„ეკლესია მაგალითს მისცემს საზოგადოებას, როგორ პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები“ - მიტროპოლიტი გრიგოლი

მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ქადაგებისას ახალი პატრიარქის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინით ცხოვრობს ერიც და ეკლესიაც.

სასულიერო პირის თქმით, “ეკლესია მაგალითს მისცემს საზოგადოებას, როგორ პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები“.

დღეს ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინით ცხოვრობს ერი, ეკლესია. პირველი არჩევნებია, როდესაც უნდა ავირჩიოთ კათოლიკოს-პატრიარქი დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში და თუ ხაზგასმით აღვნიშნავთ საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ცხოვრებაში, მე ვფიქრობ, ეკლესია მაგალითს მისცემს ჩვენს საზოგადოებას, როგორი კულტურის პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები და არჩევნების შედეგები როგორ უნდა იქნეს აღიარებული.

ჩვენ ქრისტესმიერი მშვიდობა გვინდა, ამ სიყვარულით ვართ გაერთიანებული იმ გუმბათქვეშ, რასაც საქართველოს ზეცა ჰქვია. ჩვენზე მეტი გულშემატკივარი ამ ქვეყანას არ ჰყავს. იმედი მაქვს, რომ მოთმინებით, ლოცვით, ღირსეულად ჩავაბარებთ ამ გამოცდას.

და ბოლოს რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, საკმაოდ რთულია, დიდი გამოწვევების წინაშე გვაყენებს ქვეყანას, თითოეულ ადამიანს, რთულ გზას გადის ჩვენი სამშობლო და ბუნებრივიცაა, ალბათ, რადგან ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, საიდან მოვდივართ საით გვინდა, წავიდეთ. ია-ვარდით მოფენილ გზაზე არასდროს უვლია საქართველოს, მაგრამ როგორც წმინდა ილია მართალი ბრძანებს, არ დაუთმია თავისი ღირსება საქართველოს. დღეს კი დაიბადა თაობა, რომელიც შეინახავს იმ ქრისტიანულ მორალს, რომელიც საფუძვლად უდევს ადამიანობას, ქართულ სახელმწიფოებრიობას“,- ამბობსფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი ქადაგებისას.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
adsaSDA
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკვე PSP-შია

ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778846299

1q
დოლარის კურსი და სესხები - რა უნდა ვიცოდეთ

დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840400

2q
ექსპორტის როლი ლარის სტაბილურობაში

ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840160

3q
უძრავი ქონების ყიდვა სესხით - გზამკვლევი

უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778839500

ემიგრანტები
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მე-2 ადგილზეა

ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...

პოლიტიკა 1778827689

ასრა აეროდრომი
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა

უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.

რუსეთ-უკრაინის ომი 1778826178