ექსპერტთა ჯგუფის N3 დასკვნა - მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგები

გონება

სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის რიგით N3 დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ ცნობილია.

"2021 წლის 23 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა/სპეციალისტთა ჯგუფის რიგით მესამე ვიზიტი განხორციელდა პაციენტ (ბრალდებულ/მსჯავრდებულ) მიხეილ სააკაშვილთან. პაციენტი მოთავსებულია სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში 2021 წლის 19 ნოემბრიდან.

ვიზიტი განხორციელდა შემდეგი ექსპერტების შემადგენლობით: აიდა გოზალოვა, თენგიზ წულაძე, გიორგი კაჭარავა, ნინო ზავრაშვილი, გრიგოლი ხურციძე, გიორგი პაპიაშვილი. ექსპერტები გაესაუბრნენ მიხეილ სააკაშვილს, შეაფასეს მისი სამედიცინო მდგომარეობა ადგილზე, ესაუბრნენ ექიმებს და გაეცნენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემებს.

ვიზიტის შემდგომ ექსპერტთა ჯგუფმა გამართა დისტანციური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა ასევე მიიღეს ექსპერტმა მამუკა მაჩაიძემ და გიორგი გრიგოლიამ.

სპეციალისტთა ჯგუფი შეფასებებში ეფუძნება პაციენტის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფის პრინციპს.

პაციენტის მდგომარეობის შეფასება

პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, კვლავ უჩივის საერთო სისუსტეს, წონასწორობის დარღვევას. სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია.

(გასინჯვის მოკლე აღწერა იხილეთ დანართში1).

ძირითადი საყურადღებო პრობლემები

  1.  
  2. ყურადღებას იპყრობს ფოსფატის დონის შეფარდებითი ვარდნა სისხლში: 3მმოლ/ლ-დან (რამდენიმე დღის წინ) - 1,08 მმოლ/ლ-ამდე, რაც შეესაბამება პროგნოზირებულ რეფიდინგის სინდრომს და ითხოვს ფოსფორის, ასევე სხვა ელექტროლიტების ხშირ მონიტორინგსა და საჭიროებისამებრ შევსებას.

(შევსების რეკომენდირებული პროტოკოლი იხილეთ დანართში3).

2. ვერნიკეს ენცეფალოპათია ამ ეტაპზე არ პროგრესირებს. გორის ჰოსპიტალში გადმოყვანის, კვების დაწყებისა და თიამინის ინტენსიური შევსების შემდეგ, კრუნჩხვით აქტივობას ადგილი აღარ ჰქონია და პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად დასტაბილურდა.

ჩატარებული თავის კტ კვლევა დასკვნის მიხედვით რაიმე აბნორმალურს არ მიუთითებს. რაც შეეხება მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას, თიამინით ადეკვატური შევსების დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში, ვერნიკეს სინდრომისათვის დამახასიათებელი ცვლილებები ამ ტესტის სურათზე უკუვითარდება და რადგანაც პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა, კვლევის გადაუდებელ რეჟიმში გაკეთება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს.

ვერნიკეს ენცეფალოპათიის პროგნოზის მხრივ, მზერის პარეზი მოსალოდნელია რომ მალევე აღდგეს, ვესტიბულური დისფუნქცია 2 კვირის განმავლობაში გაუმჯობესდეს. თუმცა, დაბნეულობა და სისუსტე რამდენიმე კვირა შეიძლება გაგრძელდეს. არ არის გამორიცხული, რომ მზერის პარეზის სრული აღდგენა არ მოხდეს.

სინდრომის მკურნალობა ამ ეტაპზე, ჩვენი შეფასებით, მდგომარეობის ადეკვატურია.

3. თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე მძიმე ფსიქოლოგიურ გარემოსა და შიმშილით გამოწვეული მძიმე ვერნიკეს სინდრომის კომბინაციას, მისაღები შედეგისათვის მკურნალობის პროცესში ჩართული უნდა იქნას მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, შესაბამისი დიაგნოზის დასმის, ფსიქოთერაპიის კურსისა და ფარმაკოლოგიური მკურნალობის განსაზღვრის, რეაბილიტაციის პროცესის ადეკვატურად წარმართვის მიზნით.

4. ვიტამინების დეფიციტისათვის გაგრძელდეს მულტივიტამინები.

5. ფიზიკური რეაბილიტაცია.

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები:

  • გიორგი გრიგოლია
  • გრიგოლი ხურციძე
  • გიორგი კაჭარავა
  • გიორგი პაპიაშვილი
  • აიდა გოზალოვა
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აქცია ბათუმში
"არჩილ, შენ ასეთ სახლში იცხოვრებდი?" - აქცია-პერფორმანსი ბათუმში

ბათუმში, ადმინისტრაციული შენობის წინ აქცია-პერფორმანსი გაიმართა, სადაც საინიციატივო ჯგუფის "არ გადადოს" წევრებმა ქალაქში არსებული ავარიული შენობების ფოტოები მიიტანეს და ბანერი წარწერით: "არჩილ, შენ ას...

საზოგადოება 1638955889

სები
სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას აქვეყნებს

ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას აქვეყნებს. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1638955065

სალომე ბახსოლიანი
პენიტენციურსა და იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე დღე მიეცათ იმისთვის, რომ წაშალონ კანონის დარღვევით გასაჯაროებული სააკაშვილის აუდიო/ვიდეო ჩანაწერები - ბახსოლიანი

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციურ სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის კადრების წაშლა მოსთხოვა, უწყებას ჩანაწერი ამ დრომდე არ წაუშლია. როგორც სახელმ...

პოლიტიკა 1638954349

სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო

სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტმა მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. საძაგლიშვილის განმარტებით, სააკაშვილმა პროტესტის ამ ფორმას პენიტენციური სამსახ...

პოლიტიკა 1638952958

ივანე ჩხაიძე
რა სიმპტომები ახასიათებს ახალ "ომიკრონ" შტამს - ივანე ჩხაიძის განმარტება

კორონავირუსის ახალ, ომიკრონ შტამზე იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორ ივანე ჩხაიძე საუბრობს...

Covid 19 1638952557

პოლიცია
ყაჩაღობა "ლუკოილის" ავტოგასამართ სადგურზე - პოლიციამ ოზურგეთში ერთი პირი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, ოზურგეთში, ლუკიოილის ავტოგასამართ სადგურზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებული თავს დაესხა ოპერატორის და იარაღის გამოყენებით თანხა გასტაცა: "შინა...

კრიმინალი 1638952539