„ევროპის სპორტის ქალაქი 2025“ - თბილისმა ახალი სტატუსი მოიპოვა
საზოგადოება • 1718258179

2025 წელს თბილისს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი ექნება. ევროპულმა ორგანიზაციამ ACES Europe, რომლის კომისია საქართველოში იმყოფება, დღეს, სტატუსის მოსაპოვებლად გამართული პრეზენტაციის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
მას შემდეგ, რაც კომისიამ სტატუსის მინიჭების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ ის წინაპირობები განმარტა, რაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა.
„ძალიან სასიხარულო დღეა ჩვენთვის. დღეს გვქონდა კანდიდატის სტატუსის დაცვა და წარვუდგინეთ პრეზენტაცია aces europe-ის პრეზიდენტს და ასოციაციის გუნდს. მიუხედავად ასოციაციის მიერ დადგენილი პროცედურებისა, თბილისმა დღესვე მიიღო საბოლოო პასუხი და გახდა ევროპის 2025 წლის სპორტის ქალაქი.
მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა დედაქალაქში. პირველ რიგში, ეს არის შეცვლილი პოლიტიკა, ეს არის ძალიან ბევრი პროექტი სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით, აგრეთვე არაერთი საერთაშორისო ღონისძიება, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა. რაც მთავარია, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რაც თბილისის მერის ინიციატივაა და ძალიან სასიხარულოა, რომ საერთაშორისო დონეზე ხდება ამის აღიარება. ჩვენთვის ეს დიდი პატივია.
მომავალ წელს, ორგანიზაციასთან ერთად ვგეგმავთ ძალიან ბევრ ერთობლივ ღონისძიებას და გვაქვს სურვილი, რომ თბილისს ჰქონდეს უფრო აქტიური პარტნიორობა ევროპულ ქალაქებთან. პირველ რიგში, ეს არის ქალაქებს შორის ინფორმაციის გაცვლა, ასევე, საკონსულტაციო და საექსპერტო დახმარება, რომელსაც ორგანიზაცია გაუწევს ქალაქს ახალ პროგრამებთან და ინიციატივებთან დაკავშირებით და რასაკვირველია, უმთავრესი არის ჩვენი დედაქალაქის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
თბილისის მერიამ განაცხადი „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“-ის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი 2023 წელს გააკეთა. ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, AECS Europe-ს სპეციალური კომისია თბილისს 10 ივნისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში კომისიის წევრებმა დაათვალიერეს დედაქალაქში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა და მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სპორტის პოლიტიკის, ასევე, მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების შესახებ. თბილისისთვის ეს პირველი განაცხადია ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად. სტატუსის მოსაპოვებლად განმცხადებელი მხარე უნდა აკმაყოფილებდეს კომისიის მიერ მოწოდებულ 12 კრიტერიუმს.
ACES Europe ბრიუსელში დაფუძნებული არაკომერციული ასოციაციაა, რომელიც UNESCO-ს ოფიციალური პარტნიორია. „ასოციაცია ყოველწლიურად ასახელებს „ევროპის სპორტის ქალაქს“.

"არ ვაპირებ უსინდისობასთან, უსამართლობასთან და უკანონობასთან კომპრომისზე წასვლას" - ასე პასუხობს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ე.წ. საგამოძიე...
პოლიტიკა • 1747249161

ვიდეო: როგორ დაიწყო კრემლმა ივანიშვილის კობახიძით ჩანაცვლება - რას ჰყვება თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი
პოლიტიკა • 1747248970

ზურაბ პოლოლიკაშვილის წერილი „ფორმულას“ „ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგე...
პოლიტიკა • 1747240625

„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად. იმიტომ რომ ის გამოვლილი გზა, რომელიც ამ სასწაულ ქვეყანას, რომლის მ...
პოლიტიკა • 1747239625

„კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვინ წარმოადგენს რუს...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1747239517

გიორგი მშვენიერაძე: არასწორია: ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს.სწორია: ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს.
სოცმედია • 1747238593