ეპისკოპოსის ლიკვიდაციას გეგმავდა. 

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კობახიძე
„ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...

პოლიტიკა 1773061331

გია ჯაფარიძე 
„საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს დასახმარებლად უნდა აამუშაონ ყველა ის ბერკეტი, რომელიც აქვთ“ - გია ჯაფარიძე

დიპლომატი, გია ჯაფარიძე საერთაშორისო პატნიორებს ურჩევს, აამოქმედონ ყველა ის ბერკეტი, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ, რათა საქართველოს მოქალაქეების დახმარება შეძლონ. ჯაფარიძის თქმით, ახლა საჭიროა ნაკლები საუბა...

პოლიტიკა 1773055828

გოცირიძე
როგორ ფინანსდებოდა ირანული “ალ მუსტაფას” ე. წ. უნივერსიტეტი, რომელიც 2020 წლიდან გამოცხადებულია ტერორიზმის ხელშემწყობ ორგანიზაციად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ? რომელი ბანკები ემსახურებიან“ - რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე:როგორ ფინანსდებოდა ირანული “ალ მუსტაფას” ე. წ. უნივერსიტეტი, რომელიც 2020 წლიდან გამოცხადებულია ტერორიზმის ხელშემწყობ ორგანიზაციად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ? რომელი ბანკები ემსა...

სოცმედია 1773055664

ქალი
როდის უნდა გამოვიყენოთ ორთოპედიული ბალიშები?

ორთოპედიული ბალიშების ფუნქცია და დანიშნულება მრავალმხრივია. ეს პროდუქტი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ, იქნება ეს რაიმე სახის პათოლოგია თუ უბრალოდ ძილის დარღვევა.  ეს პრო...

ჯანმრთელობა 1773055479

სალომე ზურაბიშვილი
„რომ მიხედოთ თვენსკენ ნამდვილ ნარკომანებს , მომხმარებლებს, გამსაღებლებს და მათ მფარველებს ურიგო არ იქნება“ - ზურაბიშვილი „ოცნებას“

სალომე ზურაბიშვილი: ყაჩაღობაზე, კორუფციაზე, ძალადობაზე, მკვლელობაზე (თუ ვითომც თვითმკვლელობაზე), უწესო ცხოვრებაზე და კიდევ რაზე არა, ოცნების მაღალ თანამდებობების პირები თუ დაბალი ჩინოვნიკები არიან შემ...

პოლიტიკა 1773054324

ირაკლი კობახიძე
„შეიძლება შეივსოს ეს სია“ - კობახიძე პარტიების აკრძალვის სარჩელზე

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების ალიანსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და დასძინა, რომ "ყველა ეს პარტია პრაქტიკულად არის ნაცმოძრაობის წიაღიდან წარმოშობილი."  კობა...

პოლიტიკა 1773054177