დიდუბის რაიონში მდებარე N6 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობა უფრო დიდი შენობით ნაცვლდება

დიდუბე ბაღი

დიდუბის რაიონში N6 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის ჩანაცვლების პროცესი მიმდინარეობს და უფრო დიდი შენობა შენდება.

 


სამშენებლო სამუშაოებს, დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, კახა გულედანთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

 


კახა კალაძის განცხადებით, ბაღის ახალი შენობა გათვლილია 450 ბავშვზე, ძველ შენობაში კი მხოლოდ 180 ბავშვის მიღება იყო შესაძლებელი.

 


„დიდუბის რაიონში ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. აქ იყო ძველი, ავარიული შენობა და მოგვიწია ბავშვების გადაყვანა სხვა ბაღში. ეს არის N6 საბავშვო ბაგა-ბაღი. ხორციელდება პროექტი, რომელიც გათვლილია 450 ბავშვზე. ძველ ბაღს მხოლოდ 180 ბავშვის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა და რადგან დემონტაჟი განხორციელდა, ახალო შენობა იქნება უფრო დიდი, უფრო კომფორტული და მოემსახურება მეტ ბავშვს. აქაც გათვალისწინებული იქნება დადგენილი სტანდარტები, ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, დაწყებული კვებიდან, დამთავრებული სათამაშოებით. ყველაფერი უნდა იყოს სერტიფიცირებული და ევროპული სტანდარტის", - განაცხადა კახა კალაძემ.

 


ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე, თბილისის საკრებულოს წევრი გივი ჩხარტიშვილი და დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე.

 


N6 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი რამდენიმე წლის წინ, საექსპერტო დასკვნის საფუძველზე განხორციელდა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ახალი შენობის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო.

ახალი შენობა 15-ჯგუფიანი იქნება და დაახლოებით 450 აღსაზრდელს მოემსახურება. პროექტით გათვალისწინებულია ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტი, რაც დადგენილია ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, ექნება კეთილმოწყობილი ეზო,  გამწვანებითა და სათამაშო მოედნებით. ბაღი ახალ შენობაში 2025 წლის ბოლომდე გადავა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საზოგადოება
ქართველი ფოტოხელოვანი ბაკურ თვრინელი ნიუ-იორკში ახალ სივრცეს ქმნის - ფოტოგრაფია, გალერეა და კულტურული დიალოგი

ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...

საზოგადოება 1768640523

კარატისტი გოგო
 ბოლნისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა

 ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.

შემთხვევა 1768639057

ირან
ირანში მიმდინარე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...

მსოფლიო 1768635795

 3 მლნ ლარის
ამოღებულია 3 მლნ ლარის ღირებულების 6 კგ. "მეთადონი" - შსს-მ 2 პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...

კრიმინალი 1768633614

ირანი ბირთვული
„ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს“ - The Guardian

აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...

მსოფლიო 1768631783

რეზა ფეჰლევი
„მოგიწოდებთ თქვენ, ყველა მამაც თანამემამულეს მთელ ირანში, შაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 17-დან 19 იანვრამდე, საღამოს 8 საათამდე, აღიმაღლოთ თქვენი რისხვის ხმა და გააგრძელოთ პროტესტი ეროვნული ლოზუნგებით“ - რეზა ფეჰლევი

"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...

მსოფლიო 1768629642