ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის პროექტის ცვლილებები განხორციელდება

კ.კალაძე

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, აუცილებელი გახდა მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის პროექტის კორექტირება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის  მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე.

 

„მეტროსადგურ „ავლაბრის“ გარე ფასადის, შიდა მოპირკეთებისა და სახურავის სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებისას გამოიკვეთა სადგურის თაღოვანი კონსტრუქციის პერიმეტრზე არსებული რკინა-ბეტონის კონსოლის მდგრადობის დამატებითი შესწავლის აუცილებლობა. აღნიშნული პროექტები რამდენიმე ათეული წლის წინ განხორციელდა და მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო. მგზავრთა უსაფრთხოების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, მეტროსადგურის ზედა ვესტიბიულის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული მდგრადობის დადგენისა და საჭიროების შემთხვევაში განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, არაერთი კვლევა და ექსპერტიზა ჩატარდა. პროექტში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობამ მნიშვნელოვნად შეაფერხა სამუშაოების წარმოება, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები სადგურის ფუნქციონირების შეფერხების გარეშე ჩატარდება.

 

„მესმის, რომ გარკვეულ სირთულეებს წარმოადგენს ასეთი პროექტების გახორციელება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენთვის თითოეულ დეტალს აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა. ეს არის სადგურები, სადაც დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი გადაადგილდება. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს უსაფრთხო. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სადგურები სამუშაოების დროს არ დაგვიხურავს,  ჩვეულებრივად ფუნქციონირებს. ისევე, როგორც ვარკეთილში, აქაც სამუშაოები სადგურის გაჩერების გარეშე შესრულდება. ვცდილობთ, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, ღამის საათებში ჩატარდეს“, -  განაცხადა თბილისის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზელენსკი 1
ზელენსკიმ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 ივლისს მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ სხდომაზე დეპუტატებს განახლებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა. როგორც Украинская правда-ს ფრაქციის...

რუსეთ-უკრაინის ომი 1752731329

მდინარაძე
„რითაც არ უნდა დამემუქროთ, ჩემს დამოუკიდებლობას, ოჯახურ ღირებულებებს, ჩემს ტრადიციებს, ჩემს მომავალს, ჩემი შვილის ღირსეულ, ჯანსაღ, სულიერად და ხორციელად ჯანსაღ მომავალს არ დავთმობ არაფრის ფასად“ - მამუკა მდინარაძე

"მე რომ ვიყო ახლა პოლიტიკოსების გარედან მაყურებელი არ დავფიქრდებოდი - რითაც არ უნდა დამემუქროთ, ჩემს დამოუკიდებლობას, ოჯახურ ღირებულებებს, ჩემს ტრადიციებს, ჩემს მომავალს, ჩემი შვილის ღირსეულ, ჯანსაღ,...

პოლიტიკა 1752731154

პოლიტიკა
„კორუფცია ისეთ დაბალ ნიშნულზე იქნება, მსოფლიოში სამეულში ვიქნებით“ - მამუკა მდინარაძე

ჩვენ გამოვაცხადეთ და ამას ბოლომდე გავიყვანთ. გინდათ გადალაგება დაარქვით, რაც გნებავთ დაარქვით - ამ ამბავს სულ რომ შევეწიროთ, საქართველოში კორუფცია ისეთ დაბალ ნიშნულზე იქნება, რომ ჩვენ მსოფლიოში სამეულ...

პოლიტიკა 1752730533

პროკურატურის შენობა თბილისში
„მთავარ არხს დოკუმენტების გადმოსაცემად გონივრული ვადა მივეცით“ - პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურა "მთავარ არხში" შესვლასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, "მთავარი არხი"-ს და კონტრაქტორი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს, საგამოძიებ...

პოლიტიკა 1752729804

სასურველი თბს
გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის - თიბისის ახალი კამპანია

როდესაც რაიმე გვსურს — ნივთი, მოგზაურობა, სწავლა, კარიერული წინსვლა — პირველი, რაც ხშირად გონებაში ჩნდება, შეკითხვაა - „საიდან მოვიტანო ამისთვის თანხა?“ - რადგან სურვილს თან სდევს ფინანსური წნეხი.   თ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1752729642

140 გოგო თბს
თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა

სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის თიბისიმ შექმნა საზაფხულო Crash კურსები, სადაც ისინი სრულიად უფასოდ სწავლობენ ტექნოლოგიებს და ეუფლებიან მომავლის პროფესიებს.   გოგონების მეტი ჩართულობისათვის თიბისი, კრეატ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1752729572